WP-Rex
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9785
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
|
#50101977 · 9 Mar 2017, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chemisaqartvelo ჰო, ნუ რა ვიცი, ჩემი აზრი ისაა, რომ ეგეთი მეომარი მეფე მეორე არ გვყოლია, მაგრამ მეფობის ბოლო პერიოდში, როცა მის ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა მისგან პოლიტიკური გამჭრიახობა და ალღო, მან ვერ შეძლო სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
აი, იაკობ გოგებაშვილი რას ფიქრობდა ამ საკითხზე:
,,ბევრს ხელმწიფეს უნატრია ამისთანა წადილი დანაწილებულის ერისა, რომელიც საქართველომ გამოუცხადა ერეკლესა, მაგრამ ნატვრა რომ ვერ ასრულებია დიდის ხნის განმავლობაში ხელში ხმალი სჭერია, უღვრია თავისივე ხალხის სისხლის ნაკადულები და ძალდატანებით შეუერთებია იგი ერთის სკიპტრის ქვეშა. იტალიის შეერთებას მოუნდა არა ერთი შინაური ომი, გერმანიამ შეადგინა ერთი იმპერია მხოლოდ მას უკან, რაც ბისმარკმა კრუპის ზარბაზნებით და ბერდანის თოფებით დააჯერა ნემცების ერთობის საჭიროება... ჩვენში კი წაღმა მსვლელობა მიიღო საქმემ. თვითონ ხალხმა, თვითონ ერმა იგრძნო ერთობის საჭიროება და მეფისაგან მოითხოვა ერთ-მთავრობის დაფუძნება. მაგრამ მეფემ უარი სთქვა იმაზედ, რასაც სხვა გვირგვინოსანნი მხოლოდ ხანგრძლივი სისხლის ღვრით მოეწეოდნენ ხოლმე'' (ი. გოგებაშვილი, რანი ვიყავით გუშინ? გვ. 60-61).
,,ქვის გული უნდა საქართველოს შვილს, რომ ეს ისტორიული მოვლენა, სავსე მაღალი ტრაგიკული მნიშვნელობითა, გაიცნოს ისე, რომ დარდით და ნაღველით არ აივსოს'' (ი. გოგებაშვილი, იქვე, გვ. 50). * * * chemisaqartvelo
ისე,საინტერესოა როგორ მიმდინარეობა მოლაპარაკებამაგ საკითხზე: პლატონ იოსელიანს აქვს დაწვრილებით აღწერილი:
,,შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოზ ქუთათელი, სარდალი ქაოხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდნენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თავის – და სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდნენ მეფესა, რომელ ყოვლად სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა, თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიათ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესა და უხარიათ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან ჯარისა გაოხრებულისა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირადად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. (პლ. იოსელიანი ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 146). ვიდრე თათბირი გაიმართებოდა, ცხადია იმერთა დელეგაციის მოსვლის მიზანი ცნობილი გახდა დარეჯან დედოფლისათვის. ამასთან უეჭველია ისიც, თათბირის დაწყებამდე დარეჯანსა და ერეკლეს შორის უკვე მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება აღნიშნულ საკითხზე, სადაც დარეჯანი, როგორც შემდეგ გამოირკვა, სასტიკი წინააღმდეგი წავიდა საქართველოს გაერთიანებისა თავისი შვილიშვილის დავით არჩილის ძის სასარგებლოდ. ასეთ ვითარებაში ,,დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელ მთავარი, თავადნი, სარდალნი, სახლთუხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი'' (იქვე, გვ. 15-16).
