Accident
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
|
#50059448 · 3 Mar 2017, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AUTOCRAT
| QUOTE | | იგივე რასაც ხალვაში ადასტურებს |
ხოდა, ყარამანიშვილი დღემდე არ განდგომია მაშინდელ დამკვეთს, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო. ხალვაში, განუდგა და მაგიტომ თქვა.
| QUOTE | | თუ მტკიცდება რატომ არ ზის ციხეში? მეტა სამართლიანობის აღდგენა |
ის, რომ თაღლითობაში მონაწილეობდა, როგორც ჩანს ვერ მტკიცდება. თუმცა, ოდნავი ლოგიკით ჩანს, რომ სუფთა არ უნდა იყოს, რადგან კომპანიით არაა პირდაპირ დაინტერესებული, სახეც კი არ გამოუჩენია, თვითონ თანამშრომბლებმაც არ იცოდნენ ვინ იყო, სანამ ერთხელ არ გამოაჩინეს ძალით და ძლივს მოაბა თავი სათქმელს. ამით ჩანს, რომ ჩვეულებრივი პაიკია....
ეგ კი არა, სულ რომ არ ჩანდეს თაღლითად, მაგთის მაგალითი რომ ავიღოთ, არაა ფარული მისი ხელმძღვანელი და არ ჩანს რომ რამე სქემაში მონაწილეობს, უბრალოდ კავკასუსი შეიძინა და ჩართულია მის მუშაობაში, მაგრამ როცა იქით მამია ყვირის, წარმართვესო და ეს მაინც ყიდულობს, ძალიან სამართლიანი იქნება, რომ ჯოხთაბერიძესაც აეხას ეს კომპანია, რადგან არაფრად ჩააგდო და დაიკიდა ყოფილი მეპატრონის ყვირილი.
| QUOTE | | ყარამანიშვილს რომ იყენებენ ამის დამადასტურებელი ფაქტია ლეჟავა-ხოფერიას წასვლა? |
მგონი, იმდენად მოაზროვნე ხარ, რომ მიხვედრილიყავი რა ლოგიკა მეწერა. ის, რომ რუსთავი 2 პროტესტით დატოვა მაგ გუნდმა და ვეღარ დაბრუნდა, ნიშნავს იმას, რომ ამ წლების განმავლობაში, არ შეცვლილა რეალური მეპატრონე, ვის გამოც, ეგ გუნდი წავიდა. ასე რომ, მანდვეა "ერეკლეც". რადგან მეპატრონე არ შეცვლილა, ყარამანაშვლი და იმის წინამორბედები, ყველა ნომინალური გამოდის.
და ჟურნალისტები სად მუშაობდნენ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რუსთავი 2 დატოვეს პროტესტით და ვეღარ დაბრუნდნენ.
| QUOTE | | ხოლო მაშინ როცა დვალი-აქიმიძე-კიწმარიშვილი წავიდნენ რ2-დან |
როცა ყველა წავიდა, მაშინ გააპროტესტეს სწორედ და მიყვა ეგ გუნდი მთლიანად. იქამდე, დამფუძნელებს შორის კონფლიქტს ჰგავდა და ინფორმაცია რომ არ ჰქონოდათ, ნამდვილად ვერ გამოიცნობდნენ, რა ხდებოდა.] როცა უკვე დადასტურდა რომ ყველა დამფუძნებელი ჩამოიშორეს, მაშინ დატოვეს.
| QUOTE | | თუ ნიანგი ნარიჯისფერია დედამიწა მარცხნივ ტრიალებს |
ხო, თუ მაგ პოსტს მხარე კითხულობს, ალბათ მასე ჩანს.
