უძინარი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4746
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17
|
#50024733 · 27 Feb 2017, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი მიშისტები ლანძღავენ სხვებს და ცხადია მხარს უჭერენ მიტროპოლიტ პეტრეს, ქარდავა-ახალაიების ძმაკაცს, შენძრეულ მეგრელ აფერისტს, რომელსაც უამრავი ხალხი ყავს გადაგდებული.
„მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალების“ ძალოვან სტრუქტურებთან, აღსარებები ახალაიებს გადაეცემოდათ“ 0 BY KVIRA ON 30/05/2016 12:11 პრესის მიმოხილვა ჭყონდიდის ეპისკოპოსს,მეუფე პეტრეს ძალადობაში ამხელენ, – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში ჭყონდიდის მიტროპოლიტზე ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. გამოცემასთან ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა, ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილობრივების თქმით, მეუფე პეტრე იფარებდა არსებული ხელისუფლებისგან ძებნილ და ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მეგის ქარდავას. “მეუფე პეტრე არის ჩასაფრებული “ნაციონალი“, როლანდ ახალაიას რეგიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო “წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენი გადასცა პატრიარქმა. ამ ფაქტმა სამეგრელო შოკში ჩააგდო. ცნობილი ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს კედელზე ხატების გვერდით სააკაშვილის სურათი ეკიდა, ამის ფოტომასალაც არსებობს. ახალაიებმა მეუფისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში დგას ეტლი, რომელშიც 60 ათასი ევრო გადაიხადეს“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან. “ალიასთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალურ“ მოძრაობის“ ძალოვან სტრუქტურებთან და გავლენიანი ადამიანების აღსარება პირდაპირ გადაეცემოდათ ახალაიებს. “მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო “ნაციონალურ“ მოძრაობის“ ძალოვან სტრუქტურებთან და გავლენიანი ადამიანების აღსარება პირდაპირ გადაეცემოდათ ახალაიებს. ეს ფაქტი რომ გაბუქებულად არ ჩათვალოთ, ერთ-ერთ ცნობილ გავლენიან ბიზნესმენს დავუკავშირდით და თუ საჭირო გახდება, ის ადამიანი ღიად იტყვის, რასაც ახლა წაიკითხავთ“,- წერს გაზეთი “ალია“ და აღნიშნული პიროვნების მონათხრობს აქვეყნებს: “მეუფე პეტრესთან მივედი, შესანიშნავი შესახედაობის კაცია, ამავე დროს, კომუნიკაბელურიც. გადავწყვიტე, ჩემი გაჭირვების შესახებ მომეყოლა, რა უბედურებაც ჩემ თავს ტრიალებდა, ავდექი, გვარებითა და სახელებით მოვუყეევი, ვინ მებრძოდა, ვინ ახდენდა ჩემზე ზეწოლას, ვინ მართმევდა ქონებას, მან ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. მერე შევიტყვე, რომ ახალაიების სულიერი მოძღვარი და უახლოესი მეგობარი ყოფილა, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთან მიჰქონდა, თავში ხელი შემოვირტყი, მაგრამ უკვე გვიანი იყო“,-აცხადებს რესპონდენტი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მარტვილში მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა. “მარტვილში მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მათ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა ავალებდა, ხალხს პირდაპირ უქადაგეთ, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაუჭირონ მხარიო. ვიდრე ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდებოდა, მეუფისთვის პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას საბოლოოდ ნიღაბი ჩამოეხსნა, სასულიერო პირებმა სალხინოს მამათა მონასტერი პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხვათა შორის, იმ 12 სასულიერო პირიდან, რომლებიც ეპარქიიდან წავიდნენ, ერთ-ერთი მარტვილელი მოძღვარი, მამა გოჩა ცაავა იყო. მათი წასვლა უკავშირდება მეუფე პეტრეს მიერ სააკაშვილის ზონდერების გამოძახებისა და ურჩი სასულიერო პირების ძალით დამორჩილების შესაძლო მოლოდინს, რადგან ცნობილია ერთმა მაღალმა იერარქმა, იმისთვის,რომ განდგომილი ხელქვეითები დაემორჩილებინა, დახმარებისთვის სპეცრაზმს მიმართა და სპეცრაზმმაც უყოყმანოდ აღასრულა უბინძურესი მისია -მღვდლები და ბერები სასტიკად სცემეს. განდგომილი და მთაში გადახვეწილი ბერების ნაწილი პატრიარქთან აპირებდა შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის უცნობია, მოხერხდა თუ არა ეს შეხვედრა. ჭყონდიდის ეპარქია იცლება, ამას ბევრი წყარო ადასტურებს“, – წერს გაზეთი “ალია“ “ალია“ ადგოლობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეუფე პეტრე ხშირად მიემგზავრება კიევში, ასევე თურქეთში, სადაც ნახულობს თავის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს. გამოცემის ინფორმაციითვე, 2013 წელს მეუფე პეტრე თურქეთში დათა ახალაიას ესტუმრა. “ბუნებრივია, დაინტერესდებით, რას ფიქრობს მეუფე პეტრე არსებულ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. ხმები დადის,რომ მეუფე პეტრე ხალხს ეუბნება, “ქართულ ოცნებას“ ძალიან ცოტა დრო დარჩა ხელისუფლებაში,მალე “ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო“,- წერს “ალია“.
