უბრალოდ გიპასუხებთ ამ დილემის სათავეზე:
ბიბლია იწყება დაბადებით და მასში აღწერილია სამყაროს და დედამიწაზე სიცოცხლის შექმნის წინარე პროცესები.
ქვეყანის ედემში იქმნება სამოთხის ბაღი და მასში ირგვება სიკეთის და ბოროტების შეცნობის ნაყოფიერი ხე.
ასევე ცისა და მიწის შორისში სიცოცხლის ხე, რომელსაც შემდგომში ეცადნენ მიწვდომოდნენ ბაბილონის გოდლის მშენებელნი...
ადამი ჯერ არაა შექმნილი და მან არ უწყის შექმნის შემდგომ არც სიკეთის და არც ბოროტების მეცნიერება, რომელიც უწყიან ღმერთმა და ღვთისშვილებმა სულად ცხოველთაგან განსხვავებით, რომელნივ უბრალოდ დაპროგრამებულნი არიან სახეობებად --- როგორც მშვიდობიანებად, ასევე მტაცებლებად.
თავიდან ასე არ იყო და მწვანე ბალახი, იგივ ნაყოფნი ბუნებისანი ჰქონდათ საკვებად და საზრდოდ --- ყოველ ნაყოფს ბუნება ზრდის, ამწიფებს უანგარო საზრდოდ და საარსებოდ და ასევე უანგაროდ ეწირება საკვებად მომხმარებელს.
ითქვა გაფრთხილება ადამის მიმართ, რაც აკრძლულ ნაყოფადაა წოდებული --- რამეთუ აეხილება თვალნი და შეიქმნება მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა და თუ სიცოცხლის ხის ნაყოფსაც იგემებს შემდგომ --- მარადიულად ცხონდება.
ქრისტეს სიტყვანი, რომ ყოველივე დაწერილი აღსრულდა --- ნიშნავს ამ სიცოცხლის ხისკენ სავალი გზის გახსნას მაცხოვრის გზაზე უშეცდომო სვლით, რაც ზუსტადაა აღწერილი მაცხოვარის მიერვე, თუ როგორ და რატომ უნდა იარონ ადამიანებმა მის მიერ აღსრულებულ გზაზე საკუთარი ინდივიდუალური ჯვრით.
მაცხოვარი უბრალოა, რამეთუ მასში არაა ბრალი რაიმე ცოდვისა --- როგორც ღვთის პირველქმნილი მხოლოდშობილი ჭეშმარიტი ძისა.
ამ დროს არსებობს არსება, რომელშიც ვერ დადგა ჭეშმარიტება და შურიანი ამპარტავნობით ავლენს უსაზღვრო სიძულვილს და მკვლელობებს კომპლექსურად ღვთის ყოველივე კეთილი ქმნილებების მიმართ, რომელთაც შესაქმეშივე თავად ღმერთი აფასებს და სრულყოფილებაში აკურთხებს როგორც ფრიად კეთილად ქმნილებს.
დილემას ჰქმნის ღვთისქმნილად წოდებული მთავარანგელოზი თავის ეშმაკთა ლეგიონით და იწყებს ბრძოლას ღვთის წინააღმდეგ.
გასაცნობიერებელია უმთავრესი:
საიდან და როგორ შექმნა ღვთისქმნილმა მთავარანგელოზმა შურიანი ამპარტავნობა ღვთის საუფლოშივე, სადაც არაა არანაირი ბნელი ნათლის მარადისობაში?
თუ შემომქმედმა არ მიანიჭა ქმნილებას რაიმეს უნარი --- იგი მას ვერასოდეს გამოავლენს.
თუ ადამიანში არაა განღმრთობის უნარი უფალთან ზიარებით --- იგი მას ვერასოდეს გამოავლენს-ეზიარება ვერანაირად.
ადამიანში თუ არაა უკუდავების შანსი-უნარი --- იგი მას ვერასოდეს შესწვდება, რამეთუ ამ მხრივ იგი დასაჭურისებულია და უნაყოფო იქნება მისი ამაო მცდელობანი საამისოდ.
