#50021477 · 26 Feb 2017, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
androabuladze
| QUOTE | ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ქვეყანა თითქმის ყოველთვის დაშლილი იყო. ქართული სახელმწიფო იშვიათად და ცოტა ხნით თუ ერთიანდებოდა ძლიერი ლიდერის ძალისხმევით, თუმცა ერის კონსოლიდაცია არასდროს ხდებოდა. |
ევროპის ფეოდალური სახელმწიფოების ისტორია ნახე, თუნდაც გერმანული სამთავროები ან ინგლისელ-ფრანგი ლორდები. აბსოლუტური მონარქიების დამყარებამდე თითქმის იგივე მდგომარეობა იყო რაც საქართველოში. ჩვენ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებულ გამონაკლისს არ წარმოვადგენთ.
| QUOTE | | ასე მაგალითად, საქართველოს ოქროს ხანა განაპირობა იმან, რომ ისლამური იმპერიები დაემხო და დიდგორზე გამარჯვების შემდეგ ძლიერი მოწინააღმდეგე არ გვყავდა. |
ნაწილობრივ - კი ბატონო. მაგრამ სელჩუკებიც იყვნენ თურქეთში და ხვარეზმის დიდი სამეფო ირანში. შირვანებისა და შაჰ-არმენების სახით არც ისე ხელწამოსაკრავი მტრები გვყავდა მეზობლად.
იგივე რუმის სულთანი რუქნ-ად-დინი ავიღოთ, ბასიანთან რომ დავამარცხეთ. ნახევარ თურქეთს განაგებდა, ბიზანტიელებსაც ებრძოდა და ერზრუმიც ჰქონდა დაპყრობილი. ეგეც არ ითვლება "ძლიერ მოწინააღმდეგედ"?
| QUOTE | | მაგრამ როგორც კი ძლიერი მოწინააღმდეგე გამოჩნდა მონღოლთა სახით, გამძღარმა და კომფორტს მიჩვეულმა საქართველომ პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა. |
ადამიანო, მაგ მონღოლებმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს, კორეიდან დაწყებული ლამის გერმანიამდე ჩავიდნენ: ჩინეთის დინასტიები, ხვარეზმის სამეფო, რუსული სამთავროები და კიდევ უამრავი სხვა. უნგრეთსა და პოლონეთში შეიჭრნენ და ბაღდადიც აიღეს. მთელ ევრაზიას აზანზარებდნენ.
შენი აზრით ქართველებს რაიმე შანსი გვქონდა?! ობიექტური თვალსაზრისით ჩვენზე ათჯერ უფრო დიდი სამეფოები ლამის ფეხქვეშ ეგებებოდნენ მონღოლებს და შეწყალებას თხოვდნენ. ჩვენ რაღა უნდა გვექნა? აქეთ დაგვეპყრო?
ან რა კაპიტულაცია? ლაშა-გიორგიმაც ბრძოლა გაუმართა, რუსუდანმაც წაიბრძოლა და დავით ულუმ აჯანყება მოაწყო. რამდენად კარგად იბრძოლეს, ეგ ახლა სულ სხვა საკითხია, მაგრამ "კაპიტულაცია" ნამდვილად არ გამოგვიცხადებია ბევრ სხვა იმდრონდელი სამეფოსავით, ბრძოლის გარეშე რომ დანებდნენ.
| QUOTE | | 1921 წელს საბჭოთა არმიამ უმარტივესად აიღო საქართველო. მხოლოდ ერთეულები იბრძოდნენ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კი ინდეფერენტული იყო. |
უმარტივესად აზერბაჯანი აიღეს, სომხეთში საერთოდ შეჭრაც არ დაჭირდათ. ჩვენთან კი 5500-მდე კაცი ერთ თვეში დაკარგეს მარტო მოკლულის სახით. დასავლეთიდან რომ თურქეთი შემოიჭრა ეგეც არ დაგავიწყდეს.
რაღაც ნაწილი მართლაც იყო "ინდეფერენტული", მაგრამ არა "აბსოლუტური უმრავლესობა". მასე რომ ყოფილიყო ამხელა დანაკარგი საბჭოელებს ერთ თვეში არ ექნებოდათ და არც 1924 წელს მოაწყობდა აჯანყებას ჩოლოყაშვილი.
| QUOTE | დღესაც ვითომ დამოუკიდებლობას ვაწვებით, არადა 2008 წელს ტყვია როცა გავარდა ვინ საით გარბოდა თავადაც არ იცოდნენ. რამდენიმე დღეში დავყარეთ იარაღი. შეადარეთ ეს სურათი, მაგალითად, ფინელი ერის ბრძოლას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ჩეჩნების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ვიეტნამელთა ბრძოლას აშშ-ს წინააღმდეგ და ა.შ. |
2008 წელი მართლაც სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ უკიდურესობაშიც ნუ გადავვარდებით. გარბოდნენ ერთეული პოლიტიკოსი ვირთხები, ხოლო იარაღის დაყრა-უკან დახევა უფრო არაორგანიზებულობით იყო გამოწვეული, ვიდრე სიმხდალით ან გულგრილობით. რუსეთიდან კონტრშეტევას ჩვენი დიდი მხედართმთავარ-იდიოტები არ ელოდნენ.
ისე მიკვირს, 1992-1993 წელი და აფხაზეთ-სამაჩაბლო რომ არ ახსენე. აი, მაგაზე კიდევ შეიძლება თქვას ადამიანმა, ქართველები არ იბრძოდნენო. მაგრამ 2008 წლის სამდღიანი ომი მაინც არ არის, ჩემი აზრთ, კარგი საზომი. მოულოდნელად მოხდა სულ ყველაფერი. ბევრმა წესიერად გაცნობიერებაც ვერ მოაწრო. გორის შემდეგ რა იქნებოდა, რომ არა სარკოზი და ის შეთანხმება, არავინ არ იცის.
ანუ ძალიანაც ნუ გადაეშვებით ამ თვითგვემაში. ბევრი ნაკლი გვაქვს და შენ რაც ახსენე ეგ "ინდეფერენტულობა" მართლაც არსებობს, განსაკუთრებით კი საბჭოთა დროს და შემდგომ პერიოდებში გაძლიერდა. მაგრამ ეგ ჩვენი ეთნოსის თვისება რომ ყოფილიყო, მაშინ უკვე შუა საუკუნეებში ვიქნებოდით ტიპიური მუსულმანური სახელმწიფო და თუნდაც კლიშე იყოს, მაგრამ მაინც ვიტყვი - აქამდე უბრალოდ "ვერ მოვაღწევდით".
This post has been edited by Hiksos on 26 Feb 2017, 20:23
--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა. DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით? lasha1997
|