წინა თემები:
vol.1
ქიუ ნეტი სერიოზული პრობლემაvol.2
ქიუ ნეტი---ძვირფასო თანაფორუმელებო, ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით ინფორმაცია გახდა ცნობილი Qnet-ის (შემდგომში სექტანეტი) შესახებ, ამიტომ სჯობს მცირედი განახლება გავაკეთოთ იმ „დიდი პოსტის“, რომელიც პირველ გვერდზე გვაქვს გამოქვეყნებული.
---დავიწყებ პუნქტობრივად და შევეხები სექტანეტთან დაკავშირებულ ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო თემას. ყველა ინფორმაცია იქნება დადასტურებული წყაროებიდან, მათ შორის სექტანეტის ოფიციალური საიტიდან.
---პუნქტი პირველი - სად არის გავრცელებული სექტანეტი?! -
http://www.qnet.net/ru/our_company/contact_us/-რეგიონალური ოფისები: ჰონგ კონგი; მალაიზია.
-ოფისები: ჰონგ კონგი; აბუ დაბი (2 ოფისი); ირლანდია; ინდონეზია (3 ოფისი - ბალი, ჯაკარტა, სურაბაია)
-შვილობილი კომპანიები: მალაიზია (QNET Malaysia); რუანდა (QNET East Africa); ფილიპინები (QNET Philippines), სინგაპური (QNET Singapore).
-ფრენჩაიზინგის მწარმოებელი კომპანიები: ინდოეთი (QNET India); თურქეთი (Qnet Promosyon).
-პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველო (LLC Georgian Olive Gardens); აზერბაიჯანი (Georgian Olive Gardens MMC); რუსეთი (OOO «Sky Agency»); მიანმარი (2 ოფისი - იანგონი Double Rainbow CHJ Co. Ltd, მანდალაი Double Rainbow CHJ Co. Ltd); ალჟირი (Zenati Belazzoug Import Export); ბურკინა ფასო (Burkindi S.A.R.L); კოტ დ’ივუარი (Trading-CI); ყაზახეთი (LLP «International Bureau of Consulting»); მოლდოვა (V.V.R. Consulting Service S.A.R.L); მაროკო (IEDNET S.A.R.L); ნიგერია (Nomade Production);
---პუნქტი მეორე - რას ყიდის სექტანეტი?! -
http://www.qnet.net/ru/products/health_and_wellness/ http://www.qnet.net/ru/products/watches_and_jewellery/ http://www.qnet.net/ru/products/technology/ http://www.qnet.net/ru/products/personal_care_and_beauty/ http://www.qnet.net/ru/products/education/ http://www.qnet.net/ru/products/holidays/ http://www.qnet.net/ru/products/motor_care/ მივყვეთ რიგის მიხედვით:
-გაჯანსაღებისთვის: წყლის გამწმენდები, ჰაერის გამყმენდები, ზეთისხილის ექსტრაქტი, ვიტამინები, საკვების დანამატები, ვიტამინები თხევადი ფორმით, მინერალების კომპლექტი, ბიო დისკი, ამულეტი.
-აქსესუარები: საათები, კულონები, საყურეები, ყელსაკიდები.
-ტექნოლოგიური პროდუქცია: ვითუბი, საკუთარი საიტის ძრავი, ონლაინ პრეზენტაციები, მენეჯმენტის ონლაინ ხელსაწყო.
-პარფიუმერია: კრემები, მაკიაჟი და სხვა.
-ონლაინ საგანმანათლებლო კურსები.
-სამოგზაურო პაკეტები: ფასდაკლების ვაუჩერები და კონკრეტული სასტუმროების ნომრების დაჯავშნა.
-ძრავის მოვლის საშუალება: ზეთი TITANIUM.
*კომპანიის პროდუქციის ფასთან შესაბამისობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ყოველი პროდუქტი წარმოადგენს ფსევდო-პროდუქტს, იყიდება კოლოსალური ფასნამატით და მათი გამოყენება რეალურად არც ხდება.