ქმნილება ვერასოდეს გამოავლენს იმ უნარებს, რომელიც არ ძევს მასში შემომქმედისაგან --- წინასწარ მინიჭებულნი.
ბოროტება არაა ქმნილება --- იგი ანტიქმნილებაა, რომელიც სიცოცხლეს უსასრულოდ მტრობს სიკვდილით.
ამიტომაა შეუცნობელი სიკეთე ბოროტებაზედ ასწილ უარესი, თუ იგი უგუნურთა ხელსა და გამგებლობაში მოექცევა --- და მოხდება ის, რომ უპატრონო ტაძარს ეშმაკნი დაეპატრონებიან სამართავად.
ღვთის ტაძარია სინამდვილეში ადამიანი და ამიტომაც უტევს ყველაზე მეტად მას სატანა, რათა აუჯანყოს შემომქმედს და მისი ხელით და მართვის დაუფლებით გაანადგუროს სიცოცხლეც და სამყაროც --- სადაც ხდება სიკეთის და ბოროტების შეცნობა სიცოცხლის მარადისობიდან,
ამიტომაცაა განყოფილი ნათელი ბნელისაგან --- დღე ღამისაგან... არსობრივად.
და რატომ შეიქმნა უსასრულო არაარსებობის ბნელეთის წყვდიადში სიცოცხლის და მოძრაობის სამყარო ამ უსასრულოდ ყოველივე არსებულის შთანმქმნელ კოსმოსში --- ესაა შესაქმის სათავის ცნობიერება.
უბრალოდაა --- აბსოლუტურად გამორიცხულია ნების- მიერი ღვთისქმნილის გასატნება, მითუმეტეს ღვთის საუფლოში მყოფი მთავარანგელოზისა.
მაშ ბნელს შეუღწევია ღვთის ნათლის საუფლოში?
***
ამიტომაც ვართ გაორებულ-გასამებულნიც ერთარსში გაუცნობიერებელნი და საწყისებისადმი ზურგშექცეულნი...
სანამდის დროში ვართ და დრო გვაქვს სიკეთის და ბოროტების შესაცნობად, რათა მივეახლოთ მაცხოვარს სიცოცხლის ხის ნაყოფის დამსახურებულად მიღწევა-მიღებისათვის, რაც გზასაც და ცხრაკლიტულად წოდებული საზვერეების გავლასაც ნიშნავს --- იმ საბადებელისაკენ, საიდანაც ვიშვით სიკეთის და ბოროტების შესაცნობად --- უმცდარობისათვის, რაც მუდმივი ევოლუციის ერთადერთი გზაა აქაც და იქაც.
***
5. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab1-5.htm***
როგორ და რანაირად, რატომ შედის ადამიანში ბოროტებად წოდებული აზრ-ხილვანი, რომელნიც ,,უმწიფრებს" იოლად იმონებს-მართავს
და:
სახარებაჲ იოვანეს თავი
1
1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
***
8
31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. 32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. 33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. 35. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. 36. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ. 37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის. 38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ. 39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. 40. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა. 41. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი. 42. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. 43. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად. 44. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს. 45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი. 46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი? 47. რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან. 48. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა? 49. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე. 50. ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის. 51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/iovane8-14.htm***
უმართებულო გამსჯანი და განკითხვანია აკრძალული და არა მართებულნი, რამეთუ შესაბამისნი განსჯიან და განიკითხავენ ადამიანს,
და თუ მართლად განსჯის და განიკითხავს ადამიანი --- მართალივე განსჯის მას და განიკითხავს სამართლიანად და არა უსამართლო და ცრუ მამინაცვალი...
***
რაც ხდებოდა და ხდება-მოხდება უსამართლობანი --- ჰყავთ მათ თავიანთი ღმერთი სატანის და სატანური ეკლესიების სახით და ფორმებით
რეალობაში დამონებულ ადამიანთა მართვის სათავეებში აღზევებით.
