ყველაფერში
მთელი რუსეთი, მისი საფონდო ბაზრი, დღეს შეფასებულია, 276 მილიარდ დოლარად, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დღეს რუსეთი Facebook-ზე 15% -ით იაფია.
http://citizens.ge/index.php/ka/?option=co...d=26&Itemid=162ფეისბუკმა“ პუტინის ”ზესახელმწიფოს” გაუსწრო
ეკონომიკა 06 მარტი 2017
გიორგი კუჭავა
თბილისი, საქართველო
რუსეთის საფონდო ბაზრი, დღეს შეფასებულია 276 მილიარდ დოლარად.ევროპული მედიაწერს, რომ რუსეთის კომპანიები, ვირტუალური„ფეისბუკი“-ის (314.8 მილიარდი დოლარი) აქციათა საბაზრო ფასზე, 15%-ით იაფია. ამ მაჩვენებლის გარდა, citizens.ge-ის ექსპერტმა გიორგი კუჭავამ სხვადსხვა წყაროებზე დაყრდნობით, პუტინის დიქტატურის საწინააღმდეგო სანქციების ფასი, რუსეთის ეკონომიკის წამყვან დარგებში, დაითვალა.
2008 წელს რუსული ”გაზპრომი” შეფასებული იყო 365 მილიარდ დოლარად. ”გაზპრომის” იმჟამინდელი ხელმძღვანელი რუსეთის მოსახლეობას შეპირდა, რომ ექვსი წლის შემდეგ, კომპანიის ღირებულება ტრილიონ დოლარს მიაღწევდა. გავიდა 9 წელი. დღეს ”გაზპრომი”-ს ღირებულება შეადგენს 41 მილიარდ დოლარს. შედარებისთვის: ამერიკული ”Apple”-ის საბაზრო ღირებულებაა 619 მილიარდი დოლარია.
ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ”გაზპრომი”-ს წილი რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტში 22%-ია. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდ Apple-ის წილი შეერთებული შტატების მშპ-ში, სულ რაღაც 3,2%-ია.
2012 წელს ”როსნეფტ”-მა 55 მილიარდ დოლარად იყიდა ТНК-ВР. დღეს რუსული ”როსნეფტი”-ს ფასი, რომელმაც სულ რაღაც 5 წლის წინ, BP წარმატებით ”ჩაყლპა”, არ აღემატება 39 მილიარდ დოლარს.
რუსი მენეჯერების ბრწყინვალე წარმატება!
რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არაერთხელ დაპირდა მოსახლეობას, რომ იგი გააორმაგებდა რუსეთის ეკონომიკას, თუმცა ვერაფერს გახდა!
რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინის ოცნებობდა რუსეთი ე.წ. ”ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ” გადაექცია.
შედეგი: მსოფლიო ბაზარზე, 1990 წელს რუსეთის ბოლშევიკურ იმპერიის წილი ნავთობის გაყიდვებში 16%-ს,ხოლო ბუნებრივი აირის 29,7%-ს შეადგენდა. დღეს მისი წილი აღნიშნულ მაჩვენებლებში 12,6%-ი და 16,7%-ი არის.
ექსპორტის მოცულობაში რუსეთი პატარა სლოვაკეთსაც კი ჩამოუვარდება.
ბორის ელცენის, შემდეგ მისი მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი დღემდე ოცნებობს,რომ რუსეთი ევროპისა და აზიის, დომინანტი, სატრანზიტო ქვვეყანა გახდეს.
დღეს „ტრანსსიბს“-ის მეშვეობით გადააქვთ 7 მილიონი ტონ ტვირთი. შედარებისთვის: შარშან სუეცის აარხმა გაატარა 823 მილიონი ტონა ტვირთი.
რუსეთში არ აშენებულა არც ერთი ახალი ნავსადგური. მაშინ, როცა ჩინეთში ექსპლუატაციაში შესულია 15 ახალი ნავსადგური. დღეს რუსეთის ყველა პორტი ამუშავებს 20-25%-ით ნაკლებ ტვირთს, ვიდრე ჩინეთის შანხაის პორტი.
უფრო სავალალო ვითარებაა ჩრდილოეთის საზღვაო მაგისტრალზე. ბორის ელცენის პრეზიდენტობისას ამ გზის მეშვეობით გადაჰქონდათ 460 ტონა ტვირთი. 2015 წელს კი მხოლოდ 39 ტონა. ფანტასტიური მაჩვენებელი!
პუტინი დაპირდა მოსახლეობას, რომ ახალი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი, ანუ ”აბრეშუმის გზა” რუსეთის ტერიტორიაზე გაივლიდა. ამის საპირწონედ, შარშან, ჩინეთიდან საქართველოში პირველი მატარებელი ჩამოვიდა- მოხდა პრეზიდენტ შევარდნაძეს მიერ წამოწყებული პროექტის ხორცშესხმა. ახალმა გზამ რუსეთს კვლავ, გვერდი უარა.
დღეს როსსტატის მონაცემებით, რუსეთში ოთხჯერ ნაკლები საავტომობილო გზები შენდება, ვიდრე ელცენის მმართველობის დროს.
დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სწრაფმავალი მატარებლები, გასული საუკუნის 70-იან წლებში, აშენებულ ლიანდაგებზე დადიან. ახალი ლიანდგების დაგება სამომავლო გეგემებშია.
დღეისთვის რუსეთში არცერთი ახალი აეროპორტი არაა აშენებულ.
მაშინ, როცა დუბაიში, აზიიდან ევროპისკენ მგზავრობითვის, მსოფლიოში უმსხვილესი საავიაციო კვანძი ააშენეს. მან 2015 წელს 75 მილიონი მგზავრი გაატარა. აზიურმა კომპანიებმა- Turkish Airlines, Emirates, Etihad, Qatar- ევროპასა და აზიას შორის საჰაერო ხიდი შექმნეს. რუსეთი კი ვერაფერს გახდა.
მთელი რუსეთი, მისი საფონდო ბაზრი, დღეს შეფასებულია, 276 მილიარდ დოლარად, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დღეს რუსეთი Facebook-ზე 15% -ით იაფია.
დღეს მსოფლიოს სამრეწველო ცენტრების 61%-ი განლაგებულია იმ რეგიონებში, რომელებიც ოკეანის სანაპიროს 100 მილით არ სცილდებიან. XXI საუკუნის ეკონომიკის სახე იქნება ტრანსატლანტიკური და ტრანსწყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობა. რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა ამ მიმართულებით კი ის მოახერხა, რომ შავი ზღვის პორტების ხელში ჩასაგდებად უკრაინასთან ომი გააჩაღა.