mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#50006049 · 24 Feb 2017, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
diakoni
| QUOTE | | გკითხეთ რომელ ეკლესიას წარმოადგენთ მეთქი და დიდგორის საიტზე გამიშვით და ვეღარ გავიგე. |
თუკი ,,ლინკი“, რაც დაგიდევით, თქვენთან არ გაიხსნა, მაშინ, ეს უნდა დაგეწერათ და მერე, იგივეს, რაც იქ თავშივე წერია ანუ რომელ ეკლესიასაც მივეკუთვნები, სიტყვიერად დაგიწერდით! უკვე, ორჯერ მკითხეთ და ორივეჯერ გიპასუხეთ (ახლა მესამედ მეკითხებით). ასეთი ფორმით კი იმიტომ გიპასუხეთ, რადგან ვირტუალურ სივრცეში მივმართავთ ერთმანეთს, აქ თითქმის ყველას ფსევდონიმი აქვს აღებული და რომ არ გეფიქრათ ან სხვას არ ეფიქრა, რომ სიმართლეს არ ვწერ. იმ ელგვერდზე კი ინტერვიუს დასაწყისშივე ახსნილია, რომ მივეკუთვნები ემიგრაციულ ეკლესიას; სურათიც კი დევს იმ მომენტისა, როცა პატარა გოგონას ვაზიარებ. საკუთარი ვინაობისა და სინოდის დაფარვა რომ მსურდეს, ამ ფორუმზე იდენტური ,,ნიკით“ კი არ დავრეგისტრირდებოდი.
| QUOTE | | ხართ თუ არა ევქარისტიულ კავშირში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან? მარტივი კითხვაა მგონი და პასუხად მაძლევთ რაღაც საიტის ლინკს. |
ამ კითხვაზე ,,საიტის ლინკი არ მომიცია“; პირდაპირ დაგიწერეთ ,,არა“. ნუთუ, განზრახული გაქვთ, რომ კითხვებისგან გამქცევ ადამიანად წარმომაჩინოთ?! ასეთი რამ არ მიკადრებია თქვენს მიმართ, რომელმაც ჩემს შეკითხვებს არ უპასუხეთ (შესაძლოა, გამოგრჩათ).
| QUOTE | | საფრანგეთიდან და რომელიღაც სქიზმატური ამბიონიდან ადვილია პოსტვა. |
თუკი ვერ გაერკვიეთ, რომელ ეკლესიას მივეკუთვნები (როგორც ზემოთ წერთ), რატომღა აკეთებთ ასეთ ნაჩქარევ დასკვნას; ხოლო თუკი საზღვარგარეთის რუსულ მართლმადედებელ ეკლესიას გულისხმობთ, რატომ ავრცელებს თქვენი იურისდიქცია მისი წმინდანებისა და მამების წიგნებს?! _ კათოლიკურ-ათეისტურ ქვეყანაში მართლმადიდებლურად ცხოვრება და ,,პოსტვა“ ადვილზე მეტად ძნელია.
| QUOTE | | საღვთისმეტყველო წიაღსვლები და ბოსტანის და ვენახის შედარება არ შველის თქვენს პრობლემას. |
_ როგორც ჩანს, სამწუხაროდ, თქვენსას მით უფრო ვერ უშველა...
| QUOTE | | აქ სეკულარული გარემოა და თინეიჯერებიდან დაწყებული, ნეოფიტებითა და ეკლესიის მტრებითა თუ მოყვარეებით დამთავრებული , ბევრი პოსტავს აქ და შენი სიტყვებით მყიფე სულებს ეხები. |
უკვე, ბავშვებიც ხედავენ და ისმენენ იმ უმსგავსობებს, რაც თვითონ დღევანდელმა საპატრიარქომ, როგორც ათეისტური ეკლესიის სამართალმემკვიდრემ, უნებურად გამოფინა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ურჯულოთა კრებულებს ახალგაზრდებიც მოვარიდოთ, რადგამ ამ უკანასკნელებმა ის რწმენაც არ დაჰკარგონ, რასაც იქამდე მიიტანენ...