ხალხი შველას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი საპატრიარქო მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიას არ ჩამოაცილებს!!! რატომ იცლება ჭყონდიდის ეპარქია, რა პრობლემებზე საუბრობენ სასულიერო პირები და ერისკაცები, რა კორუფციულ სქემებში ამხელენ ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს, ერისკაცობაში პაატა ცაავას. არის თუ არა სიმართლე, რომ მეუფემ სცემა მორჩილი სპირიდონი, დასტურდება თუ არა სასულიერო პირზე კაბის შემოხევის ფაქტი. რატომ გაითქვა მეუფემ სახელი, როგორც „შპს პეტრემ“, რატომ ეშინია მარტვილის მოსახლეობას მისი? რა აკავშირებს მეუფეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“? როდის ჩამოხსნა კელიიდან პატარა ნიკოლოზ სააკაშვილის ნათლიამ, მეუფე პეტრემ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორმეტრიანი სურათი? რა აკავშირებს მას ახალაიებთან და მარტვილის მოსახლეობა რატომ იშვერს ხელს მეუფისკენ, რომ ის იფარებდა ხელისუფლებისგან ძებნილებსა და ბრალდებულებს. მაგალითად, მეგის ქარდავას, რომლის სახელსაც უკავშირდება სამეგრელოს საწამებელი ბუნკერების შექმნა, 27 ათასი ფაილის ორგანიზება და სექსუალური ძალმომრეობის დამკვიდრება? რა ვალშია მეუფე პეტრე როლანდ, ბაჩო და დათა ახალაიებთან, რომ მათ გამო ის რისკზე მიდის და ერთხელ უკვე ჩააგდო პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში, როცა მეუფე პეტრეს თხოვნითა და ძალდატანებით ციხის კადრების შემქმნელების მამას როლანდ ახალაიას ილია მეორემ ღირსების ორდენი გადასცა. ამ ფაქტებმა მაშინ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. რამდენიმე დღის წინ მარტვილიდან კონკრეტული ადამიანები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, სიმართლის დადგენაში დავხმარებოდით. გაზეთი „ალია“ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით ადრეც წერდა მეუფე პეტრეს გადაცდომების შესახებ, თუმცა ამ ბრალდებებს „ნაციონალების“ მმართველობისას რეაგირება არ მოჰყოლია. იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქო და ცენტრალური ხელისუფლება უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე არ დატოვებს ჩვენ მიერ მომზადებულ სკანდალურ რეპორტაჟს მარტვილიდან. სიმართლის დასადგენად რამდენიმე დღის წინ გავემგზავრეთ მარტვილში, რომ შევხვედროდით მეუფე პეტრესგან დაზარალებულ ადამიანებს და მათგან მოგვესმინა სიმართლე, ჩვენ შევეცადეთ, მკითხველისთვის მიგვეწოდებინა მრავალჯერ გადამოწმებული ინფორმაცია და ამ ყველაფრის საქმის კურსში საპატრიარქოც ჩავაყენეთ. ხალხი შველას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი საპატრიარქო მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიას არ ჩამოაცილებს. 2008 წლის 13 თებერვალს „ალია ჰოლდინგის“ მთელ შემადგენლობას პატივი გვქონდა, უწმინდესს ვხლებოდით და მასთან ერთი საათის განმავლობაში გვესაუბრა. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა _ სიმართლე წერეთ... ვიცით, რომ პატრიარქი პრესას ყოველდღიურად ეცნობა, მათ შორის ყურადღებით კითხულობს გაზეთ „ალიას“ და ამ წერილში მოყვანილ ფაქტებსაც არ დატოვებს უყურადღებოდ. გთავაზობთ მარტვილიდან სკანდალურ რეპორტაჟს. 24 მაისს წვიმიან მარტვილს ვესტუმრეთ და იმ კონკრეტული ადამიანების მოძიება დავიწყეთ, ვინც თავს მეუფე პეტრესგან დაჩაგრულად გრძნობს. შევხვდით სოსო ბეჭვაიას, პროფესიით მასწავლებელს, რომელიც დათრგუნული ჩანდა და საუბარი თვალცრემლიანმა დაიწყო: _ ჩემმა ნათლულმა სპირიდონ ბეჭვაიამ დაამთავრა სასულიერო სკოლა და დადიანების სასახლის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დარჩა. ერთ დღესაც ნაცნობ-მეგობრებმა მიაკითხეს და თანაკლასელებთან ფოტო გადაუღია. სამი წელი ამ მონასტერში მსახურობდა, ძალიან წესიერი, ზრდილობიანი ახალგაზრდაა. როგორც ჩანს, სურათი ჩემი ნათლულის მეგობრებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს და მეუფეს უნახავს. ამის შემდეგ მეუფე პეტრემ ბავშვი გალახა, ახლა იგი ქარელის რაიონში, სოფელ კოდაშია და ტაძარში მსახურობს. რამდენიმე თვეა, მისი ცემის ფაქტის შესახებ გავიგე, ესეც სხვამ მითხრა და როცა ჩემი ნათლული მარტვილში ჩამოვიდა, ვკითხე, _ მართალია, მეუფე პეტრემ გცემა-თქო და ფაქტი დამიდასტურა. თურმე ნახევარი წელი ამ დარდს ატარებდა, ჩუმად იყო და დარდს გულში იკლავდა. ისიც გავიგე, რომ მეუფე პეტრეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსს მეუფე იობისთვის შეუთვლია, ჩემგან გაქცეული ხალხი არ მიიღო და არ შეიფაროო... _ კონკრეტულად ვინ გითხრათ ამ ცემის ფაქტის შესახებ? _ სპირიდონი ინახულა დადიანებში ბერმა შოთამ, რომელსაც მოუყვა, როგორ სცემა მეუფემ. სხვათა შორის, ბერი შოთაც გაიქცა. ახლა მთავარ ამბავს გეტყვით, ერთი ბიჭი მყავს, რამდენიმე წლის წინათ ბერი იყო, ღმერთი მწამს, უფალს შენდობას ვთხოვ, მაგრამ მას ვეუბნებოდი, შენ ისეთ ადგილას არ ხარ, რაზეც ფიქრობ, ჭყონდიდის ეპარქიაში არის მაფია-მეთქი. არ მიჯერებდა, ვიდრე ამ რეალობას თვითონ არ შეეჯახა, როცა მამა პეტრემ აიძულა, კაბა გაეხადა და სასულიერო ცხოვრება მიატოვა. ღვთისმშობლის შობის ტაძარში წინამძღვარი იყო მამა სერაფიმე, ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა. ბევრი რამ გააკეთა ხალხისთვის და ეკლესიისთვის, ბევრი იბრძოლა იმისთვისაც, რომ დადიანების სასახლე მიურატებს არ წაეღოთ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მამა სერაფიმემაც დატოვა აქაურობა და ამბობენ, რომ იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო. ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები დიდხანს ვერ ძლებენ, ვერ უძლებენ მეუფე პეტრეს ზეწოლას და გარბიან. რაც ჩემი თვალით არ მინახავს, იმას არ გეტყვით, მაგრამ აქ რომ ვითარებაა შექმნილი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გავმართავთ, თუკი საპატრიარქო ყურადღებას არ მოგვაქცევს. მოვითხოვთ მეუფე პეტრეს აქედან წასვლას. ჩემი შვილი რომ ტაძარში მსახურობდა, დავდიოდი კვირაობით წირვაზე და მთელი ტაძარი მრევლით იყო სავსე. ამ კვირას რომ მივედი, ტაძარი ცარიელი დამხვდა და გული დამწყდა. ხალხი აღარ მოდის, რადგან მეუფის არ სჯერათ, ზოგიც დაშინებული ჰყავს. გაურკვეველი ხალხი ჰყავს მოყვანილი, იერიშზე გადმოდიან. ვინც პატიოსანი და სათნო სასულიერო პირი იყო, აქ მსახურებას ვერ გაუძლო. მამა სერაფიმე წავიდა, ახლა ის სვეტიცხოველში მსახურობს, არადა, როგორც გითხარით, ყველაფერი იმის გაკეთებულია. მამა სპირიდონი თერჯოლაში გაიქცა, ასევე, მამა შალვაც. აქედან გაქცეულია მორჩილი ნიკოლოზი, რომელიც ბერობას აპირებდა. მან თქვა, აქ სიმშვიდისთვის მოვედი, მაგრამ ისეთ საშინელებებს ვხედავ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდიო. სოსო ბეჭვაია დაგვპირდა, რომ მისი ნათლული აუცილებლად მოგვცემს ინტერვიუს ცემის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც კი მოხერხდება სპირიდონ ბეჭვაიასთან შეხვედრა, „ალიას“ უახლოეს ნომერში აუცილებლად შემოგთავაზებთ მასთან ინტერვიუს. სოსო ბეჭვაიასთან ინტერვიუს შემდეგ, ჩვენ ვცადეთ მეუფე იობთან დაკავშირება და იმის გარკვევა, შეუთვალა თუ არა მეუფე პეტრემ, რომ მისგან წამოსული სასულიერო პირები არ მიეღო... სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება არ მოხერხდა, რადგან მის მობილურზე გვიპასუხეს, რომ დაკავებული იყო და ჩვენთან საუბარს ვერ შეძლებდა. „ალიამ“, ასევე, მოინახულა ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსული ის სასულიერო პირები, რომლებზეც საუბარია, ზოგიერთ მათგანს კი ტელეფონით დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ მათ ვერ გაუძლეს მეუფე პეტრეს ზეწოლას და იძულებული გახდნენ, ჭყონდიდის ეპარქია დაეტოვებინათ. მათი პირობა იყო ინკოგნიტოდ დარჩენა, ხოლო ეს ფაქტი დაგვიდასტურეს. ზოგიერთმა მათგანმა გვთხოვა, ნუ მოვიხსენიებდით, როგორც გაქცეულებს, ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენთან გულწრფელად თქვა, გული მტკივა, რომ დღეს მარტვილში არ ვმსახურობ, წამოსვლის გადაწყვეტილება ჩემი ნებით მივიღე, თუმცა მეუფე პეტრეს დავუფიქსირე ყველა ის პრეტენზია, რაც მის მიმართ მქონდა. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და სიმართლისთვის სხვა მეთოდები გაქვთ, მე კი სასულიერო პირი ვარ და ღვთის კანონებით ვმოქმედებ. მე რომ ისე ვიბრძოლო სიმართლისთვის, როგორც თქვენ, შეიძლება გავბრაზდე, მწყობრიდან გამოვიდე და ამით, ღმერთს დავცილდები. მე ვლოცულობ მეუფე პეტრესთვის და მჯერა, რომ გონს მოვა და მიხვდება საკუთარ გადაცდომებს, თქვენ კი ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლისთვის ბრძოლაშიო. დაახლოებით იგივე პასუხი მოვისმინეთ ჭყონდიდის ეპარქიიდან გაქცეული სხვა ნახსენები სასულიერო პირისგან: _ ჩვენი მეთოდები გვაქვს ურთიერთმხილების, ამიტომ შენდობას ვითხოვ, ასეთ საკითხებში არ ვერევი, ღვთისგან ბოძებული კანონებით უნდა ვიმოქმედოთ, ვერც თქვენ გაგრევთ ამ ცოდვაში. კითხვაზე, იყო თუ არა იგი ის სასულიერო პირი, ვისაც მამა პეტრემ კაბა შემოახია, ინკოგნიტოდ დარჩენილმა მღვდელმსახურმა მიპასუხა: მე არ ვარ ის, ვისაც კაბა შემოახია, წამოვედი სულ სხვა მიზეზით და არგუმენტით. ძალიან გთხოვთ, ნუ მალაპარაკებთ, ხალხში გადით და მათგან გაიგებთ, რა მდგომარეობაა. თქვენ ხართ ჟურნალისტი, თქვენ უნდა იბრძოლოთ სიმართლისთვის, თქვენი და ჩემი სიმართლისთვის ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ ყველა გზა უფლისკენ მიდის. უფალმა დაგლოცოთო... სოსო ბეჭვაიასთან საუბრისას შემოგვიერთდა სოფელ სალხინოს მკვიდრი, მან