როგორც ჩანს, დარეჯანის საწინააღმდეგო პოზიცია უკვე ცნობილი იყო თათბირის მონაწილეთათვის და ამდენად გასაგებიც იმ მერყეობის მიზეზი, რომელიც დარეჯანის ზეგავლენით ერეკლემ გამოიჩინა თათბირზე. სწორედ ამიტომ მეფე-დედოფლის საუბრის შინაარსით წინასწარ ინფორმირებულმა ჭაბუამ პირდაპირ მოუწოდა მეფეს, რომ დაეგმო ქვეყნის საზიანო უკუღმართი აზრი და ემოქმედნა გაბედულად. ,,მეფე სდუმდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილითა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა – აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდმო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერისა. ,,ნუ ჰყოვნი, მეფეო! იტყოდა ჭაბუა, – მეფე ერისათვის და ერი მეფისათვის. ერი იმერთა ითხოვდა ერთობასა და კავშირსა. ვითარ იტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვნასა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილიშვილსა ჩემსა? ასეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპველი ქვეყნისა. ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო საუკუნოდ მოამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება''. (იქვე, გვ. 15). იმერეთის სარდალს ქაიხოსრო წერეთელს როცა დაუნახავს, რომ ჭაბუა ორბელიანის საფუძვლიანი არგუმენტაციით დასაბუთებული მჭევრმეტყველური სიტყვის შემდეგ, ერეკლე მაინც მდუმარედ იჯდა, სიტყვა აუღია და მეფისათვის შემდეგი მოუხსენებია: ,,ბატონო მეფევ, უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, – მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება იყოლიოს თავისად მეფე თვისი, ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შედგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერე თქვენით – ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, ხომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებას“ (იქვე, გვ. 16).
თათბირზე საქართველოს გაერთიანების საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ერთადერთ პიროვნებას, იოანე მუხრანბატონს. უნახავს რა, რომ მეფე თანხმობის დასტურს არ იძლეოდა და იცოდა ალბათ დასმულ საკითხზე მეფე-დედოფლის შეხედულება და სურვილი, ამ უკანასკნელთა საამებლად მლიქვნელურად გამოსულა და უთქვამს: ,,დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რით ვექმნეთ პატრონად ქვეყნისა, რომელსაც ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილიშვილი მეფისა?“(იქვე, გვ. 16).
იოანე მუხრანბატონის ლაჩრულსა და პირფერულ სიტყვას უკიდურესად აღუშფოთებია ქართლ-კახეთის სამეფოს მთავარსარდალი დავითი, რომელსაც თავისი ღირსშესანიშნავი პასუხით ადგილზევე დაუსამარებია იგი. აი, ეს პასუხიც: ,,მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისის ხმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მისცემს ღმერთად სხვასა მუხრანის ბატონსა, რომლისა ხმალი უფრო მჭრელი იქნება'' (იქვე, გვ. 16) მთავარსარდლის ამ სიტყვით ნაწყენი დარჩენილა მეფე ერეკლე და თათბირი მიუტოვებია. ამის შედეგად შეკრების დანარჩენი მონაწილენიც დაშლილან.
...ნომერ პირველი პრობლემა – საქართველოს გაერთიანება – არა მარტო იდეურად იყო მომწიფებული იმ დროს მოწინავე ქართველი ერის წრეებში, არამედ იგი ხორცს ისხამდა პრაქტიკულადაც. როგორც ითქვა, ერეკლესა და სოლომონის მოღვაწეობის პირველ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოც და დასავლეთ საქართველოც ძირითადად უკვე გაერთიანდნენ ცალ-ცალკე ამ უკანასკნელთა ძალაუფლების ქვეშ. უფრო მეტიც, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოს იმ დროისათვის ემორჩილებოდა განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები. ერთი სიტყვით, საჭიროღა იყო საქართველოს ორივე სამეფოს შეერთება და ამ ნიადაგზე გაერთიანებული საქართველოს აღდგენა. მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, ერეკლემ ვერ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად.
,,ბევრს ხელმწიფეს უნატრია ამისთანა წადილი დანაწილებულის ერისა, რომელიც საქართველომ გამოუცხადა ერეკლესა, მაგრამ ნატვრა რომ ვერ ასრულებია დიდის ხნის განმავლობაში ხელში ხმალი სჭერია, უღვრია თავისივე ხალხის სისხლის ნაკადულები და ძალდატანებით შეუერთებია იგი ერთის სკიპტრის ქვეშა. იტალიის შეერთებას მოუნდა არა ერთი შინაური ომი, გერმანიამ შეადგინა ერთი იმპერია მხოლოდ მას უკან, რაც ბისმარკმა კრუპის ზარბაზნებით და ბერდანის თოფებით დააჯერა ნემცების ერთობის საჭიროება... ჩვენში კი წაღმა მსვლელობა მიიღო საქმემ. თვითონ ხალხმა, თვითონ ერმა იგრძნო ერთობის საჭიროება და მეფისაგან მოითხოვა ერთ-მთავრობის დაფუძნება. მაგრამ მეფემ უარი სთქვა იმაზედ, რასაც სხვა გვირგვინოსანნი მხოლოდ ხანგრძლივი სისხლის ღვრით მოეწეოდნენ ხოლმე'' (ი. გოგებაშვილი, რანი ვიყავით გუშინ? გვ. 60-61).