სადაც წერ, რომ კომპანიის წართმევა უნდა დაიკიდოს დამფუძნებელმა და ზიანის ანაზღაურებით დაკმაყოფილდეს.
| QUOTE | | რომელ მფლობელს ვინც პირველმა გაქურდა? |
ვისაც, პირველად აიძულეს მონაწილეობა მიეღო მაგ მითვისებაში, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ განუდგა მოძალადეებს. ყველაზე სამართლიანი ეგ არის, რადგან რეალურ დამფუძნებლებს ვერ დაუბრუნდებათ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
| QUOTE | | დღეს იმედს, პალიტრა მედიას, ქართუ ბანკს, და სხვა სატელიტ კომპანიებს აწერენ, მერე? |
გაქვს იგივე, თუნდაც transparency-ის ლინკი მაგაზეც? საინტერესოა.
მერე ის, რომ რადგან რუსთავი 2-ს აწერდნენ ვალებს ყარამანიშვილის დროსაც, ე.ი. ხალვაშის მერე, ისევ იგივე გაითამაშეს და ისევ მათ ხელში დარჩა ბოლომდე. ანუ, მარტო ხალვაშის დროს კი არ იყო მათ კონტროლის ქვეშ, არამედ მას შემდეგ ყველა მფლობელის დროსაც.
| QUOTE | | თუ ფაქტებია ყარამანიშვილი უნდა იჯდეს ციხეში |
ფაქტი არ ვიცი, უბრალოდ მარტივი ლოგიკაა. არ ვარ იურისტი და არ ვიცი, არის თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი, ან დავის წამოსაწყებად, ან დასასრულებლად. მაგრამ, რადგან სამართლებლივად ვერ წყდება, ეს ნიშნავს, რომ აზროვნება ეკრძალება ადამიანს, მოვლენების ადეკვატურად შეფასება?!
ის, რომ არავინ უჩივის ან საკმარისი ფაქტები არაა სამართლებლივი დავისთვის, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად დანაშაულიც არ არსებობს და საწინააღმდეგო მოსაზრება, რეალობას არ შეესაბამება.
| QUOTE | | როცა ობიექტურობას იბრალებ, მაშინ დღევანდელ განაჩენს უნდა აპროტესტებდე, მინიმუმ იმის გამო, რომ 26 ტომიანი საქმის 9 მოსამართლეს მიერ 3 დღეში გაცნობა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ერთხმად ფიზიკურად შეუძლებელია. სხვანაირად უბრალოდ გამპრავებელი ხარ. |
რაღა დაგიმალო და მკიდია, ვის თვალში ვჩანვარ გამპრავებელი, რადგან მაგ მიზეზით, საკუთარი მოსაზრება ვერ უნდა მქონდეს, რადგან ყოველთვის დაემთხვევა რაღაც სხვა აზრს და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც მეტყვის, იმ რაღაცას "აპრავებო". მე კი ნამდვილად არ ვაპირებ, აზროვნება შევიჩერო, მაგ მიზეზით.
ხოლო, რაც შეეხება პროტესტს, არ მიჩნდება არა იმიტომ, რომ სასამართლოსი მჯერა (რომელსაც, ისევ წინა ხელისუფლების დროს ეტირა დედა ბოლომდე, თუმცა ეგ, ხელისუფლების ბრალი ნაკლებადაა, ზოგადად, ეგეთ განუვითარებელ ფაზაში ვართ და კანონზომიერია, ასეთი მდგომარეობა, თუმცა ცუდია, რომ ისარგებლეს ამით), არამედ იმიტომ, რომ თავის დროზე, იმდენად უსამართლოდ მოხდა მაგის ერთ მხარის მიერ დაპატრონება, მთელი ათი წელი სარგებლობა, როცა ინტერნეტიც არ იყო და მართლა მთავარი ძალა იყო ტელევიზია მედიაში, რომ ახლა, მაგ უსამართლო მეპატრონისთვის ჩამორთმევა, (თუნდაც, ნაკლებ ღირსეულისთვის დაბრუნება) უფრო ბუნებრივი სამართლიანობის აღდგენის გამომხატველია, ვიდრე დარღვევის.
შესაბამისად, სასამართლომ, ხელისუფლებისთვის ლოალური გადაწყვეტილება მიიღო, ბოლომდე წაიკითხა თუ არა ტომები, უკვე ფორმალობა ხდება. რადგან მთავარია, რომ გადაწყვეტილება, ლოგიკურ სამართლიანობას გამოხატავს.