არ ისურვა ფოტოს გადაღება და საკუთარი ვინაობის გამხელა, თუმცა საკუთარი აზრი დააფიქსირა: _ მეუფე პეტრე არის ჩასაფრებული „ნაციონალი“, როლანდ ახალაიას რეგიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო „წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენი გადასცა პატრიარქმა. ამ ფაქტმა სამეგრელო შოკში ჩააგდო. თუმცა ხალხი იმასაც ამბობდა, ეგება უფალმა გადმოხედოს და ჭკუაზე მოიყვანოს და შეწყვიტოს ის სისხლისღვრა, რაც არა მარტო სამეგრელოს მოუვლინა მან და მისმა გვარმა, არამედ მთელ საქართველოსო. ახალაიას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მეუფე პეტრესთან და სწორედ მას მიაწერენ ახალაიასთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოს გადაცემასაც. ცნობილი ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს კედელზე ხატების გვერდით სააკაშვილის სურათი ეკიდა, ამის ფოტომასალაც არსებობს. ახალაიებმა მეუფისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში რომ შეხვალთ, იქ დგას ეტლი, რომელშიც 60 ათასი ევრო გადაიხადეს. გადაიღეთ ფოტო და აჩვენეთ ხალხს, მარტვილი სულს ღაფავს, ხალხს შია, მეუფე კი განცხრომით ცხოვრობს. როცა საპატიო სტუმრები ჩამოსდის, ამ ძვირად ღირებულ ეტლში ცხენებს შეაბამს და ასე ასეირნებს. აბაშაში ძვირად ღირებული ცხენსაშენი აქვს, უყვარს ფუფუნებაში ცხოვრება. გახსოვთ, ალბათ, 35 ძვირად ღირებული მანქანა ეპარქიებს დაურიგეს „ნაციონალებმა“ მათი შეხედულებისამებრ, ერთ-ერთი მათგანი იყო მეუფე პეტრე, რომელიც ახალაიებმა ძვირად ღირებული ჯიპით დაასაჩუქრეს. ამ რეგიონის მმართველ ორგანოში თანამდებობაზე რომ მოხვდე, დაკავშირებული უნდა იყო მეუფე პეტრესთან, რომელიც არის ახალაიებისა და სანდრა რულოვსის მოძღვარი. განსაკუთრებით სახიფათოა გაბრაზებული მიტროპოლიტი, თუ მის საწინააღმდეგო აზრს ვინმე დააფიქსირებს, უფლის სახელით ყველას ჯოჯოხეთში „უშვებს“. როცა მრევლი ეკითხება მეუფეს, რატომ იწყევლებით, ჯოჯოხეთში მოხვედრა ხომ თქვენი გადასაწყვეტი არ არისო, ამაზე მეუფე პეტრე უფრო მეტად აგრძელებს ხალხის შეურაცხყოფას და ამიტომაც არის, რომ მრევლი შიშით აღარ დადის ტაძრებში. ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ: წლების წინათ „ნაცმოძრაობის“ ზენიტში ყოფნის დროს, თქვენი გაზეთი მეუფე პეტრეს ამხელდა და მასზე მწვავე პუბლიკაციებს აქვეყნებდა, ჭყონდიდში მამა გოჩა (ცაავა) მრევლს მოუწოდებდა, არავითარ შემთხვევაში „ალია“ არ წაიკითხოთ, ეს არის ის გაზეთი, რომელიც „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ლანძღავსო. ცოტაც და ამდენი უსამართლობის გამო, ხალხი ჭკუიდან გადავა. მარტვილში მამათა მონასტერი 12-მა ბერმა და მღვდელმა დატოვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მათ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ავალებდა, ხალხს პირდაპირ უქადაგეთ, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაუჭირონ მხარიო. ვიდრე ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდებოდა, მეუფისთვის პირდაპირ წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას საბოლოოდ ნიღაბი ჩამოეხსნა, სასულიერო პირებმა სალხინოს მამათა