2004-დან მოყოლებული კლებადია... რა გინდა ჩემგან?
ვერ გავიგე... ჩვენ არ გვინდა პასუხი ვაგოთ თუ ცუდი ეფექტი იქნება... ამას ამბობ ხო? და თქვენ გინდათ პასუხი აგოთ თუ კარგ ეფექტზე გვათქმევინებთ უარს? ხო ხედავ რო ტრაკში ვცხოვრობთ? ხოდა ზრდის ერთ-ერთ საშუალებას რატომ აბრკოლებ? შეამჩნევდი და მოწევის გამო არ ვწერ ამდენს..
ახლა კიდე შენი დადებული რეპორტიდან 3 სლაიდი (https://assets-sites.trimbos.nl/docs/01fa8c13-8cc9-4ddc-a0c2-b2abbe45da26.pdf)
გვერდებიც დატოვებული მაქ რომ გადამოწმება შეძლო (ვგონებ, არ მენდობი)

Recent Use - სტაბილურია, ხოლო ალკოჰოლი-თამბაქოში მცირე შემცირებაა... აბა ზრდა?
შედარება საერთაშორისო საშუალოსთან - ძირითადად საშუალოა. Opiates და ამფეტამინი საშუალოზე დაბალია, ხოლო ექსტაზი საშუალოზე მაღალია (ექსტაზის ზრდას ებრძვი?)... სადაა მძიმე ნარკოტიკების ზრდა?
12-28 წლებში მარიხუანას, ექსტაზის, ამფეტამინის, ალკოჰოლის, თამბაქოსა და კოკაინის კლებადი ტენდენციაა.. დანარჩენ 2-ში სტაბილურადაა... ხოდა სადაა ზრდა??
მსოფლიოსთან შედარებით, ცოტათი მეტი აქვთ საშუალოზე მარიხუანას მოხმარება 15-16 წლის ასაკში (ჩვენ ახლა ბევრად მაღალი გვექნება), სხვა მხრივ მარტო ალკოჰოლია გამორჩეული..
დამოკიდებულება:
მარიხუანა - 29 000
ალკოჰოლი - 1 400 000
თამბაქო - 1 000 000
სად არის აქ მარიხუანას დამანგრეველი ეფექტები?! სხვაგანაა ხო აშკარად პრობლემა?
პაციენტების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა... 16 მილიონიან ქვეყანაში 14 000 ადამიანი მკურნალობს მარიხუანას გამო! პრობლემაა? მაგის ზრდა ჩვენთან კარგი რომ არის გითხარი უკვე... არ უნდა ეშინოდეს კაცს ექიმთან მისვლა..

სიკვდილიანოება ყველაზე საინტერესოა:
მარიხუანა - 0
კოკაინი - 30
Opiates - 52
ექსტაზი - <5 (5-ზე ნაკლები!)
ალკოჰოლი - 1700!!!
თამბაქო - 19 000!!!
და შენ ებრძვი მარიხუანას... შენი წყარო..

ესეც კრიმინალის ტენდენციები...
2009-ში სულ 203 გამოძიება იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულზე... და მთლიანობაში რაოდენობა არის შემცირებული!
მძიმე ნარკოტიკებზე გამოძებები არის შემცირებული! ხო ამტკიცებ მძიმე ნარკოტიკების მოხმარება გაიზრდებაო, ხოდა შენივე წყაროში საპირისპირო ინფოა... აღიარე რა..
კი, მსუბუქ ნარკოტიკებზე გაიზარდა, მაგრამ აქ არ ჩანს რა სახის დანაშაულები...
მძიმე ნარკოტიკებზე სულ შემცირების ტენდენციაა ამ სტატისტიკის მიხედვით (რომელიც შენ გამომიგზავნე)...
თუ რამე სხვა წერია კიდე იმ რეპორტში, მაშინ დადე... ვნახე მე ესენი, შენ თუ სხვა რამეს ხედავ, დადე, როგორც მე დავდე.. თუ რამე გადავალ და წავიკითხავ კარგად რა წერია...
მარიხუანას დამოკიდებულებაზე მკურნალობს ქვეყნის 0.09%!!! ანუ საქართველოს მოსახლეობაზე რომ გადმოვიანგარიშოთ არის 3 200 კაცი... This post has been edited by Nickboy on 28 Feb 2017, 00:05