2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 13.3 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში 3.5 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 3.3 პროცენტით ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1.0 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი (826.8 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 271.8 მლნ აშშ დოლარი (678.3 მლნ ლარი) შეადგინ1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori===================
გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა.
პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვარს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო დამატებული ხარჯებისგან, მათ შორის წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.
=======================
აქ მნისვნელოვანია:
საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი (826.8 მლნ ლარი) შეადგინა.
=======================
დასკვნა:
1. ზოგადად, პერსპექტივაში, მოსალოდნელია ლარის შემდგომი ნელი ტემპით გაუფასურება. (არ ჩანს ინვესტიციები)
2. ლარის გამყარება გაგრძელდება აღდგომის დადგომამდე, ამ დროს მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის გადმორიცხვა.
This post has been edited by bridgestone on 31 Mar 2017, 20:32