ინფლაცია საქართველოში, 2017 წლის სექტემბერი 2017 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,2 პროცენტი შეადგინა.
http://geostat.ge/cms/site_images/_files/g...09.2017_Geo.pdfშსს: 2017 წლის სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობა 21 პროცენტით გაიზარდასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში 763 729 ვიზიტორი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20,9 პროცენტით აღემატება.
უწყების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში 5 822 835 ვიზიტორი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,2 პროცენტით მეტია. წელს ტურისტული ვიზიტით საქართველოში 2 783 594 პირი იყო, რაც 2016 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემს 28,8 პროცენტით აღემატება.
2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) იყო.
როგორც შსს-ში ამბობენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც.
ვიზიტორები გაიზარდა:
დიდი ბრიტანეთი - 33 პროცენტი;
გერმანია - 32 პროცენტი;
საფრანგეთი - 29 პროცენტი;
პოლონეთი - 21 პროცენტი;
ლიტვა - 18 პროცენტი;
იტალია - 16 პროცენტი;
ისრაელი - 35 პროცენტი;
ყაზახეთი - 17 პროცენტი;
უზბეკეთი - 93 პროცენტი;
ბელორუსია - 30 პროცენტი;
აშშ - 26 პროცენტი.
http://go.on.ge/h7n