თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის სარჩელზე - მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა სტრასბურგის სასამართლოშიიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას იმ კორესპონდენციის შინაარსი გააცნო, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოდან მიიღო.
„როგორც ამ კორესპონდენციიდან ირკვევა და როგორც გუშინ იყო დაანონსებული, დღეს რუსთავი 2-მა, როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი პროცედურების დაცვით და რუსთავი 2-მა რა თქმა უნდა მეორე მხარედ, ანუ მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა.
რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოადგენილია ადვოკატი ქალბატონი მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტრასბურგის სასამართლო. რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი:
პირველი, საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას; რომ აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას, დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა; და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას, არ შეცვალოს მენეჯმენტი, ან ბორდი ამ კომპანიაში.
რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადება, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის EPP-ის წევრების, გუშინდელი აშშ-ის საელჩოს განცხადება, ჩვენ შიგნით, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნის ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შეიძლებოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას მოჰყოლოდა. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ.
სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ რომლის გვარი (პროცედურა ასეთია) არის უცნობი და ისე, რომ ჩვენ მეორე მხარემ მოპასუხე მხარედ დასახელებული არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რამე ინფორმაცია გამოთხოვილი დღის განმავლობაში არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ მიმდინარე წლის 8 მარტამდე, მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწყვევდა კომპანიის, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.
ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მას ამ მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი.
ესაა სულ რაც მე დღეს შემიძლია გითხრათ, საქართველოს მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, რომ დღეს საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები, რა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემ, ვინ განხილა და რა პროცედურის მიხედვით მათი მოთხოვნები და რაში მდგომარეობს გამოყენებული ღონისძიება და რა ვადამდე მოქმედებს ის.
რა იქნება მერე, ისმის ეს კითხვა, მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და არა უკვე ალბათ ერთპიროვნული მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ, შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება.
ეს არის ის რაც დღეს საღამოს მშრალად შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
http://news.ge/ge/news/story/210848-tea-ts...s-sasamartloshi
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo