არაა ეგ დარეგისტრირებული და...

აგერ, ბატონო, საქპატენტის მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები:
http://sakpatenti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=133 ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისთვის საჭიროა მთელი რიგი პროცედურების გავლა.
ესაა ამონარიდი შესაბამისი კანონიდან:
მუხლი 7. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე1. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე ”საქპატენტში“ შეაქვს განმცხადებელს.
2. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას.
3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
4. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
გ) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას;
დ) იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
ე) საქონლისა და მისი ნედლეულის აღწერას ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური ან/და ორგანოლეპტიკური და სხვა მახასიათებლების ჩვენებით;
ვ) საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ გეოგრაფიული საქონლის წარმოშობას;
თ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში;
ი) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან; კ) განაცხადზე ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;
ლ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს;
მ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ”ე“, ”ვ“, ”თ“ და ”ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და მონაცემები მომზადებული და დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სრულად:
http://www.sakpatenti.org.ge/print.php?sec...GEO&info_id=168 This post has been edited by ფორცხოლი on 5 Mar 2017, 22:10
. .