Accident
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
|
#50076420 · 6 Mar 2017, 00:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AUTOCRAT
QUOTE | მის „კეთილსინდისიერებას“ განსაზღვრავს. ჯერ ერთი ნაქურდი აიღო, და მერე სანამ არ გამოართვეს მანამე იჯდა კმაყოფილი. ასე რომ ხალვაში დანაშაულის მსხვერპლი კი არა სრულფასოვანი მონაწილეა. |
ხალვაშის პიროვნების დადებითობაზე, არც არავინ საუბრობდა. უბრალოდ, მისი დაპირისპირება არხის მფლობელთან, მეტ შანსს აჩენს რომ ეს არხი გახდეს მეტად ობიექტური (ანუ, ყველა მხარის, თანაბრად გამკრიტიკებელი), ვიდრე ყარამანიშვილის დაქვემდებარებაში დარჩენა. ესაა განსხვავება, დღემდე ნომინალურსა და ყოფილ ნომინალურ მფლობელს შორის-მეთქი.
QUOTE | უმეტესობა დაბრუნდა, მათ შორის თენგო გოგოტიშვილი, დუდუ კურდღელია და ა.შ. რომლებიც ღიად ამბობდნენ რომ თუ არ შეჩერდება ჩარევა, ისინი არ დაბრუნდებიან. |
გოგოტიშვილი, მგონი პროტესტის ნიშნით არც წასულა. მასე, უდუმაშვილი საერთოდ დარჩა, გვერდით ლაზაშვილი რომ განცხადებას აკეთებდა. ვისაც დიდი წვლილი ჰქონდა, არხის სახეს წარმოადგენდა წლების განმავლობაში, ისინი ვერ დაბრუდნენ, თორემ იყვნენ ისეთები, რომლებსაც არც გასჩენიათ პროტესტი.
QUOTE | იყო ზეწოლა, მაგას არავინ არ უარყოფს. ახლაც იგივე გრძელდება ზეწოლის დონე აქ ნახე |
ეგ ზეწოლა კი არა, შეძრომაა. ისეთივე ზეწოლა რომ იყოს, ხმას ვერ გამოიღებდნენ, არადა ბევრი კრიტიკა მომისმენია მაგ. ფასი ასლისგან, ჭყონიასგან.
QUOTE | ქურდული საზოგადოების წევრება ავტომატურად მოიაზრებს დანაშაულებრივ სინდიკატში მონაწილეობას. კრიმინალურ საზოგადოებაში სტატუსს *სუფთა ხელებით* არავინ მოიპოვებს. |
კონკრეტულად, ეგ კანონი, ნორმალურ კრიტიკას ვერ უძლებს. თორემ რას მოიაზრობს, რომ ვიცით, მაგიტომაც იმუშავა კარგად.
QUOTE | ეს არ ნიშნავს რომ უპირობო "ინკვიზიციები" უნდა დავაკანონოთ |
არ ნიშნავს, უბრალოდ აჩვენებს, რომ "არასრულყოფილპირობებიან" ქყვენაში ვართ.
QUOTE | ყველაზე დემაგოგია იცი რა არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში? ხალხის სახელით საუბარი. ხალხს, სჯერა/არ სჯერა, ხალხს უყვარს/სძულს, ხალხისთვის გამოუსადეგარია/გამოსადგომია, ხალხი მხარს უჭერს/არ უჭერს... უკაცრავად და ეს ხალხი არ არის? თუ ხალხში მხოლოდ ერთი პოლიტ სუბიექტის მხარდამჭერებს მოიაზრებენ? |
ხალხში მოიაზრება, ყველა სუბიექტის მხარდამჭერი ერთად. როცა, ამ ერთიანობის დაყოფა ხდება, მანდ ჩანს პრობლემაც.
QUOTE | მაგას ოდნავი კრიტიკული აზროვნების უნარი ესაჭიროება, რასაც ვერავინ ვერავის ვერ ჩაუდებს ტვინში თუ ბუნება არ მიეშველა |
მაგის გარდა, კიდევ სჭირდება განათლება, ინფორმაციის მიღების სხვადასხვაგვარი წყარო და ა.შ. ანუ, ცხოვრების დონე და პირობები. მაგალითად, არჩევნებზე ჩანს ხოლმე ეგ. ტოტალურ პირობებში, მხოლოდ თბილისი და თავად თბილისშიც, უფრო მეტად ვაკე-საბურთალო რომ დებს ხოლმე, ამ ტოტალიტარიზმის საპირისპირო შედეგებს.
QUOTE | დემაგოგია, რომელზეც პასუხი უკვე დავწერე |
ეგ შენი, არასწორი ინტერპრეტირების გამოა.
QUOTE | ჟურნალისტები ადამიანები არიან და მათაც აქვთ პოზიცია |
მათი პროფესიის მთავარი აზრიც ეგაა, რომ უნდა მოახერხოს, ეგ პოზიცია მაქსიმალურად დაფაროს, ინფორმაციის მოწოდებისას.
ჟურნალისტს კი არა, სპორტის კომენტატორსაც მოეთხოვება, რომ თამაშის წაყვანისას, მაყურებელს არ აგრძნობინოს, ვისკენაა. ხოლო, თუ არ გამოვა, ეს მეტყველებს მის არაპროფესიონალიზმზე და დაბალ დონეზე, რის გამოც, კრიტიკა უნდა მიიღოს.
და ჟურნალისტმა საკუთარი პოზიციის შესაბამისი არხი კი არა, ისეთი არხი უნდა ეძებოს, სადაც პროფესიონალურად მუშაობას შეძლებს. ხოლო, თუ არ აძლევენ ამის საშუალებას, უნდა გააპროტესტოს.
ჟურნალისტი კი არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანიც რომ იყოს, თუ მისი პოლიტიკური პოზიციის გამო ვინმე სამსახურში არ მიიღებს, ეს არის პირდაპირი დანაშაული, რაც უნდა დაისაჯოს, და თუ კანონი ვერ მუშაობს, უნდა დაიგმოს მაინც.
ე.ი. ჟურნალისტი მიკერძოებული რადგანაა, შესაბამისი არხი უნდა არსებობდეს რომ ამ მიკერძოების კარგად გამოხატვა შეძლოს, თავის საქმიანობაში?! რაღაც, საოცარ თეორიას აყალიბებ.
QUOTE | ნუ უყურებ. თუ მაყურებელი არ ეყოლება დაიკეტება ან გაიყიდება. თუ უყურებენ ესეიგი ყურების სურვილს არ კარგავენ და ვიღაც ჰალსტუხიანმა ღლემ რატომ უნდა გადაწყვიტოს სხვის მაგივრად ვინ კარგავს სურვილს და ვინ არა? |
არც ვუყურებ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მათ არაპროფესიონალიზმზე და მანდ არსებულ კორეაზე, არ მქონდეს ჩემი აზრი. ჩემი სურვილია, არა არხის დახურვა, არამედ ისეთი მაღალი დონის მაუწყებლობა, სადაც მოვისმენ კრიტიკულ აზრს, ყველა მხარის მიმართ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ მივესალმები მთავრობის ან სხვის მიერ, ამ მიზეზით არხის წართმევა/დათრევას, მაგრამ როცა შანსია, თავის დროზე, სწორედ, საეჭვოდ წართმეული და მერე, არსებული მფლობელის ხელში, პროპაგანდის მანქანად ქცეული არხი, დამფუძნებლების ხელში მოხვდეს, ნაკლებად მიჩნდება და ალბათ სხვებსაც, ამ მხარის გულშემატკივრობის სურვილი.
QUOTE | ვერც შენ, ვერც მე და ვერც სხვა ვერავის ვერ დავუწესებთ ლაპარაკის ზღვრებს და ჩარჩოებს |
ეგ ზღვარი, თავად ჟურნალისტიკაშია, რომ ყველა მხარის მიმართ გქონდეს კრიტიკული აზრი და არა შერჩევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ჟურნალისტი არ გამოდიხარ, თორემ არსებობის და ძალადობის უფლებაზე, არაა ლაპარაკი.
ეგეთი დაბალი დონის ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა, კი უნდა აკრიტიკოს ყველამ და ყოველთვის და უნდა ითვლებოდეს უარყოფით მოვლენად. ეს იგულისხმება სწორედ ზვრების დაწესებაში და არა მოსპობა და ზოგადად, ადამიანის პოზიციის უფლების შეზღუდვა, თავისი საქმიანობის გარეთ.
QUOTE | 100 ქარხანა გუგუნებს, გჯერა? |
არა, იმიტომ რომ ახლა, ინფორმაციის ბევრი სხვადასხვა წყარო მაქვს და არა ტელევიზორში არსებული, მხოლოდ ძირითადი სამი არხი, რომელიც ერთსა და იმავეს ამბობს.
QUOTE | ეტყობა ჩემთან სხვა იმედს იჭერს |
რაღა დაგიმალო და არ ვუყურებ იმედს, შესაბამისად ვერ უარვყოფ, რომ გინდა თუ არა, ნორმალურად გადმოსცემენ ინფორმაციას, მაგრამ მაინც მეეჭვება, ისეთივე მდგომარეობა იყოს, როგორც 6 წლის წინათ, ძირითად არხებზე, ანუ ყოველთვის ხელისუფლების პასუხით მთავრდება ყველა გადაცემა, ოპოზიცია საერთოდ არ მოჰყავთ სტუმრად და ნიუსებში, მხოლოდ კარგზეა საუბარი? თუ ასეა, კარგი, ჩავთვალოთ რომ კიდევ ერთი არხია, "ოკუპირებული", GDS-ის გარდა.
QUOTE | იყო ტოტალური კონტროლი? კი. ხალხი მხოლოდ ტოტალური კონტროლის გამო დაუპირისპირდა ხელისუფლებას? არა.
|
ის ნაწილი, ვისაც, როგორც შენ თქვი, ოდნავი აზროვნების უნარი ჰქონდა - კი. თორემ, ისეთები, ვისაც ეგონათ მილიარდერი ტომრებს დაყრიდა და ცხოვრებას მოიწყობდნენ, ყოველთვის არიან, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა, სწორედ იმ პირველ ნაწილის აზრს ენიჭება, რადგან განსხვავებას, ეგენი ქმნიან. ეგ კი არა, მეგონა ისე მალე ჩამოეშლებოდათ ყველა სისტემა, საქმეების გადაბარებასაც ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ მერე სადღავ ვნახე, რომ ექს-პრეიზდენტსაც ჰქონია, თავის დროზე ეგ შეგრძნება, მეშინოდა, ამხელა ხელისუფლება, როგორც უნდა აგვეღო ხელშიო, მაგრამ მერე ვნახე, რომ ყველაფერი თვითონ მუშაობდაო....
|