| QUOTE | | ჩამოდი, დამიდექი გვერდით, აქ მღვდელკრუიზერებს რომ გვეძახიან და ამ დროს მე თვეში 40 ლარი ! მაქვს ხელფასი |
თქვენვე წარმოაჩენთ თქვენს ეკლესიას, სადაც ხუცესსა და მთავარხუცესს ფუფუნების საგნები აქვს, ხოლო დიაკვნები მშივრები დადიან. სიმართლის თქმას თუ ხმამაღლა დაიწყებთ, ჯერ მაგ ხელფასსაც დაჰკარგავთ და თუ გააგრძელებთ _ ხარისხსაც! სხვათა შორის, საქართველოში, თითქმის, ხუთი წელი ვდიაკვნობდი, არანაირი ხელფასი მქონდა და არც მომითხოვია. მღვდლები მეუბნებოდნენ, _ რატომ ამბობ უარს ეპისკოპოსებისა და გავლენიანი ადამიანების შემოთავაზებებზე, შენც გახდი მღვდელი და ასე აღარ იქნებიო... რა გამოდიოდა, მღვდელი ფულის გამო უნდა გავმხდარიყავი?! გვერდით ყველა იმ საქმეში დაგიდგებით, რაც შემიძლია და ფეხებსაც დაგბანთ! მაგრამ თქვენს ერთობაში დაბრუნებას სინდისიც მიკრძალავს და საეკლ. კანონიც. ისე გამომივა, ,,ძაღლი რომ საკუთარ ნათხევარს უბრუნდება“. მანდ ყოფნისას ყველანაირი დაშვებული გზა ვცადე მდგომარეობის გამოსასწორებლად, ათი წლის მანძილზე. მეოცე წელია, განგეშორეთ, მაგრამ დღეს, როგორც იტყვიან, ,,უკანასკნელი პირველზე უარესია“: ჩემს დროს, მღვდლები ჩუმჩუმად სცოდავდნენ; დღეს, ასეთებს თქვენი მღვდელმთავრები აწინაურებენ... მაგალითად, ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს ტელეფონზე დავუკავშირდით და ავუხსენით, რომ ჩვენი ყოფილი ახლობელი _ სასულიერო პირი მესამე ქალთან ცხოვრობს და სამივესთან შვილები ჰყავს; ამით ის თავსაც იღუპავს, სხვებსაც ღუპავს, აბრკოლებს და დუყონებლივ უნდა განიკვეთოს-თქო. რადგან ეს მან, უკვე, იცოდა, დაგვპირდა, რომ ეპისკოპოსობაც რომ დატოვოს, ამ პიროვნებას, იაკობ აბაშიძეს, მღვდლობას აღარასოდეს აღირსებს (ეს სიტყვები საკუთარი ყურით მოვისმინე). ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. არაფერი შეცვლილა არც მღვდელ იაკობისთვის და არც ეპისკოპოს იაკობისთვის. იერარქიულად, ვინ არის ქორეპისკოპოსზე აღმატებული?..
| QUOTE | | არ უნდა გადააყოლო ბავშვი ნაბან წყალს. |
სავალალოა, რომ თქვენთვის გადასაღვრელი ,,ნაბანი წყალია“ ის საკითხები, რაზეც აქ ვწერთ. მოგეხსენებათ, ეკლესიაში უმთავრესი საკითხი დოგმატიკა, კანონიკა და ტრადიციაა, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება, თუ თან სიწმინდე არ ახლავს. ამიტომ, პირველ რიგში, ამ მიზეზის გამო და გამომდინარე იქიდანაც, რომ თეოლოგიურ სიღრმეებამდე ჩვენი ხალხი ვერ და არ ჩადის, ყურადღებას, ასეთ შემთხვევებში, ვამახვილებთ ზნეობრივ მხარეზე, როგორც აუცილებელ და აღსაქმელადაც ადვილ მოვალეობაზე, რადგან მოზარდებიც ხვდებიან, რომ ღვთისმსახურნი სანიმუშო ადამიანები უნდა იყვნენ.
ახლა, ჩვენც გვაქვს კითხვები თქვენდამი და გთხოვთ, რომ უპასუხოთ: როდის, რომელ ასაკში და ვისგან გახდით დიაკონი; რომელ ეპარქიაში მსახურობთ? განსაკვეთია თუ არა, მაგალითად, ცოლიანი ეპისკოპოსი (ბერი)? ასეთს ვინც აწინაურებს, იმას რა სასჯელი ეკუთვნის? წინასწარ გმადლობთ და გლოცავთ!
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|