TVპირველზე მოვუსმინე ადვოკატს. იქ უფრო ვრცლად ილაპარაკა.
ადვოკატები დილიდან იქ იყვნენ. პროკუტრატურიდან თავდაპირველად
3 საათზე აპირებდნენ მოსვლას, შემდეგ 4 საათამდე გადაწიეს მოსვლა.
მოვიდნენ 4.30-ზე. ადვოკატებს უთხრეს, რომ 45 წუთში მორჩებოდნენ
ექსპერტიზას და შემდეგ დაკითხავდნენ დეკანოზს.
ექსპერტიზა თითქმის 2 საათი გაგრძელდა, რის შემდეგ თქვეს, რომ
დროის სიმცირის გამო (?) დაკითხვას ვეღარ ჩაატარებდნენ. მამა
გიორგი თანახმა იყო, თუნდაც დილამდე გაგრძელებულიყო დაკითხვა.
პროკურორებს, ეტყობა, პრეცედენტის შექმნა არ უნდოდათ (ეგენი, ხომ მხოლოდ
დღის შუქზე აწარმოებენ დაკითხვებს.
ჰოდა, ადვოკატი ძალიან შეშფოთდა. შაბათ-კვირას დასვენების დღეებია, არც ადვოკატებს
აქვთ ციხეში შესვლის უფლება. ადვოკატმა მოუწოდა სახალხო დამცველს მოინახულოს
პატიმარი უქმე დღეებში, რადგან მისი ვარაუდით, შესაძლოა დეკანოზის სიცოცხლეს
საფრთხე შეექმნას.
ბოლოს ისიც დაამატა, რომ ადვოკატებს უკვე აქვთ პატიმრისგან ჩამორთმეული ჩვენება.
და თუ ადვოკატსაც რამე "შეემთხვევა," დეკანოზის ჩვენებას მაინც გაეცნობა საზოგადოება.
vita brevis...