#50057426 · 3 Mar 2017, 15:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზემომოტანილი ტექსტი წარმოადგენს მრავალთაგან კიდევ ერთ მაგალითს, საქ. საპატრიარქოში როგორი დაუნდობელი, მონური სისტემაა შექმნილი; რომელიც სოფლის მღვდელსაც მისწვდება, თუკი დროულად არ ,,მოანანიებინებს“ გავლენიან მმართველებზე საკუთარი აზრის გამოთქმის მცდელობას... ერთ-ერთი ვებ-გვერდის კომენტარის მიხედვით, ეს მოძღვარი, ილია ჯანიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე, თავისი კომენტარის ბოლოს, წერდა:
QUOTE | ,,შესაძლოა ამ პოსტის შემდეგ პრობლემები შემექმნას, მაგრამ მართლა ჯობია სიმართლისთვის დავისაჯო" |
გახმაურებისა და გამოხმაურების შემდეგ, ავტორმა თავისი ,,სტატუსი“ წაშალა და ახლა წერს:
QUOTE | «,,ტაბულას“ თავის გვერდზე ჩემს დაუკითხავად დაუდია ჩემი სურათი და პოსტი თავიაანთეული ჩამატებით» |
წესით, გუშინდელი კომენტარი არ უნდა წაეშალა და მკითხველისთვის უნდა დაეტოვებინა საშუალება, თავად გადაემოწმებინა, რა ჩაუმატეს მის ნაწერში და რა არა; ან საერთოდ, ჩაუმატეს თუ არა... მისი დღევანდელი, ,,თვითრედაქტირებული“ ,,პოსტი“ კი წარმოადგენს ფარისევლობის, პირფერობის, სიმხდალისა და სიცრუის გულისამრევ ნიმუშს, რაც განკითხვის ნაცვლად სიბრალულს იწვევს და რომლისგანაც კომენტარს გავაკეთებ ერთზე:
QUOTE | მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ორმოც წლიანი პატრიარქობა. ეს მიენიჭა დიდებულ მოსეს და ჩვენს უწმინდესს. |
_ დიახ, ისტორიას არ ახსოვს საკუთარი ქვეყნის დამაქცევართაგან შემდგარი რამდენიმე სისხლიანი ,,მთავრობისადმი“ პატრიარქების მორჩილება და მსახურება, რომლითაც შეინარჩუნა, კიდეც, მან ტახტი (და არა ღვთით).
სხვა ,,თემაში“, ერთი დიაკონი წერდა, 40 ლ. მაქვს ხელფასიო. დავუწერე, რომ ჯერ იმასაც დაჰკარგავდა და შემდეგ, თუ არ ,,მოინანიებდა“, _ საეკლ. წოდებასაც, თუკი საქ. ეკლესიაზე სიმართლეს საჯაროდ იტყოდა. ამაზე _ არც მეტი, არც ნაკლები _ ასე მიპასუხა: ,,კაი რა“.
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 3 Mar 2017, 15:16
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|