mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#50023458 · 26 Feb 2017, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gramatikikina
| QUOTE | | ამ ჭორებს თქვენ კიდევ ცალკე ავრცელებთ |
სინოდის თითქმის ნახევარი რომ ერთიდაიგივეს ამბობს, ეს თუ ჭორია, მაშინ, ჯერ ერთი, მათ პირველიერარქს გარშემო ჭორიკანა მღვდელმთავრები შემოუკრიბავს. მეორე და მთავარი: ამ ,,ჭორის“ საფუძველზე, საბოლოოდ, ილია II სინოდმა აიძულა, რომ ბრალდებული ეპისკოპოსები დაესაჯა, რაც (სასჯელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრიარქისგან უნდა ეწვნიათ, სწორედ, ჭორიკანა ანუ ცილისმწამებელ ეპისკოპოსებს (რაც არ მომხდარა).
| QUOTE | | აქაური მკითხველისგან უპირობო ნდობას ითხოვთ. |
_ სრულებითაც არა! ეს არც არსად ჩანს ჩემს ნაწერებში (თუ ჩანს, ასეთი ციტატის მოყვანაც უნდა შეგეძლოთ!); პირიქით, როცა უცნობი ნდობას გიცხადებს, ეს უფრო გასაკვირია, ვიდრე მისი ლოგიკური სიფრთხილე და წინდახედულება. თუმცა, ასეთს, ამავე დროს, ზნეობრივი უფლება არ აქვს, მისთვის უცნობი ამბავი, ჯეროვანი გამორკვევის გარეშე, დაუჯერებლად გამოაცხადოს, ხოლო მისი ანალიტიკურად შესწავლის მსურველი (და არა დაუეჭვებელ ფაქტად გამსაღებელი) _ ჭორიკნად.
| QUOTE | | მე რომ დავწერო ეხლა, აღშფოთებული ვარ იმის გამო, რომ მამა გიორგი სხილაძეზე სერბეთის ეკლესიის მღვდლები მიყვებიან, რომ ის მათი გეი საყვარელი იყო მეთქი ანუ მე კი არა, ვინმე თქვენსავით ემიგრანტმა მღვდელმა რომ დაწეროს გაიგე ეხლა ის მღვდლები ტყუიან თუ არ ტყუიან და ის მღვდელი მერე წერს, მე მხოლოდ ის დავწერე, რომ აღშფოთებული ვარ ამ საუბრის შინაარსის გამო და არა ის, რომ მამა გიორგი მათი გეი საყვარელია |
რამდენადაც, ჩემს შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ ასეთს ვერავის იპოვნით (დაე, ღმერთმა ნურც გამითენოს ის დღე, როცა ამ და სხვა მძიმე ცოდვაში ჩავვარდე!), საზოგადოდ მოგიგებთ: დიახ, თუკი ასეთი რამ მოხდება ანუ სასულიერონი თავიანთ კოლეგაზე მსგავსს იტყვიან, ეს, რა თქნა უნდა, აღსაშფოთებელი იქნება, თუკი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება; ხოლო თუკი მონაჭორი აღმოჩნდება _ მით უფრო, აღსაშფოთებელი, რადგან ცილისწამებაც მძიმე ცოდვაა (შემცოდემ ერთი ქნა და დამბრალებელმა მეორეო). რომ იცოდეთ, ორგანულად როგორ ვერ ვიტან ტყუილსა და მის დედოფალს _ ცილისწამებას, ეჭვი აღარ გაგიჩნდებოდათ იმაში, რომ არათუ ,,მოხალისედ“ არ ვცრუობ და არას ვმაბრალობლობ, არამედ სხვის ტყუილსა და ცილისწამებასაც არანაირად ვავრცელებ! სავარაუდო სიცრუის შემცველი ისტორიის განხილვა, სწორედაც სიმართლის გამოსავლენად, სიცრუის გავრცელება როდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკაცობრიო ისტორიოგრაფიას ტყუილთმეტყველება ეწოდებოდა.