ხოლო, რუსთავი 2 რომ ყოველთვის იყო უსამართლო, ტყუილის და დამახინჯებული ინფორმაციის წყარო, არის ობიქტური რეალობა და არა ერთი რომელიმე მხარის შეფასება.
ნებისმიერი ადამიანი დაადასტურებს ამას, არათუ პოლიტიკოსები, არამედ ჟურნალისტებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც და ა.შ. იუმორისტული შოუც კი, მათ შორის მაგ არხზე არსებულებიც, დასცინოდა ამ ფაქტს და ამ თემაშიც კი არავინ ეწინააღმდეგება აზრს, რომ ეს ასეა.
როცა მეპატრონე მთავრობაში იყო, ყოველთვის ოპოზიციას იგდებდნენ აბუჩად და აკრიტიკებდნენ, ხოლო მთავრობას ადიდებნენ. როცა ოპოზიციაში გადავიდნენ, ყველაფერს იმავეს იმეორებდნენ, იმავე დოზით, ოღონდ -პირიქით.
თან, ისიც კი მახსოვს, ერთხელ რომ დავაკვირდი, მთელ გამოშვებაში, ყველა სიუჟეტი ერთნაირად ჰქონდათ მომზადებული. ჯერ ალაპარაკებდნენ ოპოციზიონერს და მერე აჩვენებდნენ პასუხს მთვრობიდან და ამთავრებდნენ სიუჟეტს.
შენ რომ ახსენებ პალიტრას, იმედს, მაესტროს და ამ არხებში, კი, ნაციონალების მიმართ უარყოფითი გადაცდომა, ალბათ ყოველთვის შეიმჩნეოდა, მაგრამ ვერ მომიყვან ეგეთი უტიფრობის მაგალითს, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა მაგ არხზე. ერთი კრიტიკული სიტყვა არ წამოცდენიათ მთავრობაზე და სულ აყვავებაზე იყო ლაპარაკი, დაჟე პროფილშიც კი შეცვალეს განწყობა, არჩევნების შემდეგ, ახლა გაჭირვებაზე უნდა ვილაპარაკოთო, მოგვბეზრდა ანეკდოტებიო.
ამ არხებზე კი, ჩვეულებრივ შეგიძლია დღევანდელი მთავრობის უნიათობის, არაპროფესიონალიზმის, კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაციის მიღება და ასევე კრიტიკის მოსმენა, გინდა ელისაშვილისგან, გრიგოლიასგან და მსგავსი ჟურნალისტების მხრიდან. კი, შეიძლება არც ეს არხები არიან მიუკერძოებლები და ობიექტურები, მაგრამ ამ დედაარღნიან დონესაც ხომ გააჩნია, რა დონეზე არ არიან.
რუსთავი 2-ისთვის, 10 წელია არ შემიხედავს, მაგრამ ილუზიებში არ ვცხოვრობ, იქამდე, კი ერთი პერიოდი მხოლოდ მაგის ყურება მიწევდა და კარგა ხნის მერე აღმოვაჩინე რომ სხვა ქვეყანაში და სხვა რეალობაში მეგონა თავი.
კი, ალბათ, პროფესიონალები არიან ტყუილში, მაგრამ მაგ საკითხში პროფესიონალიზმი, ჩემთვის სიბანძე და დაბალი დონეა, ზუსტად ჩრდ. კორეა.
ხოლო, რუსთავი-საზმაუ-იმედი-მზე-რეალტივის პერიოდს კი უბრალოდ, სირცხვილია ქვეყნის. და ამის ფონზე მტკიცება, რომ დემოკრატიული ქვეყანა იყო, ყველაზე დიდი სიცრუის, უსამართლობის და სიბანძის პერიოდი იყო, რაც ცხოვრებაში მახსოვს. ალბათ, ჩრდ. კორეაც არაა მასე, დემოკრატია გვაქვსო, მგონი მაგას მაინც არ იჩემებენ.
|