ზვიადის ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მას ტიფლისის რამდენიმე უბანმა ვერ გაუგო, ჯამში მოსახლეობის 3-4-5%-მა

მაგრამ ამის გამო ხუნტა და პუტჩი, მიუხედავად ჩემი დიიდ პატივისცემისა ჯაბას, მხედრიონის იქნება თუ ეროვნული კონგრესის ცალკეული წევრების მიმართ ბატონი ნოდარ ნათაძის თამადობით -> უდიდეს ეროვნულ პროჭობად მიმაჩნია..
იმიტომ ვერ გაუგეს რომ ზვიადიმ უბრალო ხალხი ამოიყენა გვერდში, გაპატრიოტებული პროლეტარები, რომლებიც ცოტას წაუგოიმებდნენ.. ყელფანდურა, სვანური ქუდები, ოპერაში მივარდნა და მსგავსი ცოტა არადასტონი გამოვლინებები
პატრიოტიზმის თფილისს არ მოეწონა.. პლიუს ახლა კლასიკური დაპირისპირება იყო ბურჟუების და პროლეტარების.. ეს ვაკე-ვერა კამანდა პინკ ფლოიდს უსმენდა, ინგლისური იცოდა, დასავლეთი ევასებოდა, ნატო, ევროკავშირი, one way,
სამალიოტის ბიჭები და ა.შ და ა.შ ზვიადისტი პატრიოტები ამეების აზრზე არ იყვნენ (ძირითადი მასა), უფრო ამ სავეცკი პერიოდის დროს ნასწავლი ქართველობა მგონია იყო ამათთვის - ბასი აჩუკი, ტუტაშხიას დუმ დუმ, დუმ დუმ, მოკლედ
ვერ იყვნენ ადეკვატურები იმ მსოფლიოსთან მიმართებაში, რომელიც მაშინ იბადებოდა.. რა დროს დუდაევი და ჩეჩნები და კავკასიური სახლი და ეგეთი რაღაცეებია, come on, მე კი ყველაფერი მესმის, მაგრამ ცოტა სხვაგან იყვნენ...
და ამას დავუმატოთ უკვე შევარდნაძის ფაქტორიც.. გენშერი, ბეიკერი, შოლცი და ქართველს ასეთი კაი ტიპი უნდოდა რომ თავისთან ჰყოლოდა.. ზვიადიც ევასებოდათ, მაგრამ არც ედუარდის პოპულარობა და ავტორიტეტი მსოფლიოში რჩებოდა შეუმჩნეველი..
ეს იყო მოკლედ ზვიადას არდავასების ძირითადი მიზეზები..
თან რა თემა იყო, ეს პირველი ხელისუფლებები მაინც მიბმულები იყვნენ საიუზთან ჯერ კიდევ და ანგარიშს უწევდნენ.. ცხადია ამ ანგარიშის გაწევას, ოპოზიცია სათავისოდ იყენებდა.. პროჭები კი იყვნენ, მაგრამ პოლიტიკა ბინძურია ძმაო
მაგრამ არც ზვიადა აკლებდა ეგეთ თამაშებს.. როგორც სამალიოტის ბიჭებთან ერთად დახვრეტილი მამაოს ქალიშვილი ამბობს, 90-ებში ზვიადის დროს ეს საქმე სპეციალურად ამოწიეს ზემოთ რომ შევარდნაძის ბრძანება მოეძებნათ ამათ დახვრეტაზეო..
მოკლედ მიდიოდა ჩვეულებრივი ბინძური პოლიტიკური ბრძოლა, როგორც დღეს და ხვალ იქნება..
როდესაც ამან ვერ გათვალა და მოსკოვის ხუნტის დროს გვარდია გააუქმა, ეგ ღალატად ჩაუთვალეს და ეს ყველაფერი ერთმანეთს მიემატა - მოხდა პუტჩიც.. ზვიადი მაინც მგონია რომ ამ გვარდიის გაუქმების მომენტში დამარცხდა, უკვე არც გორბაჩოვს ევასებოდა,
არც ელცინს აწყობდა აქ სტაბილურობა და დაიწყო და დაიწყო დედის ტკვნა..
ერთადერთი ჭკუის სასწავლებელი რაც არის აქ - ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რომ თბილისის სამ უბანში თუ დაკარგავს ლეგიტიმაციას, დანძრეული აქვს..
ასევე ნებისმიერმა ოპოზიციამ ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა - უნდა გადაიბიროს თბილისის ეგ სამი უბანი..
ზვიადა -> გაიქცა სამეგრელოში და თბილისელებს აგინებდა..
ედუარდი -> გაიქცა ასლანასთან ბათუმში და თბილისელებს აგინებდა..
მIშა -> ნუ ეს საერთოდ...
ღადაობაა, მაგალითად ელდარ შენგელაია დოკუმენტურ ფილმებში აღმოვაჩინე როგორც პუტჩის დროს, ისე 2003-ში პარლამენტის აღების მომენტში და 2012-შიც ცხადია საითკენაც იყო..
მიშა და 2003 ვერ შედგებოდა, რომ არა ედუარდი ვერსუს ჯაბას მომენტი 93-94-95-ში, რამაც ეს "ტფილისის" რაღაც ნაწილი დააპირისპირა ედუარდას ხელისუფლებასთან.. შანსი არ იყო უბრალოდ ამათი პაძერშკის გარეშე..
მიშაც ამბობს 2003-ს ინტერვიუში, 91-სგან განსხვავებით დასავლეთიდან წამოსული დესანტი თბილისელებმა დიდი სიხარულით მიიღეს და მე მეშინოდა პირიქით იქნებოდაო..
იმის შემდეგ მიშას დროს მოხერხდა და ტფილისი კვლავ დაუბრუნდა 92-ს სტატუს ქვოს, ერთსულოვნების თვალსაზრისით.. კი იქ იყვნენ ნაცებში ცალკე რურუები, ცალკე ვიღაცეები, მაგრამ ძირითადი მასა
ჯერ მიშას ოპოზიციაში აღმოჩნდა და შემდეგ საბოლოოდ მოქცეულია ამ ეტაპზე უკვე ბიძინას გავლენის ქვეშ.. ამიტომაც ვერ ხერხდება ქოცების გასტუმრება..
ნუ შეეცი და ესაა ჩვენი პოლიტიკური გარემო, ესაა საქართველო..
This post has been edited by DATOIA on 23 Aug 2022, 20:57