| QUOTE | | უხუცესი [მიტროპოკიტი შიო ავალიშვილი] ძალიან უცნაურ კონტექსტში მოიხსენიებს გეორგიევსკის ტრაქტატს(დღესასწაული ) |
ამ ,,დღესასწაულის“ აღმნიშვნელი მარტო ხსენებული პიროვნება კი არ იყო, არამედ, მთელი სინოდი (პატრიარქ ილიას მეთაურობით), მაშინდელი მთავრობის კვალდაკვალ...
| QUOTE | | მე ილია მეორის ამ საქციელს(თავი დავანებოთ იმ ახალი მიტროპოლიტების დახასიათებას) მივაწერდი რუსეთი ეკლესიასთან გაჯიბრების და ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ზრდისთვის სწრაფვას |
რას უნდა დავანებოთ თავი, მღვდელმთავრების ზნეობრივ მდგომარეობას?! ეს იგივეა, ვთქვათ, მწვრთნელმა გუნდი ხეიბრების ხარჯზე შეავსოს. ხარისხის სანაცვლოდ რაოდენობრიობის გაზრდა კომუნისტური ,,ხუთწლედების“ ფილოსოფიაა და არა სახარებისეული. თორმეტიდან იუდა თერთმეტიც რომ აღმოჩენილიყო, ის ერთი გააგრძელებდა სამოციქულო მისიას _ საღმრთო სახლთმშენებლობას.
| QUOTE | | ილია მეორემ ნამდვილად აამაღლა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი, გაამრავლა ეკლესიები და დაუბრუნა მას ავტოკეფალურობის სტატუსი |
საეკლ. თვითმმართველობა (ავტოკეფალია), ისტორიულად, მისიონერული შედეგია, მისი მომცემ-მიმღების (ორივესი, ერთად) მაღალსულიერი და კანონიკური მდგომარეობაა და არა ეთნოფილეტური ერესით ,,მოპარული“ ან წართმეული ფუფუნება. ,,ავტორიტეტი და სტატუსი“, ჯერ, ღვთის თვალში უნდა მოიპოვო, _ ხშირად, დაცემული სოფლის საპირისპიროდაც! ნამდვილ მორწმუნეებში, შინ და გარეთ, ჩვენდა სამწუხაროდ, არც საქ. ეკლესიასა და არც მის დღევანდელ მეთაურს, გარწმუნებთ, არანაირი ავტორიტეტი აქვს, რადგან მიწიერი მწყემსმთავრისთვის ზეციურ მწყემსმთავარს მშვინვიერი დიპლომატია როდი უსწავლებია: მიზანი არანაირად ამართლებს საშუალებას! ესეც განასხვავებს მართლმადიდებლობას პაპისტური იეზუიტიზმისგან. მაცხოვარი მავალდებულებს, ჩემი ,,ჰო“ იყოს ,,ჰო“ და ჩემი ,,არა“ _ ,,არა“; რაც ამის მიღმაა, ეშმაკისგანააო...