---პუნქტი მესამე - რა ბიზნეს გეგმას გვთავაზობთ სექტანეტი?! -
https://qigroup.box.com/shared/static/oewcu...jt4hhfqir03.pdf https://qigroup.box.com/s/lz5jmosr51uirpebqsj5fksvm3f2wruo https://qigroup.box.com/s/7egx3ibx77242jsopvxm0b7fqs5yxzse https://qigroup.box.com/s/6whguj5teivapyjp10q8qzu5ywhp06nr https://qigroup.box.com/s/43skz29n6t93o0lcuxg9x3qqxaqe7x5nარსებული ბიზნეს გეგმებიდან გამოვიყენოთ ის კონკრეტული ვარიანტი, რომლითაც სარგებლობენ ქართველი სექტანეტელები.
კერძოდ, ქართველი სექტანეტელები ყიდულობენ 3 000 BV ღირებულების პროდუქციას, რაც ამ ეტაპზე დაახლოებით 1 600-1 700 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მიჰყვებიან სექტანეტის „ძირითად ბიზნეს გეგმას“, სადაც პირობები შემდეგია:
-შენ ქვეშ მარჯვნივ და მარცხნივ (შემდგომში ბალანსი) მოგყავს თითო კაცი, რომელთაგან გერიცხება ერთჯერადად რეკომენდაციის (შემდგომში რეფერალი) საკომისიო თითოზე 100-100 აშშ დოლარი და ბალანსის საკომისიო 225 აშშ დოლარი.
-საიდან მოდის ეს 225 აშშ დოლარი? - ეს არის ეგრედწოდებული „ვერცხლის აქაუნთის“ სარგებელი ბალანსზე. ამასთანავე, ყოველი მეექვსე ბალანსი არ ირიცხება თანხად და გეძლევათ ვაუჩერი, რომელთა გარკვეული ოდენობით მოგროვების შემდეგ მხოლოდ სექტანეტის საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე პროდუქტი.
-აქაუნთები არის 5 სახის: ბრონზა, ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ბრილიანტი. ბრონზის აქაუნთი ავტომატურად გენიჭება პირველი 3 000 BV ღირებულების პროდუქტის შეძენისას, ვერცხლზე გადასვლის მომენტი ცოტა ბუნდოვანია (რამდენადაც მივხვდი დაწინაურება ხდება კვარტალში ერთხელ), მაგრამ ერთი რაც ჩანს არის ის, რომ ვერცხლის აქაუნთს უნდა ჰყავდეს 2 რეფერალი ბრონზის აქაუნთით, ამიტომ გაუგებრობის/პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ბალანსზე ყველა პირს ჩავუთვლი 225 აშშ დოლარს (ჩემია აზრით უფრო რეალური ბალანსზე 200 დოლარის ჩათვლა იქნებოდა თუნდაც პირველი 4 ბალანსის შემთხვევაში).
-ბარემ აქვე ლიმიტებს შევეხოთ, რადგან ყველა აქაუნთს ვანიჭებთ მინიმუმ ვერცხლის სტატუსს, შესაბამისად ლიმიტს დავწერ ვერცხლის აქაუნთის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს კვირაში 9 450 აშშ დოლარს, მაგრამ აღნიშნული ლიმიტის გაზრდა შესაძლებელია 3 შიდა/ვირტუალური ოფისის გააქტიურების შედეგად და შესაბამისად ლიმიტი გახდება 28 350 ლარი კვირაში.
-ერთი საინტერესო პუნქტი კიდევ არის ის, რომ კომპანია ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს, რითაც მოახდენს კომპანიის რეკლამირებას.
---ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ გრანდიოზულ ბიზნეს გეგმას, რომელიც თავის დროზე ქართველმა პრეზენტატორმა წარგვიდგინა ონლაინ-პრეზენტაციის მეშვეობით, მოვარგებ ახალ მოცემულობებზე:
-მოკლედ, ავიღებ სექტანეტის ერთ-ერთ პროდუქტს „tripsavr“-ს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ფასდაკლების ბარათს მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სასტუმროებში და მისი ღირებულებაა 1 650 აშშ დოლარი.