არაა საიდუმლო, თუ როგორ და რანაირად ახერხებს ადამიანთა მართვას სატანა და მისი ლეგიონი ,,უბნელესი წყვდიადიდან"...
***
10
1. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის. 6. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. 13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. 17. ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. 18. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.
17
1. ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. 2. ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. 3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე. 4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო. 5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა. 6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს. 7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს. 8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე. 9. მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. 10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის. 11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ. 12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს. 13. ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით. 14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან. 15. არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან. 16. სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ. 17. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს. 18. ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად. 19. და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით. 20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ; 21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. 23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე. 24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა. 25. მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. 26. და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/iovane15-21.htmასე რომ --- ყოველს კეთილად შეიქმს და ბოროტსა არასა დაჰბადს! --- ასევე ნიშნავს მის ქმნილებებში ბოროტების ცნების არარსებობასაც და მის რაიმე საწყისებს, რაც ვითომდა მთავარანგელოზმა თავად შექმნა როგორც ქმნილებამ....
არსებამ წარმოშვა ის შურიანი ამპარტავნობის უნარი, რაც მისთვის შემომქმედს არ მიუნიჭებია?
თუ მიანიჭა წინასწარ?
საიდან ამდენი სიცრუის და ცილისწამებათა სათავე, რაც მამინაცვლად წოდებულისაგან ცოფის მდინარედ მარად მოედინება და შედეგებით
ქმნის გაუკუღმართებულ რეალობებს?
თუ ქმნილება ვითარდება ევოლუციურად --- შემომქმედს აღემატება ქმნადობებით?
შემომქმედი და ისიც მარადიული --- უმეტესად არ ვითარდება სრულყოფაში, ვინემ მისივე ქმნილება?
ბედნიერებაში მოწყენილობა არსებობს?
სიკვდილით ფასობს სიცოცხლე, თუ მარადიული გარდაცვალება-ფერისცვალებით?
უკმარია მრავალფეროვნება ბნელეთის წყვდიადის გარეშე?
რას ნატრობს სინამდვილეში ადამიანი --- ბედნიერების მარადიულობას უბედურებების არომატებით?
აბა რაღაზედ ვლოცულობთ მამაო ჩვენოში ჩვენივე უმევრებით მოწვნეულ განსაცდელთაგან ხსნაზედ --- ,, არამედ გვიხნენ ჩვენ ბოროტისაგან"?
უამრავზე უამრავი მაგალითები არსებობს შემომქმედის და ქმნილების არსთა და შესაძლებლობათა მკაფიო სხვაობებზედ და დაშვება იმისა, რომ ქმნილებამ შექმნას შემომქმედზე უმეტესნი ---მიწიერ-წუთისოფლური ადამიანის გონების ნაყოფია და არა მარადისობისა, სადაც ურყევია იერარქიული ევოლუციის მარადიული კიბე --- მეტის შემძლე უფრო მეტად ვითარდება სრულყოფაში, ვინემ ნაკლებად შემძლე იერარქიული საფეხურზე მყოფი.
***
სინათლით სიჩქარით მავალს როგორ უნდა დაეწიოს ,,ურმით" მავალი, თუ არ ,,აკრიფა" სინათლის სიჩქარით მავალზე უმეტესი სიჩქარე?
,,ჩვენ" თუ ვვითარდებით ევოლუციისაკენ და წრიდან გასვლას ვლამობთ --- ,,ისინი" უმეტესად და პროპორციულად აღმატებულნი არ ვითარდებიან ჩაუკეტავი ევოლუციის სპირალურ ,,კიბეზე"?
უამრავი ახლად აღმოჩენილი აღმოჩენები განა დასაბამიდანვე არ არსებობდნენ-არსებობენ?
თუ ადამიანის მიერ მათი აღმოჩენებიდან დაიწყეს მათ არსებობა?
და ასე შემდეგ...
This post has been edited by triumpi on 1 Mar 2017, 16:01