| QUOTE | | ილია მეორის საქმეებს დავამატებდი იმ ფაქტს, რომ ის მივიდა 9 აპრილის ღამეს დემონსტრაციაზე და ხალხი გააფრთხილა დარბევის შესახებ ხოლო მიტინგის ორგანიზატორებმა და მონაწილეთა ნაწილმა არდაშლისკენ მოწოდებებით სტვენით გააგდეს იქიდან და ბოლო დროს კი ილია მეორის ეს საქციელი ახსნეს მისი კაგებეშნიკობით. |
90-იანი წლების დასაწყისში, ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა ინტერვიუ ხსენებული მოვლენების დროინდელ ფორმალურ მმართველთან, ჯ. პატიაშვილთან, ვინც ამბობს, რომ იმ დღეს, გამთენიას, პატრიარქთან გააგზავნეს მისივე ნათესავი _ მილიციის თანამშრომელი, რომელსაც დაავალეს, რომ ილია II მიტინგზე მოსულიყო და დაშლისკენ მოეწოდებინა, რადგან მთავრობის ხელში არსებული ყველანაირი საშუალება ამოიწურა, _ რათა თავიდან აეცილებინათ კარსმომდგარი საშიშროება (ხსენებულმა ინტერვიუერმა იგივე გაიმეორა 2009წ., ,,მაესტროს“ტელეეთერში, კერძოდ, გადაცემაში ,,საკანი N5“ და ეს დაუდასტურა იქვემჯდომმა შ. გორგოძემ, იმდროინდელმა, 1989წ., შინაგან საქმეთა მინისტრმა). რატომ უნდა დაშლილიყო ხალხი?! თვით საბჭოთა კონსტიტუციით, დანაშაულს ჩადიოდნენ; რამე უკანონოს ითხოვდნენ?! გაქცევით ,,დიდგორსაც“,,კრწანისად“აქცევ! იმდღის შეწირულთა სისხლმა (მის ყოველ წვეთს ვენაცვალე!) გამოაფხიზლა მონურად ჩაძინებულთა სულები და საბშობლოსაკენ და ღვთისკენ ბევრი შემოაბრუნა.
| QUOTE | | ცუდი კაცი ილია მეორე ჩემთვის არ არის ამ ყველაფრის შემდეგ და თუ თქვენს მრავალათასიან რიგებში ხალხი უკონტროლოდ აღვირახსნილობს, იქნებ თვითონვე მოაგვაროთ თქვენივე წრეში |
მერედა, ეს უკონტროლობა იმის ბრალი არ არის, ვისაც აღვირახსნილობის კონტროლი ევალდებულება?!
| QUOTE | | პირადად თქვენ ნუ ჩამოუჯდებით ხოლმე სოდომისტ ეპისკოპოსებს, როცა ისინი გიყვებიან თავიანთ სექსუალურ თავგადასავლებს |
ჭკუას რომ სამართლიანად მარიგებდეთ, მადლობას გადაგიხდიდით (ჩემი თავმდაბლობისთვისაც სასარგებლო იქნებოდა)! აქ, ან ისევ აურიეთ ერთმანეთში ციტატა და ორიგინალი, რაც ზემოთ, უკვე, გაჩვენეთ, ან სარგებლობთ იმით, რომ სასულიერო პირს ეპაექრებით და იცით, რომ თქვენივე მეთოდებით არ გიპასუხებთ... სად წაიკითხეთ, რომ ,,სოდომისტი ეპისკოპოსები თავიანთ სექსუალურ თავგადასავლებს მიყვებიან“?!! _ ასეთების მამხილებლებთან კი მისაუბრია (ეს დავწერე, სწორედ. ვადასტურებ: რამდენიმე სამღვდელოს ჩემთვის გადმოუცია იერარქიულად მეორე პირის, ა. ჩახვაშვილის, სიტყვები ილია მეორეზე, რასაც აქ ვერ დავწერ...); და მისაუბრია ერთი მიზნით: ოცი წლის ასაკამდე, ცხოვრების დანიშნულებად ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამეხადა. მაგრამ რაც მოვინათლე და წმ. წიგნებში გავაცნობიერე, რომ ერის სულიერი და ფიზიკური დამოუკიდებლობის და რაც მთავარია, გადარჩენის მისტიური ხიდი ეკლესიის სიწმინდეზე (განწმენდაზე) გადის, უარით გავისტუმრე პოეზიის მუზა, სადირიჟორო ფრაკი ანაფორაში გავცვალე და საკუთარი სულის ცხონებასთან ერთად, საეკლესიო და ეროვნულ მიზნად ახალი ,,რუის-ურბნისი“ დამისახავს. ამ მისწრაფებამ დამაკავშირა და დამაახლოვა მ. კოსტავასთან, ზ. გამსახურდიასთან და იმდროინდელ სხვა დისიდენტებთან (მაშინ, ყველანი ერთად იბრძოდნენ ამაღლებული იდეებისთვის).