მონასტერი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მეუფე პეტრეს გაეცალნენ. სხვათა შორის, იმ 12 სასულიერო პირიდან, რომლებიც ეპარქიიდან წავიდნენ, ერთ-ერთი მარტვილელი მოძღვარი, მამა გოჩა ცაავა იყო. მათი წასვლა უკავშირდება მეუფე პეტრეს მიერ სააკაშვილის ზონდერების გამოძახებისა და ურჩი სასულიერო პირების ძალით დამორჩილების შესაძლო მოლოდინს, რადგან ცნობილია, ერთმა მაღალმა იერარქმა, იმისთვის, რომ განდგომილი ხელქვეითები დაემორჩილებინა, დახმარებისთვის სპეცრაზმს მიმართა და სპეცრაზმელებმაც უყოყმანოდ აღასრულეს უბინძურესი მისია, _ მღვდლები და ბერები სასტიკად სცემეს!.. განდგომილი და მთაში გადახვეწილი ბერების ნაწილი პატრიარქთან აპირებდნენ შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის უცნობია, მოხერხდა თუ არა ეს შეხვედრა. ჭყონდიდის ეპარქია იცლება, ამას ბევრი წყარო ადასტურებს. სიმართლის დადგენა მხოლოდ პატრიარქს შეუძლია, ვიმედოვნებთ, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსულ სასულიერო პირებს შეხვდება და თავად დაადგენს მათი წამოსვლის მიზეზებს. მათი მცირე ჩამონათვალი ხელთ გვაქვს, ესენი არიან: მამა სერაფიმე, მამა ილია, მამა ნიკოლოზი, მამა იოაკიმე, მამა გრიგოლი, მამა სპირიდონი... ერთ-ერთმა სასულიერო პირმა „ალიასთან“ საუბარში ისიც კი გაგვიმხილა, რომ პატრიარქს ორჯერ ჰქონდა მცდელობა მეუფე პეტრეს ეპარქიიდან ჩამოცილების, მაგრამ, როცა ეს ამბავი შეიტყო, სასტიკად უსაყვედურა ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, ჩემზე ცრუ ინფორმაციები პატრიარქთან შენ შეგაქვსო. მეუფე პეტრე არ არის მარტივი პიროვნება, ის საკმაოდ ჭკვიანი, კომუნიკაბელური და ძალაუფლების მოყვარულია, როცა პრობლემა აქვს, ღამეები არ სძინავს და გამოსავალზე ფიქრობს. ასე იყო მაშინაც, როცა პატრიარქთან შეიქმნა პრობლემები, ცუდად გახდა, ღამეები არ ეძინა გამოსავლის ძიებაში, რათა თავი გადაერჩინა. სხვათა შორის მისი ლექტორებისგან გამიგია, რომ მეუფე პეტრე ისეთია, თავი რომ მოაჭრა, ტანით ილაპარაკებსო. მას პიარი საკუთარ თავზე კარგად გამოსდის და ძალიან ქარიზმატულია, ლაპარაკში ვერ მოუგებ და შავზე დაგიმტკიცებს, რომ თეთრია. მისი ჩამოცილება ჭყონდიდის ეპარქიიდან, იოლი საქმე არ გეგონოთ. უნდა ვილოცოთ, რომ გონება გაეხსნას და საკუთარი შეცდომები აღიაროს, ამ ხალხსაც ეშველოს და ეპარქიასაც. „ალიას“ კითხვაზე, რატომ ეძახიან მეუფე პეტრეს „შპს პეტრეს“, „დონ პეტრეს“, სასულიერო პირმა ჩაიცინა და თქვა, _ აბა, რა გითხრათ, ბიზნესის ნიჭი აქვს... ის, ალბათ, უფრო კარგი ბიზნესმენი დადგებოდა, ვიდგე მეუფეა. ძალიან ბევრი ბიზნესი ჰქონია _ ხრეშის კარიერები, ვენახები... წყალი „მარტვილი“ მისი ბიზნესია. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ცხონებული ნაული ჯანაშიას წლისთავის სუფრაზე მეუფე პეტრეს წყალი „სნო“ რომ დაუნახავს, ამჟამად ბიზნესმენ ალიკა ახვლედიანისთვის სახეში წყალი შეუსხამს, „სნოს“ აქ რა უნდა, სუფრაზე „მარტვილის“ წყალი რატომ არ დევსო (იღიმის). ალბათ, ამიტომ მირეკავდა ალიკა ახვლედიანი, რომ ეს ამბავი უნდა მოეყოლა, მე ნუ მალაპარაკებთ... „ალია“ ფაქტის გადასამოწმებლად ბიზნესმენ ალიკა ახვლედიანს დაუკავშირდა _ ადგილი