#50063928 · 4 Mar 2017, 13:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha1997 ენერგო-პრო ჯორჯია — ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანია საქართველოში დაფუძნდა 2006 წლის 31 ივლისს ხოლო საქართველოს ენერგოსექტორში პრაქტიკული საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე.
ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს შემდეგ ჰიდრიელექტროსადგურებს:
1. ლაჯანურჰესი; 2. რიონჰესი; 3. გუმათჰესი; 4. შაორჰესი; 5. ძევრულაჰესი; 6. აწჰესი; 7. საცხენი ჰესი; 8. სიონჰესი; 9. ზაჰესი; 10. კინკიშაჰესი; 11. ჩხორჰესი; 12. ჩითახევჰესი (აღნიშნულ ჰესის მფლობელ კომპანიაში ფლობს საკონტროლო პაკეტს); 13. მარტყოფჰესი; 14 ორთაჭალაჰესი.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოებით 860 000 აბონენტს. მათ შორის: დაახლოებით 820 ათას ოჯახსა და 40 ათას საწარმოსა და სახელმწიფო დაწესებულებას.
|