მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მხრიდან ქალებ ი არ მონაწილოებდნენ მაინც გუნდური II დავიკავეთ
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრი პირველ ადგილზე დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.
ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს სახელით 7 წონით კატეგორიაში 12 ძიუდოისტი წარსდგა, სადაც 4 მედალი, 2 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს.
ტურნირის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა(-60) ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა(-66) კი იაპონელ ნორიჰიტო ისოდას ვაზარით აჯობა და დიუსელდორფის გრან პრის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ანგარიშზე პირველი ოქროს მედალი ჩაეწერა.
მეორე დღეს მედლისთვის საბრძოლველად ტატამზე ფინალურ შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი(-73) გავიდა, თუმცა კარგად ნაცნობ იარცევთან დამარცხდა და ისიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მესამე დღის კულმინაცია კი ბექა ღვინიაშვილი(-90) იყო, რომელმაც ფინალში ბოლო წამებზე რუსი ჰუსენ ხალმურზაევი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა, იპონით მოიგო და ოქროს მედალიც მოიპოვა.
არაოფიციალურ ჩათვლაში კი ვაჟების შედეგების მიხედვით საქართველომ დიუსელდორფის გრან პრი პირველ ადგილზე დაასრულა. საერთო შედეგებით კი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ იაპონია უსწრებს. იაპონელმა ქალმა ძიუდოისტებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.
https://www.mysports.ge/ka/post/view/18264
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3