ჰქონდა თუ არა მსგავს ინციდენტს მეუფე პეტრეს მხრიდან. _ გამარჯობა, ბატონო ალიკა, არ მიცნობთ, მაგრამ დღეიდან გამიცნობთ. მარტვილში გახლდით საკმაოდ სკანდალური რეპორტაჟის მოსამზადებლად, რამდენიმე ადამიანმა დამიდასტურა ფაქტი, რომ რაული ჯანაშიას წლისთავზე მეუფე პეტრემ სახეში წყალი შეგასხათ, სუფრაზე რატომ დევს „სნო“ და არა წყალი „მარტვილიო“. ადასტურებთ ამ ფაქტს? _ (პაუზა) ვინ გითხრათ ამის შესახებ?.. როგორ გითხრათ... ძალიან გთხოვთ, ნუ მალაპარაკებთ ამ თემაზე. დუმილის უფლებით ვისარგებლებ. ალიკა ახვლედიანმა არ უარყო, რომ მეუფე პეტრეს მხრიდან მისთვის წყლის შესხმის ინციდენტს ადგილი ჰქონდა. მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვან სტრუქტურებთან და გავლენიანი ადამიანების აღსარება პირდაპირ გადაეცემოდათ ახალაიებს. ეს ფაქტი რომ გაბუქებულად არ ჩათვალოთ, ერთ-ერთ ცნობილ გავლენიან ბიზნესმენს დავუკავშირდით და თუ საჭირო გახდება, ის ადამიანი ღიად იტყვის, რასაც ახლა წაიკითხავთ: მეუფე პეტრესთან მივედი, შესანიშნავი შესახედაობის კაცია, ამავე დროს კომუნიკაბელურიც, გადავწყვიტე, ჩემი გაჭირვების შესახებ მომეყოლა, რა უბედურებაც ჩემს თავს ტრიალებდა, ავდექი და გვარებით და სახელებით მოვუყევი, ვინ მებრძოდა, ვინ ახდენდა ჩემზე ზეწოლას, ვინ მართმევდა ქონებას, მან ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. მერე შევიტყვე, რომ ახალაიების სულიერი მოძღვარი და უახლოესი მეგობარი ყოფილა, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთან მიჰქონდა. თავში ხელში შემოვირტყი, მაგრამ უკვე გვიანი იყო... მარტვილში ისიც მითხრეს, რომ ერისკაცობის დროს პაატა ცაავას (მეუფე პეტრეს) პოლიტიკოსობა ნდომებია, თუმცა მარცხი განიცადა, იმედი გაუცრუვდა და ხელი ჩაიქნია. თუმცა, როგორც ხედავთ, მშვენივრად ახერხებს, იყოს მეუფე და მართოს პოლიტიკური პროცესები, ოღონდ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. მეტიც, ის ღია დამცველია ახალაიების, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს მეუფე პეტრემ დაურეკა და მოსთხოვა, შეეწყვიტა ახალაიების კრიტიკა. ამ პოლიტიკოსმა კი არც აცია და არც აცხელა და უთხრა, _ თქვენი საქმე არ არის პოლიტიკა და ნუ ჩაყოფთ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმებათო. ალბათ, ამ ტექსტის ავტორს ამოიცნობს მეუფე პეტრე და არ იტყვის, რომ ცილისწამებაა. სხვათა შორის, იმ პოლიტიკურ ლიდერს ისევ ის ნომერი აქვს, რა ნომერზეც მაშინ დაურეკა. მარტვილის მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ მეუფე პეტრე ხშირად მიემგზავრება ხოლმე კიევში, თურქეთში, სადაც ნახულობს თავის სულიერ შვილს _ მიხეილ სააკაშვილს, ამხნევებს და ინსტრუქტაჟსაც იღებსო. 