გალარებულია სულ მემოგნი 30 მილიონი დოლარი, სულ რომ 10% აიღო დოლარის სესხზე პროცენტი და 5 წელი საშუალო ვადა, ამ თანხაზე უწევდა თვეში 630 ათასი დოლარი და ამას რომ აღარ ყიდულობს ხალხი ამიტომ მყარდება?

ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთდროულად დადებით, მაგრამ ეგ საყიდელი დოლარები ყველაზე მიზერულია.
ყველაზე მნიშვნელოვანებია:
თურქეთში დასტაბილურებული სიტუაცია და გამყარებული ლირა, დეკემებრთან შედარებით
ასევე აქციზების გამო შემცირებული იმპორტი, იანვარშიც კლება იყო ამ მხირვ და თებერვალში კიდევ მეტი იქნება იაპონიის იმპორტი ავტომობილების შეწყდა ფაქტიურად
პლიუს ტურისტების ზრდაა დაიდო კარგი 20%-მდე
პლიუს გზავნილების გამოსწორება შეინიშნება იქაც 20%-ზე მეტი ზრდა იყო
პლიუს ლარიზაციის და ამ ბევრი ცვლილებების გამო გაურკვევლობამ და ცუდმა მოლოდინები და შიშებმა ცოტა გადაიარა და გამოჩნდა რომ კატასტროფა არ ხდება
კიდევ დეკემბერში ცდილობდა ყველა მოესწრო ბენზინის ყიდვაც და თამბქოსი და რამე და ამაზეც ზომაზე მეტი ზრდა იყო იმპორტის
კიდევ ის რომ მოგების გადასახადის გაუქმებით და სანაცვლოდ აქციზით ფაქტირუად გამოვიდა რომ ბიუჯეტში რაც კვარტლურად შედიოდა ახლა ყოველთვე თანაბრად შედის, ანუ მარტში მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში შესასვლელი ფულის დიდი ნაწილი იანვარ-თებერვალში აქციზიდან შევიდა, რაც ჯერ არ დახარჯულა და ფაქტიურად ფულის ამოღება ჩანს
პლიუს დეკემბერში ზედმეტად გაუფასურებულმა ლარმაც ზედმეტად დააგდო მოთხოვნა და მოხმარება იანვარ-თებერვალში
პლიუს უკვე გადავიდა ყველაზე მძიმე პერიოდი ზამთრის თვეები რაც ჯერ კიდევ ეძიკადან მოყოლებული ჩვენ ეკონომიკისთვის მკვდარი პერიოდია და ყველაზე მეტად გვიჭირს
პლიუს რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა სებ-მა, დოლარში ვეღარ იღებს ხალხი სესხს ლარის პროცენტები ისედაც ძვირდებოდა ლარიზაციით და ამას კიდევ ეს დაემატა და გამოვიდა რომ სამომხმარებლო სესხებიც და შესაბამისად იქიდან მოხმარებაც შემცირდა
პლიუს ამ გალარებით ეროვნული რეალურად დოლარს ყიდის აუქციონზე ცოტაა მაგრამ მაინც, ბანკებს დოლარი მიაწოდა დამატებით
კიდევ ექსპორტიც გაიზარდა იანვარ-თებერვალში თან მნიშვნელოვნად, რამდენიმე ფოლადზე მოთხოვნა გაიზარდაო და ფერო ამუშავდა
პლიუს დოლარმაც ცოტა დათმო პოზიციები მსოფლიოშიც, დეკემბერში უფრო დიდი მოლოდინები ჰქონდათ ევროს გაუტოლდება ან ჩამოსცდება დაჟეო, და ახლა მიხვდნენ რომ ტრამპსაც არ აწყობს მყარი დოლარი
ამას დაუმატე გუშინ იანვარში ისეთი მონაცემი დაიდო ხალხს და ბაზარს იმედები გაუჩნდა იანვარში კარგი ზრდა დაიდო გვეშველაო
ამას ყველაფერს უკვე საწინააღმდეგო შოკი დაუმატე რომ დეკემბერში რომ ხალხი დოლარს იმარაგებდა ახლა უკან წამოვიდაო და პანიკურად ყველა ყიდის და მივიღეთ ის რასაც ვხედავთ
ბევრი პლიუს ერთად დაგროვდა და რომ არ გამყარებულიყო ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, მომავალში რა იქნება ხუი ევო ზნაეტ. განსაკუთრებული კატასტროფა წესით აღარ უნდა მოხდეს და დიდ ვარდნას მე პირადად აღარ ველოდები, ყოველ შემთხვევაში შემდეგ ზამთრამდე და მერე ვნახოთ რა მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენ და სხვები
This post has been edited by levan666 on 1 Mar 2017, 20:02
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!