შორს სად მივდივარ. ავიღოთ მაგალითი თვით საქართველოს ისტორიის წარსულიდან. დავით კურაპალატმა, ბაგრატ III-მ, დავით აღმაშენებელმა, და გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს გაერთიანების საკითხი თავის დროზე ხმლით გადაჭრეს. მოძმეთა სისხლის ღვრა მოუხდა აგრეთვე საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში გიორგი სააკაძეს ბაზალეთში, რომელიც მარცხით დამთავრდა. ერეკლეს კი თვით ერი შეეხვეწა გაეერთიანებინა საქართველო, და მან უარყო ეს თხოვნა თავისი ცოლ-შვილის საამებლად. ,,ქვის გული უნდა საქართველოს შვილს, რომ ეს ისტორიული მოვლენა, სავსე მაღალი ტრაგიკული მნიშვნელობითა, გაიცნოს ისე, რომ დარდით და ნაღველით არ აივსოს'' (ი. გოგებაშვილი, იქვე, გვ. 50). მაშ, გავეცნოთ ჩვენც დაწვრილებით მართლაცდა უაღრესად გულსატკენ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა მსჯელობა ერთის მხრივ ქვეყნის გაერთიანების მომხრე ერის ღირსეულ მამულიშვილთა და მეორე მხრივ გაერთიანების მოწინააღმდეგე გაჯიუტებულ მეფე-დედოფალს შორის.
იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა 1784 წელს ისე, რომ ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. მეფის გვირგვინისათვის ბრძოლა გაჩაღდა ორ პრეტენდენტებს დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. მართალია გამარჯვება დავით გიორგის ძეს დარჩა, მაგრამ ბრძოლა მათ შორის მაინც არ შემწყდარა. დამარცხებულ დავით არჩილის ძეს მხარს უჭერდა ერეკლე მეორე, რამდენადაც ეს უკანასკნელი შვილიშვილი იყო მისი. ამ ვითარებაში დასავლეთ საქართველოს მოწინავე წრეებში ჩაისახა იდეა საქართველოს გაერთიანებისა. ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ასე გადმოგვცემს ამ ღირსშესანიშნავ ამბავს: ,,შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოზ ქუთათელი, სარდალი ქაოხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდნენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თავის – და სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდნენ მეფესა, რომელ ყოვლად სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა, თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიათ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესა და უხარიათ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან ჯარისა გაოხრებულისა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირადად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. (პლ. იოსელიანი ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 146). ვიდრე თათბირი გაიმართებოდა, ცხადია იმერთა დელეგაციის მოსვლის მიზანი ცნობილი გახდა დარეჯან დედოფლისათვის. ამასთან უეჭველია ისიც, თათბირის დაწყებამდე დარეჯანსა და ერეკლეს შორის უკვე მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება აღნიშნულ საკითხზე, სადაც დარეჯანი, როგორც შემდეგ გამოირკვა, სასტიკი წინააღმდეგი წავიდა საქართველოს გაერთიანებისა თავისი შვილიშვილის დავით არჩილის ძის სასარგებლოდ. ასეთ ვითარებაში ,,დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელ მთავარი, თავადნი, სარდალნი, სახლთუხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი'' (იქვე, გვ. 15-16).