აქვე, პირველად ვაქვეყნებ მონათხრობს ჩემი ერთ-ერთი უახლოესი სულიერი ძმისა და თანასემინარიელისა, რომელიც 1989წ. 6 იანვარს, ,,კოლხურ კოშკში“, ზვიადთან და მერაბთან მივიდა და მათ აჩვენა ეპ. ზოსიმე შიოშვილის ის ხელწერილი, რაც, უკვე, ზემოთ განვიხილე და წარმოვადგინე (ეს დოკუმენტი გადადგომის შესახებ, საკუთარ კაბინეტში, სწორედ, ამ სტუდენტის მოთხოვნით დაგვიწერა, ჩვენ ორს, სოდომიაში მხილებულმა რექტორმა): შეიტყო რა იმის შესახებ, რომ გადაყენებული ეპისკოპოსი პატრიარქმა რექტორადვე დააბრუნა, ხოლო მისი მამხილებლები, ისე, რომ არც გასაუბრებია, სასწავლებლიდან გარიცხა, მ. კოსტავა წამოენთო და თავის ,,ძმას ქრისტესმიერს“ შესძახა, _ გესმის, ახლავე გავიდეთ, ხალხი შევკრიბოთ, საპატრიარქოს მივადგეთ და მამათმავლების ეს გამოუსწორებელი მფარველი გადავაყენოთო. ზ. გამსახურდიამ მიუგო, _ შობადღეს ნუ ჩავამწარებთ მორწმუნეებსო... ცხრა თვეში, მ. კოსტავა საეჭვო ვითარებამ იმსხვერპლა; ზუსტად სამი წლის თავზე, სწორედ, ამ დღეს, 6 იანვარს, ზ. გამსახურდია სამშობლოდან გააძევეს... მოგვიანებით, ხსენებული სემინარიელიც, დღემდე გაურკვეველი მიზეზით, ტრაგიკულად დაიღუპა...
gramatikikina, ქვემოთ, მესამედ მოგცემთ საშუალებას, თავი დაიმდაბლოთ და აღიაროთ, რომ თქვენივე შეცდომის მიზეზით, _ ჩემივე კომენტარი რომ ,,ბრჭყალებით“დასრულებული ციტატის გაგრძელება გეგონათ _ საქვეყნოდ დამდეთ ბრალი უაზრო სიცრუეში; ანუ ცილისწამებაში ჩემი მხილება გსურდათ და ამ დროს, თვითონვე დამწამეთ ცილი (ვფიქრობ, უნებურად _ ღმერთმა გაპატიოთ!). თუმცა, არც გამიკვირდება, ჩემი უღირსობა დაამციროთ, როცა გგონიათ, რომ თვით წმ. მამებზე უკეთესად გესმით, ითვლება თუ არა სოდომურ ქმედებად მამათმავლობა და ,,ათ მცნებაში“ ჩამოთვლილ ცოდვებზე უმძიმესად. ისიც დამიწერეთ, რომ ჩემი ნაწერებიდან სიმყრალის სუნი გცემთ... მღვდელმსახური სულიერი ექიმია, ქირურგია და სამოძღვრო თეოლოგიაში ჩახედულებმა უწყიან, რომ მის ,,კაბინეტში“, როგორც კლინიკასა და ქირურგიულ ბლოკში, სპეციფიკური სურნელიცაა... ამიტომ, რაინერ მარია რილკესნაირ წერილებს აღარავის ვუძღვნი! თუმცა, თუკი შენდობის თხოვნის ძალა არ აღმოგაჩნდებათ, არც ამისთვის განგიკითხავთ და იქით გთხოვთ თქვენც და ყველა ,,ფორუმელს“ შენდობას (მით უფრო, დღეს ურთიერთმიტევების საყოველთაო დღეა)! gramatikikina
| QUOTE | mRvdeli giorgi sxiladzeQUOTE _ ანუ ვიტყუები (თანაც, უსირცხვილოდ) თუ არ ვიტყუები?
გააჩნია იმ ამბის დასასრულის მოყოლისგან თავის ჯიუტად შეკავებას რითი ახსნით |
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|