ობიექტურობის გრძნობა რომ დაკარგული გაქვთ, ეს ჩემთვის არახალია.
ახლა თუ თავმოყვარეობასაც დაკარგავდით, ნამდვილად არ მეგონა...
დამჯდარხართ მონიტორების წინ და ყველაფერზე დაბოღმილებს ტყუილ-მართალიც
ვეღარ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან. ყოველგვარ უსინდისობაზე აწერთ ხელს, რათა
როგორმე რუსთავი2-ის არსებობის საჭიროება დაასაბუთოთ.
უსინდისობაა ის, რომ გაუთავებლად ამტკიცო, რუსთავი2 მიკერძოებული,
მაგრამ მართალი ტელევიზიააო.
ის, რომ ქიბარმა უსამართლოდ მიითვისა, სასამართლო უპატიოსნოდ მოიქცაო.
ის, რომ, აქაოდა, გვიშველეთ, თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ს ი ტ ყ ვ ა იხშობა ქვეყანაშიო(sic

)
ჯერ ერთი, მიკერძოებულ ტელევიზიას არ სჭირდება დუნია-გლობალური მასშტაბები. თავისი შხამ-ტყუილებით
იგი ხელს უშლის მსოფლიო მასმედიის ქსელში საქართველოს დადებითი კუთხით წარმოჩენას,
ვინაიდან მნიშვნელოვანწილად, უფრორე ,,პადრივნაია დეიაწელნოსწ''-ით არიან დაკავებულნი,
ვიდრე მოვლენა-ფაქტთა ობიექტური, სამართლიანი გაშუქებით.
ეგ ტელევიზია თუ ნამდვილად ,,მართალ სიტყვას'' ყარაულობს, გეკითხებით, რატომ სხვა ვინმეს
არ ალაპარაკებენ ამ საკითხზე? რატომ ქუჩაში არ ეკითხებიან ვინმეს აზრს? რატომ გვაჩვენებენ ისე,
თითქოს მთელი საზოგადოება მათ გვერდზე დგას ამ ,,გაჭირვების ჟამს''? არადა, ვინ დგას, ხომ ვხედავთ?
რატომ გვაბრმავებენ? ვინ, რომელმა წონიანმა, სერიოზულმა პიროვნებამ გამოთქვა საკუთარი აზრი ამ ,,საძაგლობაზე'',
გარდა ჯანგირასი, მარინა ბერიძისა, მაია ორჯონიკიძისა, ეკა მიშველაძისა და სხვა ქოცთა ზიზღით გატენილმა
პატივცემულმა გვამებმა? აი, ესაა რუსთავი2-ის სიმართლე და ჭეშმარიტებისადმი მსახურობა.
შედეგიც თვალნათლივია - ორი კარავი, 500-მდე მხარდამჭერი, ჩაშავებულ- ჩაღამებულ-გაბოროტებული სახეები
და ისტერიულ-კაკოფონიური ღმუთუნ-წკავწკავი...
მეორეც:
ქიბარამ უსამართლოდ მიითვისაო!
ბარაქალა, თუკი ქიბარას ამხელა თავი აბია! ხუმრობა ხომ არაა, ამხელა სტრასბურგს, ამერიკას, ,,სამართლიან'' იევროპას
და მათ სატელიტ პარტიას ტელევიზია აახიო და მოაჯდე! სხვათა შორის, ,,იმედის'' ამბების დროს არ მახსენდება
მათგან ,,თავისუფალი სიტყვის'' მხარდამჭერი არცერთი განცხადება, გამოსვლა ან ,,შეშფოთება''. ასე რომ, უკვე იმკიან იმას,
რაც თავიანთი სიმართლითა და ობიექტურობით დათესეს.
რომ მომდგარხართ და გაჰყვირით, სასამართლომ მთავრობის დაკვეთა შეასრულაო, ჭკუაზე ხართ საერთოდ?
კარგი, ნაცები იძახიან -- იძახონ, მაგათი მოვალეობა ეგაა, მაგრამ, თქვენ რაღა დაგემართათ, ფორუმელო ჭკვიანო იუზერებო?
რომ არ შეესრულებინათ ეგ დაკვეთა, რა, გამოჰყრიდნენ იმ შენობიდან თუ როგორ? რას უზამდნენ? ყველას სათითაოდ
,,დაავერბოვკებდნენ'', შეაშინებდნენ, თუ ავარიებს მოუწყობდნენ და დახოცავდნენ? თუ რამის თქმა შეიძლება, პირველ რიგში,
იმისა, რომ ცხრავე მოსამართლეს არ ევასებოდა ეს ტელემაუწყებლობა და ერთხმად გამოიტანეს ამგვარი ვერდიქტი! აქ უკვე
შეიძლება მიკერძოებაზე საუბარი, მაგრამ ესეც რუსთავი2-ის ღვაწლის ბრალია -- მოსამართლეებსაც კი შეაზიზღა თავი...
და კიდევ, თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ს ი ტ ყ ვ ი ს სადარაჯოზეო (

)...
ეს ხომ საერთოდ, თვალთმაქცობის, ფარისევლობისა და თავხედობი აპოგეაა!
მეტს აღარ განვავრცობ, გამგები ისედაც გაიგებს...
ამათ რომ ვუყურებ, ამ ჩაღამებულ, ჩაბოღმილ მატყუარებს, ერთი სიმღერა მახსენდება ჩემი ბავშვობის წიგნიდან (განძის კუნძული):
,,მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა,
იოჰო ჰო ჰო და ბოთლი რომი...''