რუსთავის 2 - ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა რომ ბევრი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და აგრეთვე სრულიად გააშიშვლა ხელისუფლება და მმართველი ძალა !
ეს პრობლემები შემდეგნაირად შეგვიძლია დავახარისხოთ:
1. სასამართლო ხელისუფლების სრული დეგრადირება !
აქ უნდა აღინისნოს რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საბჭოთა პერიოდში და იმის იქითაც, არ გვაქვს გამოცდილება სამართლიანი სასამართლოსი.. რაღაც პერიოდები გვქონდა მხოლოდ კარიკატურა სასამართლოსი.. ახლა საერთოდ გაუქმდა სასამართლო და კანონი ..
სტრასბურგმა ეს დაგვანახა და კიდევ უფრო ღიად დაგვანახებს ..
სწორედ ეს შეიძლება გახდეს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრების საფუძველი .. ასე შეიძლება იყო იმ სურვილიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ჩვენს სურვილს ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ..
2. არასაკმარისი მისწრაფება ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომისკენ - ეს გულისხმობს, რომ მიუხედავად არსებული სურვილისა, როგორც კი რაღაც ხდება ისეთი რაც ჩვენი აზრით შეიძლება იყოს გაუმართლებელი, მაშინვე ვიწყებთ იმის გინებას, რისკენაც მივისწრაფვით.. ეს თვისება არ გვაძლევს საშუალებას მყარად დავადგეთ განვითარების და პროგრესის გზას ..
3. პოლარიზება !
ძალიან პოლარიზებულ და აგრესიულ გარემოში ვცხოვრობთ ... მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს ამისთვის, მაგრამ მიუხედავად ამ მიზეზებისა გვჭირდება დასტოპება ასე ვთქვათ და მომავლისკენ გახედვა ..
დაპირისპირებ უნდა დასრულდეს ..
4. ბოღმა დაჯგუფებები !
ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ეს პრივილეგიებს მიცვეული დაჯგუფებები დაბოღმილები პრივილეგიების დაკარგვისგან, ვერ აგუებიან ამ მოცემულობას ... შესაბამისად აქვთ განუსაზღვრელი დოზით დაგროვილი ბოღმა, მოურიდებლად ანთხევენ მას, წამლავენ გვერდით მყოფებს.. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და პროგრესს ..
5. ხელისუფლებით/ძალაუფლებით თრობა !
ეს ჩვენი პოლიტიკური კლასის ძალიან დიდი პრობლემაა .. ხელისუფლების ბერკეტების ხელში ცავარდნის შემდეგ, მხოლოდ იმას არჩევენ თუ რა შესაძლებლობები ეძლევათ და ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ბერკეტებს.. შესაბამისად ყველას ეწყება თრობა ხელისუფლებით და ძალაუფლებით.. უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია რახან ეს ბერკეტები აქვთ .. არადა ამ პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა საბოლოო ჯამში იწვევს კრახს პოლიტიკოსების, პოლიტიკური ძალების, მათი ლიდერების და ა.შ. ამას კი მოჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების კრახი და ფერხდება ქვეყნის განვიტარება და პროგრესი !
6. ყველაფრის გაპრავება იმ მიზეზით რომ "ჩვენიანია" !
გამპრავებლობა ძალიან სერიოზული პრობლემაა და საზოგადოების უმწიფორბას, გაურკვევლობას და უპასუხისმგებლობას უკავშირდება .. სამწუხაროდ ამ კუთხით მხოლოდ დეგრადირებისკენ მივდივართ და და საუბარი განვიტარებაზე და პროგრესზე სრულიად ზედმეტია ....
7. წესრიგის მიუღებლობა !
ვერ გაგვიგია თუ რა სარგებელი მოაქვს საზოგადოების თითოეული წევრისთვის, თითოეული მოქალაქისთვის გარკვეულ წესებზე შეთანხმებას, ამ წესებით თამაშს და მათ დაურღვევლობას ..
8. უპრინციპობა !
მაგალიტისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რ2-ის საქმის ყველა მოსამართლე ყველა ინსტანციაში და ვოლსკი .. ამ უკანასკნელმა 1 წუთში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა ერთიდაიგივე საკითხზე .. განსხვავება ამ საკითხის ინნიციატორის პერსონაში მდგომარეობდა ..
თუ ბიძინა იტყვის რომ მე ვარ სასამართლო ეს კარგია, თუ იგივეს იტყვის მიშა ან გრიშა ცუდია ..
ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს რას უჭერს მხარს იმის მიხედვიტ თუ რა ჰგონია კარგი და არა იმის მიხედვით თუ ვის უჭერს მხარს, ვინ უყვარს, ვისგან ელოდება ფინანსებს და ა.შ.
9. განსხვავებული აზრი სრული მიუღებლობა !
საქაღტველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია თუ როგორ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს ან იქცეოდეს არა ისე როგორც ყველა ! სადაც ყველა იქ მე..
ძალიან არასწორი მიდგომა, ნული ინდივიდულიზმი და შესაბამისად მირებული ცხვრის ფარა ნაცვლად საზოგადოებისა !
10. სიდუხჭირე და სიღარიბე !
რ2-თან ამას კავშირი არ აქვს, მაგრამ აქ იმიტომ ვწერ, რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას ვერ მოევლება ვერასოდეს თუ ზემოთ მოცემულ ნაწილშიმუდამ გარღვევა გვექნება
This post has been edited by maxo111 on 8 Mar 2017, 14:25