-აღნიშნულს ემატება სექტანეტის ვებ-გვერდზე საკუთარი ონლაინ-კაბინეტის მომსახურების ყოველწლიური გადასახადი 30 აშშ დოლარი და ჯამში სექტანეტში ჩასართავად საკმარისია 1 680 აშშ დოლარი.
-ამასთანავე შემდგომში განხორციელებული ყველა გამოთვლა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ლარში, რომელშიც თავისთავად ხდება სექტანეტში შესატანი თანხის შეძენა. ამჟამინდელი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.48-ს.
გავიხსენოთ პირველი სქემა:
-პირველი დონის პირმა „ილიამ“ ამ სქემით მიიღო 496 ლარი (2*100 დოლარი) 2 ცალი რეფერალის + 9 ბალანსის 8*558 (225 აშშ დოლარი) და 1 ელექტრონული ვაუჩერი=4 960 ლარი. ილიამ აიღო მოგება 4 960 – 4 166 ლარი (1 680 აშშ დოლარი)=794 ლარი.
-მეორე დონის პირებმა მიიღეს: „გიამ“ ამ სქემით მიიღო 496 ლარი + 3 ბალანსის 3*558 =2 170 ლარი. „გია“ არის წაგებაში 4 166 (1 680 აშშ დოლარი) – 2 170=1 996 ლარი.
ხოლო „ნინომ“ მიიღო 496 ლარი + 4 ბალანსის 4*558 =2 728 ლარი. „ნინო“ არის წაგებაში 4 166 - 2 728=1 438 ლარი.
-მესამე დონის პირებიდან, მხოლოდ „გიას“ ქვეშ მყოფმა ერთმა პირმა მიიღო 496 ლარი + 3 ბალანსის 3*558 =2 170 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 166 – 2 170=1 996 ლარი.
დანარჩენებმა, „გიას“ ქვეშ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მიიღო 248 ლარი ერთი რეფერალის და „ნინოს“ ქვეშ მყოფმა ორივე პირმა მიიღეს 248 – 248 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული სამივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
-მეოთხე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 496 ლარი + 1 ბალანსის 558 ლარი=1 054 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 166 – 1 054=3 112 ლარი.
დანარჩენებმა მიიღეს 248 – 248 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ოთხივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
-მეხუთე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 496 ლარი + 1 ბალანსის 558 ლარი=1 054 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 166 – 1 054=3 112 ლარი.
დანარჩენებიდან ორმა პირმა მიიღო 248 – 248 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ორი პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
და კიდევ დარჩენილმა სამმა კაცმა ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 166 ლარით.
-მეექვსე დონის ოთხი პირიდან ვერავინ ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 166 ლარით.
დასკვნა პირველი სქემიდან: იმისთვის, რომ „ილიას“ კომპანიისგან ენახა სარგებელი 794 ლარი, მან თავისი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 22*4 166 ლარი = 91 652 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 4 960+2 170+2 728+2 170+248+248+248+1 054+248+248+248+248+1 054+248+248=16 368 ლარი და შესაბამისად სუფთა მოგება დარჩა 91 652 ლარს - 16 368 ლარი = 75 284 ლარი. კომპანიამ სქემაში ხელფასებად დააბრუნა მიღებული თანხის 17.86%, შესაბამისად დაიტოვა 82.14%.
გილოცავთ „ილია“, იმისთვის რომ თქვენ 794 ლარის მოგება გენახათ, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 75 284 ლარით.
გავიხსენოთ და განვიხილოთ მეორე სქემაც:
-პირველი დონის პირი არის წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
-მეორე დონის პირი არის წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
-მესამე დონის პირი „მე“-მ არის მოგებაში 4 402 ლარს (496 ლარი 2 ცალი რეფერალის + 8 ბალანსის 7*558 და 1 ელექტრონული ვაუჩერი) – 4 166 ლარი =236 ლარი.
-მეოთხე დონის პირმა „მიშამ“ ამ სქემით მიიღო 496 ლარი 2 ცალი რეფერალის და 11 ბალანსის 10*558 და 1 ელექტრონული ვაუჩერი = 6 076 ლარი. „მიშა“ არის მოგებაში 6 076 ლარს - 4 166 ლარი = 1 910 ლარით.
აგრეთვე მეოთხე დონის პირი „და“ არის წაგებაში 4 166 – 248=3 918 ლარი.
-მეხუთე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 - 2 170=1996 ლარი.
მეორე არის წაგებაში 4 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 - 2 728=1438 ლარი.
მესამე არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 - 2 170=1996 ლარი.
-მეექვსე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მესამე არის წაგებაში 2 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 612 = 2 554 ლარი.
მეოთხე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 166 – 248 = 3 918 ლარი.
მეხუთე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
-მეშვიდე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 166 – 248 = 3 918 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეხუთე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 166 – 248 = 3 918 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მეშვიდე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მერვე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეცხრე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეათე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეთერთმეტე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
-მერვე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 - 2 170=1996 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეხუთე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
მეექვსე არის სუფთა წაგებაში 4 166 ლარით.
-მეცხრე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 166 – 1 054 = 3 112 ლარი.
-მეათე დონის პირებიდან ოთხივე პირი არის სუფთა წაგებაში თითო 4 166 ლარით.
დასკვნა მეორე სქემიდან: ამ სქემაში უკვე 2 პირი არის სარგებლით „მიშა“ 1910 ლარით და „მე“ 236 ლარით და იმისთვის, რომ ამ ორ პირს ჯამში კომპანიისგან ენახა სარგებელი 2 146 ლარის ოდენობით, მათ თავიანთი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 37*4 166 ლარი = 154 142 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 248+248+4 402+6 076+248+2 170+2 728+2 170+1 054+1 054+1 612+248+1054+1054+248+248+1 054+1 054+2 170+1 054+1 054=31 248 ლარი და შესაბამისად კომპანიას სუფთა მოგება დარჩა 154 142 ლარს - 31 248 ლარი = 122 894 ლარი. კომპანიამ სქემაში ხელფასებად დააბრუნა 20.27%, შესაბამისად დაიტოვა 79.73%.
გილოცავთ „მიშა“ და „მე“, რადგან იმისთვის რომ თქვენ ჯამში მოგება აგეღოთ 2 146 ლარის ოდენობით, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 122 894 ლარით.
---პუნქტი მეოთხე: მომდევნო ეტაპზე განვიხილოთ სქემის უსასრულოდ გავრცელების უტოპია. კერძოდ, ხშირად მსხვერპლებს თავს ახვევენ, რომ საშუალოდ შესაძლებელია თითო კაცმა თავის ქვეშ 1 თვეში მოიყვანოს 2 კაცი, რაც რეალობისგან აბსოლიტურად აცდენილია. გადავხედოთ სისტემას.
1 თვე - 1 კაცი
2 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი
3 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი = 7 კაცს
4 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი + ამ 2-2 კაცის მოყვანილი 2-2-2-2 კაცი = 15 კაცს
5 თვე = 31 კაცი
6 თვე = 63 კაცი
7 თვე = 127 კაცი
8 თვე = 255 კაცი
9 თვე = 511 კაცი
33 თვე = 8 589 934 591 კაცი (აჭარბებს ჩვენი პლანეტის მოსახლეობას)
მოკლედ სექტანეტელების ბოდვა საშუალოდ ერთ თვეში თითო კაცის მიერ თავიანთ ქვეშ ორი კაცის მოყვანის შესაძლებლობის შესახებ, რომ რეალობასთან ახლოს იყოს, სქემის მიერ პლანეტა მოცული იქნებოდა 2 წელიწადსა და 9 თვეში, ანუ 2001 წელს.
რეალურის განვითარების სისწრაფე კი ძალზედ ჩამორჩება მოსალოდნელს და სექტანეტელის მიერ სასურველ სიჩქარეს, რადგან კომპანიის დაფუძნებიდან 19 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ 1 000 000 კაცი არის მსოფლიო მასშტაბით მოცული, მსმენია ალტერნატიული ვარიანტიც, რომ 14 მილიონი არიან... თუნდაც 150 მილიონი იყვნენ, მაინც ლოკოკინა უფრო ჩქარია. ამის გათვალისწინებით კიდევ საინტერესოა ის გარემოება, რომ არსებობენ სექტანეტელები, რომლებიც უცებ 30 კაცს ჩართავენ ხოლმე თავის ქვეშ და გაიჭედებიან, ყოველი ასეთი „უცებ 30 კაცის ჩართვა" კიდევ უფრო აფერხებს ახალი პირების სქემაში ჩართვის საშუალო სიჩქარეს.
---პუნქტი მეხუთე: ჩვენს ხელთ არის ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც ხდება სექტანეტელების ტრენინგი, რა დროსაც მათ ასწავლიან თუ როგორ უნდა მოახდინონ ფსიქოლოგიური გავლენა მსხვერპლზე, რათა ისინი ჩაერთონ სქემაში. პარალელურად სექტანეტელების თვითდაჯერების ასამაღლებლად, მათ აძლევენ ცნობილ მოთხრობებს, იგავ-არაკებს და ნაშრომებს რომელიც ეხება ბიზნეს-სფეროს, მაგრამ რეალურად საერთოდ არ ეხება სექტანეტის სამუშაო სისტემას, ფინანსურ პირამიდას:
ტექსტური მასალა:
შესავალი სიტყვა სექტანეტის შესახებ -
http://m.uploadedit.com/ba3s/14885431989.docx„8 აგური“, სექტანეტელების „10 მცნება“, რომელშიც გაწერილია ყველაფერი ეტაპობრივად, როგორ მოახერხონ ახალი ჩასართავი პირების მოძიება და სქემაში ჩართვა -
http://m.uploadedit.com/ba3s/1488543117630.docxტრენინგი, ახალგაწევრიანებული სექტანეტელისთვის პრეზენტაციის ჩატარების წესების ასახსნელად -
http://m.uploadedit.com/ba3s/1488543352618.docxსამოტივაციო ლიტერატურა, რომელიც რეალურად არ არის სექტანეტის სქემასთან თანხვედრაში: სად არის ჩემი ყველი -
http://m.uploadedit.com/ba3s/1488543395213.docx იგემეთ ბაყაყი -
http://m.uploadedit.com/ba3s/1488543408357.docxმილიონერის საიდუმლო -
http://m.uploadedit.com/ba3s/1488543435992.docxვიდეო მასალა:
8 აგური -
https://drive.google.com/file/d/0Bz0etRUaNl...lhZUHFDdE0/viewე.წ. „შეხედულებების შეცვლა“ -
http://sendvid.com/xf351ur5ტრენინგი, ახალგაწევრიანებული სექტანეტელისთვის პრეზენტაციის ჩატარების წესების ასახსნელად -http://sendvid.com/63zsvryp
აღნიშნული მასალებით ხდება სექტანეტელების დატრენინგება და მათზე ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა, ამასთანავე ტექსტური და ვიდეო ტრენინგების გარდა არსებობს ზეპირი სახის ტრენინგები. კერძოდ:
-ტრენინგი „პოზიტივი/ნეგატივი“ - აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობისას ახლად ჩართულ სექტანეტელს რამოდენიმე სექტანეტელი უჯდება წინ და უსვამს ნეგატიურ შეკითხვებს ახალმოსული სექტანეტელი ცდილობს ყველა შეკითხვაზე მოახერხოს ისეთი პასუხის გაცემა, რომ შეკითხვა მაქსიმალურად ამოწუროს კომპანიის სქემის სასარგებლოდ. ეს ტრენინგი არის მრავალჯერადი და მასზე აგრეთვე ასწავლიან შეკითხვების კონკრეტულ ჯგუფებში შეყვანის ტექნოლოგიას, რომლის შემდეგაც სექტანეტელი კონკრეტულ შეკითხვას შესაბამის პასუხს სცემს, რომელიც თავის მხრივ ტრენინგის დროს აქვს შესწავლილი.
-ტრენინგის მეორე ფორმა „ბრიფინგი“ - აღნიშნული ტრენინგისას გამოცდილი სექტანეტელი ოფისში არსებულ სექტანეტელებს განალაგებს წრეში (დაახლოების ისე ფილმებში რომ გაქვთ ნანახი ანონიმური ალკოჰოლიკების, ნარკომანების და სხვა სამკურნალო წრეები რომ არის) და მათ უყვება თავის პირად გამოცდილებებს, როგორ უნდა გახდეს წარმატებული და რას აკეთებს ამისთვის, შემდეგ რიგრიგობით სექტანეტელებიც ყვებიან თავიანთ აზრებს და სურვილებს. „ბრიფინგები“ ტარდება ოფისის ზრდის სიჩქარის შესაბამისად, რაც უფრო შეფერხებულია ოფისის განვითარება მით უფრო იზრდება „ბრიფინგების“ სიხშირე.
---პუნქტი მეექვსე: სექტანეტელები ახალი წევრების მისაზიდად ცდილობენ ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტები კერძო მევახშეებიდან, მიკროსაფინანსოებიდან, ლომბარდებიდან, ბანკებიდან და სხვა ფინანსური წყაროებიდან თანხების მოძიების შესახებ მითითების თაობაზე. მათ შორის კერძო მევახშეობის შემთხვევები დაფიქსირდა უშუალოდ რამოდენიმე ოფისის „ლიდერის“ მხრიდანაც.
მსგავსი ქმედებებით ხდება ფინანსურ პირამიდაში ჩართვისგან დაზარალებული ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება, რაც მათ დამატებით აღებული ფინანსური ვალდებულების გამო აიძულებს შემდგომში ყველა გზა სცადონ, რათა მოახერხონ საახლობლოს ჩართვა სექტანეტში, რისი საშუალებითაც მცირედით მაინც შეუმცირდებათ ვალდებულებები რაც მძიმე ტვირთად დააწვათ.
ამის გარდა პიროვნების სექტანეტზე დამოკიდებულების გასაზრდელად აგრეთვე ხდება მასზე აქტიური გავლენის მოხდენა, რომ თუ ის რაიმე საქმიანობას ეწევა დაანებოს თავი აღნიშნულ საქმეს, რადგან ვითომდა სექტანეტში რაც მეტ დროს ჩადებს მით უფრო დიდ მოგებაზე გავა.
ამას გარდა არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომ როდესაც სექტანეტში არის ე.წ. „აქციები“ და გრძელდება ზოგი ორი კვირა ზოგი 2 დღე და ამ დროს მაგალითად რეფერალის ანაზღაურებამ შეიძლება მიაღწიოს 500 დოლარს, ზუსტად ამავე პერიოდში, ვითომდა დახმარების მოტივით კონკრეტული ლიდერები მიმართავენ გაჭედილ სექტანტელებს და სთავაზობენ მას ქვევით პიროვნების ჩართვას, ოღონდ პირობით, რომ რეფერალის ანაზღაურება დაერიცხება აღნიშნულ ლიდერს. რა თქმა უნდა ამ დროს „მსხვერპლს“ არ უმხელენ, რომ იმ მომენტში რეფერალის ანაზღაურება 100 დოლარის მაგივრად არის 500 დოლარი. აქციების შესახებ ინფორმაცია მიდის ყველა სექტანეტელის ვირტუალურ/ონლაინ ოთახში, მაგრამ უმრავლესობამ საერთოდ კომპიუტერის ხმარებაც არ იცის, შესაბამისად რისკის თავიდან ასაცილებლად სწორედ მსგავსი სექტანეტელების შერჩევა ხდება.
პ.ს. მადლობა ყურადღებისთვის, გავაგრძელოთ თემის განხილვა -
http://sendvid.com/i4moxqzm