2013 წელს მეუფე პეტრე თურქეთში დათა ახალაიას ესტუმრა, ანაკლიაში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის მთავარი კოორდინატორი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე ყოფილა და ამ ღონისძიების დეტალების შესათანხმებლად მოუნახულებია დათა ახალაია. იქ მისული 2000-მდე ადამიანი მოტყუებული დარჩა, რადგან ისინი ელოდნენ კონცერტს და შერჩათ ბაჩო ახალაიას გმირად შერაცხვის ცერემონია. უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად ამფითეატრი დატოვა და ამ კონკრეტულ ფაქტსაც რამდენიმე მოწმე ჰყავს. ბუნებრივია, დაინტერესდებით, რას ფიქრობს მეუფე პეტრე დღევანდელ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილზე. ხმები დადის, რომ მეუფე პეტრე ხალხს ეუბნება, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცოტა დრო დარჩა ხელისუფლებაში, მალე „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო. ბიძინა ივანიშვილს კი „მოქალაქეს“ ეძახის. სალხინოში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილს სტუმრად ელოდნენ, მეუფე პეტრეს ირონიულად ჩაუცინია და უთქვამს _ გაემზადეთ, „მოქალაქე“ მოდისო... თუმცა ივანიშვილი იქ არ ჩასულა. მეუფე პეტრეს ივანიშვილთან ცხოველების სიყვარული აკავშირებს. მეუფეს დადიანების სასახლეში გალიაში გამომწყვდეული დათვი ჰყოლია, რომელსაც ოთხი ადამიანი დაუგლეჯია. მას შემდეგ, რაც 13 წლის დიმა კაკულია დათვმა დაგლიჯა, მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პატარა დიმა მეუფე პეტრეს დათვის მეოთხე მსხვერპლი იყო. 75 წლის პატიკო გულორდავამ ბრალი დასდო მეუფე პეტრეს: მისმა დათვმა ჩემი შვილიშვილი დაგლიჯა, მას კი არც ბავშვი მოუნახულებია და არც ფინანსურად დაგვხმარებიაო. ჩვენ დავინტერესდით, ჰყავდა თუ არა ისევ გამოკეტილი მეუფეს დათვი დადიანების სასახლეში, გვითხრეს, რომ ამ საშინელების შემდეგ დათვი აღარავის უნახავს. ეს ფაქტი 2014 წელს მოხდა. ეს გახლავთ ყველაზე მსუბუქი ნაწილი ჩვენი რეპორტაჟიდან, მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც გაცილებით მწვავეა. ამასთანავე, „ალია“ დაუკავშირდა მეუფე პეტრეს და მის ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომ „ალიასთან“ კავშირი გაწყვეტილი აქვთ და კონტაქტი არ სურთ. მეუფეს ტელეფონზე გავუგზავნეთ სმს-შეტყობინება: „მეუფე პეტრე, გწერთ „ალიას“ ჟურნალისტი, ვამზადებთ სტატიას, თქვენს წინააღმდეგ ბევრი ბრალდებაა. ვთვლი, რომ თქვენც გაქვთ თქვენი სიმართლე და თუკი გადაწყვეტთ, ინტერვიუ მომცეთ, დამიკავშირდით...“ რამდენიმე წუთში მიკავშირდება მარტვილის წმინდა ნინოს წინამძღვარი, იღუმენია დედა თამარი: _ მეუფის კურთხევით გირეკავთ, თავად დაკავებული ბრძანდება. დღეს ჩვენთან, ეპარქიაში დიპლომატიური კორპუსია სტუმრად. მეუფეს ტელეფონზე სმს-გზავნილი მოვიდა და მაინტერესებს, რა ბრალდებებია, იქნებ ჩამაწერინოთ და შევეცდებით, პასუხი გაგცეთ... დედა თამარს მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული ბრალდებების შესახებ, დაახლოებით 20 წუთში ის დაგვიკავშირდა: „მოვახერხე, მიმეწოდებინა მეუფისთვის თქვენ მიერ მოწოდებული საკითხები. მეუფე, როგორც ყოველთვის, მდუმარებითა და მოთმინებით ხვდება თქვენს მორიგ ცილისწამებას. ღმერთმა შეგინდოთ და გიშველოთ...“ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, მეუფე დაარღვევს მდუმარებას და მოგვცემს ინტერვიუს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რაც ამ სტატიაშია და რასაც შემდგომში შემოგთავაზებთ. წყარო: ალია
This post has been edited by უძინარი on 27 Feb 2017, 02:54
--------------------
ნაცმო უნდა აიკრძალოს და გაქრეს პოლიტიკიდან
|