t-90პორტუგალიის მაგალითზე რას იტყვი?
ნანახი გაქვს სტატისტიკა?
რა იყო დეკრიმინალიზაციამდე და რა მოხდა მერე??
რაც თავი მახსოვს სასტიკი მოწინააღმდეგე ხარ ყველანაირი დეკრიმინალიზაციის
მაგრამ მე მესმის შენი
ზუსტად ეგრე ვიყავი 2-3 წლის წინ, "ყველანი ციხეში"-სნაირი პათოსი მქონდა

მაგრამ ერთადერთხელ მოხდა, ავდექი და გავსინჯე და ცოტა ხნის მერე რომ გავაანალიზე, ნამდვილად არ ვიყავი მაგის გულისთვის დასაჭერი და არც რაიმე გამოსასწორებელი ზემოქმედება იყო საჭირო
არ გაქვს გასინჯული დარწმუნებული ვარ, არც სურვილი გაქვს (როგორც მე თავის დროზე) და ამ შეუცნობად რაღაცას ებრძვი გამწარებული
ან პროსტა ამოჩემებული გაქვს ისე
შეურაცხყოფად არ მიიღო, მართლა მაინტერესებს, რომელია ამ ორიდან?

მე ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ, დედაჩემის და ბებიაჩემის გარდა, ყველას გასინჯული აქვს ერთხელ მაინც, ან მუდმივად ეწევა
99 % და მაინც მუშაობს კერძო სექტორში, საჯაროში, არასამთავრობოებში და სხვათაშორის სამართალდამცავ სტრუქტურებშიც
ისეთივე ადგილი უკავია მოწევას მათ ცხოვრებაში, როგორც დალევას, ქეიფს და "ქალებში სიარულს" და აკეთებენ თავიანთ საქმეს, ასე თუ ისე
ჩემი აზრით ჩემთვის გულის ამრევი ზუსტად ეს პირსახოც-შემოხვეული საუნებში ნადეჟდებთან სირბილია, მაგრამ "დავიჭიროთ, სამსახურის უფლება ჩამოვართვათ, მაგის ლეგალიზების მომხრე ხალხს 5 % მოვუმატოთ თქო ვიძახი?"

მკიდია, ვისაც უნდა იაროს, და ნუ დაიჭერენ, და ნურც ნურაფერი რა
ეხლა აქ კონტრ-არგუმენტს მომიყვან, რომ პირსახოცით სირბილი სხვის ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხესო
კი ბატონო, მაგრამ მოწეული როგორც უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას (პასიურ წევას არ ვგულისხმობ, მანქანის ტარებას და ა.შ) უარესად დალევა უქმნის საფრთხეს, მაგრამ მთვრალზე მანქანით მოედანზე 40 კაცი რომ გადაჭყლიტო, ალბათ ადვილად გამოძვრები ვიდრე ჯიბეში 1 სპიჩკა მოსაწევი რომ გიპოვონ, ამაზე მითხრეს შეიცვალა კანონიო მაგრამ რეავიცი, რეავიცი

ჩემი შვილი დაიწყებს მოწევას 13 წლის ასაკში?
კანონის ბრალი კი არ იქნება, ჩემი ბრალი იქნება
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ რა
26 წლის ვარ და დედაჩემმა ისე გამზარდა, არც სიგარეტისკენ გამიხედავს, არც მოსაწევისკენ და არც გასაჩხერისკენ 18 წლამდე და გაითვალისწინე, რომ დედაჩემი მწეველია და 2 კოლოფზე მეტს ეწევა
სიგარეტი 23 წლის ასაკში გავსინჯე და 8 თვეში გადავაგდე, მოსაწევი ვაბშე 1 წლის წინ და აღარც მომიწევია, და მარტო იმიტომ არ ვეწევი, რომ სამსახურში შემოწმების საშიშროებაა სულ და მაგის გამო სამსახურს დავკარგავ, არადა 75 თანამშრომელი მყავს და ჩამოიარე სათითაოდ და კითხე ჩემზე რა აზრის არიან და თუ ვიქნები იმის გამო სამსახურიდან გაგდების ღირსი, რომ ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად მოვწიე და 3 კვირაში ანალიზში ამომიგდო, იმ დღესვე წამოვალ სამსახურიდან და მშიერი დავრჩები
13 წლის ბავშვი მოსაწევს რომ ეწევა, ვაბშე არაა კანონმდებლობის ბრალი
მშობლის ან მისი გარემოს ბრალია, ეს უკანასკნელი კიდე თუ არ უვარგა, მშობლის ვალდებულებაა რომ შეამჩნიოს და გამოუცვალოს
ყველაფერს კანონს, პოლიციას და რაღაც გარეშე ძალებს ნუ ვატენით
და იმას ამტკიცებ, რომ ლეგალიზებული თუ იქნება ბავშვი რომელსაც მოწევა უნდა, უფრო მოწევს ვიდრე ეხლა??
ჩემი 3 კლასელი მეოთხე კლასიდან ეწევა და ესე იყო ჩემ თაობაში, მეოთხე კლასიდან თუ არა სკოლის ბოლოს ყველგან ჩითავდა მოსაწევი, ყველასთან და ყველგან
This post has been edited by San1 on 28 Feb 2017, 19:07
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII