#50011240 · 25 Feb 2017, 03:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გასო
QUOTE | ანასეულის ხელნაწერი არის მეთხუთმეტე საუკუნის ჯერ იძახდი ვახუშტიმ მოიგონაო. |
ვახუშტის რედაქცია მქონდა მე წაკითხული. შენ რაც დადე ეგ წყარო მე-17 საუკუნის ხელნაწერიდანაა.
QUOTE | ეგ კონტექსტი რატომ არ ვრცელდებოდა ხოსროვიანებზე? |
ბაგრატიონებმა თუ მოიგონეს და თავი დავითის შთამომავლებად გაასაღეს, იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მასე უნდა გაესაღებინა თავი. და ღვთაებრივი წარმოშობა რომ სამეფო ძალაუფლების ლეგიტიმაციის საშუალება იყო ეგ მგონი უნდა იცოდე. ეგვიპტის ფარაონები მზის ღმერთის შვილებად ითვლებოდნენ. ჩინეთის იმპერატორები ზეცის შვილებად ითვლებოდნენ. და ა.შ. მთელს მსოფლიოში იყო ეს კონცეფცია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით და მისი ჭეშმარიტებად მიღება არასერიოზულია. https://en.wikipedia.org/wiki/Divine_right_of_kingsQUOTE | შენი ვარაუდი ფაქტებს არ ეყრდნობა ფაქტები სხვა რამეს ამბობენ არ არის ეგ გენეტიკური კოდი კავკასიის თურქებში. |
არც კავკასიელ თურქებშია, არც კავკასიელ ებრაელებში და არც საერთოდ ებრაელებში. ეს ჰაპლოჯგუფი არის შუა აზიის რიგ თურქულ ტომებში (ნაწილი ზემოთ ჩამოგითვალე) და მაგათგან უნდა შემოსულიყო. და ამ ტომის ცალკეული წარმომადგენლის კავკასიაში მოხვედრა ყველაზე კარგად ხაზარების მიგრაციით იხსნება - მათ უნდა შეკედლებოდა და გამოყოლოდა. ცხადია ეს ჰიპოთეზაა, თუმცა ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომელიც ერთდროულად ისტორიულ პრცესებთან და გენეტიკურ მასალებთანაა თანხმობაში.
This post has been edited by androabuladze on 25 Feb 2017, 03:36
|