როგორც ჩანს, დარეჯანის საწინააღმდეგო პოზიცია უკვე ცნობილი იყო თათბირის მონაწილეთათვის და ამდენად გასაგებიც იმ მერყეობის მიზეზი, რომელიც დარეჯანის ზეგავლენით ერეკლემ გამოიჩინა თათბირზე. სწორედ ამიტომ მეფე-დედოფლის საუბრის შინაარსით წინასწარ ინფორმირებულმა ჭაბუამ პირდაპირ მოუწოდა მეფეს, რომ დაეგმო ქვეყნის საზიანო უკუღმართი აზრი და ემოქმედნა გაბედულად. ,,მეფე სდუმდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილითა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა – აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდმო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერისა. ,,ნუ ჰყოვნი, მეფეო! იტყოდა ჭაბუა, – მეფე ერისათვის და ერი მეფისათვის. ერი იმერთა ითხოვდა ერთობასა და კავშირსა. ვითარ იტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვნასა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილიშვილსა ჩემსა? ასეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპველი ქვეყნისა. ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო საუკუნოდ მოამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება''. (იქვე, გვ. 15). იმერეთის სარდალს ქაიხოსრო წერეთელს როცა დაუნახავს, რომ ჭაბუა ორბელიანის საფუძვლიანი არგუმენტაციით დასაბუთებული მჭევრმეტყველური სიტყვის შემდეგ, ერეკლე მაინც მდუმარედ იჯდა, სიტყვა აუღია და მეფისათვის შემდეგი მოუხსენებია: ,,ბატონო მეფევ, უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, – მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება იყოლიოს თავისად მეფე თვისი, ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შედგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერე თქვენით – ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, ხომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებას“ (იქვე, გვ. 16).
თათბირზე საქართველოს გაერთიანების საწინააღმდეგო აზრი გამოუთქვამს ერთადერთ პიროვნებას, იოანე მუხრანბატონს. უნახავს რა, რომ მეფე თანხმობის დასტურს არ იძლეოდა და იცოდა ალბათ დასმულ საკითხზე მეფე-დედოფლის შეხედულება და სურვილი, ამ უკანასკნელთა საამებლად მლიქვნელურად გამოსულა და უთქვამს: ,,დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რით ვექმნეთ პატრონად ქვეყნისა, რომელსაც ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილიშვილი მეფისა?“(იქვე, გვ. 16).
იოანე მუხრანბატონის ლაჩრულსა და პირფერულ სიტყვას უკიდურესად აღუშფოთებია ქართლ-კახეთის სამეფოს მთავარსარდალი დავითი, რომელსაც თავისი ღირსშესანიშნავი პასუხით ადგილზევე დაუსამარებია იგი. აი, ეს პასუხიც: ,,მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისის ხმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მისცემს ღმერთად სხვასა მუხრანის ბატონსა, რომლისა ხმალი უფრო მჭრელი იქნება'' (იქვე, გვ. 16) მთავარსარდლის ამ სიტყვით ნაწყენი დარჩენილა მეფე ერეკლე და თათბირი მიუტოვებია. ამის შედეგად შეკრების დანარჩენი მონაწილენიც დაშლილან.
თათბირს არ დასწრებია დარეჯან დედოფალი, მაგრამ იგი, როგორც უაღრესად დაინტერესებული პიროვნება, ცხადია გაფაციცებით უცდიდა მის შედეგს. ხოლო როცა გაუგია, რომ თათბირის თითქმის ყველა მონაწილემ საქართველოს გაერთიანებას დაუჭირა მხარი, არ მოსწონებია. განსაკუთრებით დავით სარდლისა და ჭაბუა ორბელიანის გამოსვლით დარჩენილა უკმაყოფილო. ამიტომ დარეჯანს თავისთან დაუბარებია ჭაბუა ორბელიანი და მრისხანე საყვედურით მიუმართავს საქართველოს გაერთიანებაზე მხარდაჭერისათვის. მაგრამ ჭაბუას არც დედოფალთან დაუხევია უკან და იქაც მტკიცედ დაუცავს თავისი აზრი. ,,არა ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული მეფისა და სამეფოისა. ჰაზრი ჩემი დაშთება უცვლელად, მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, შთავიტან თანა საფლავსა'' (გვ. 17).
ნახეს რა იმერეთის წარმომადგენლებმა, რომ საკითხის დადებითად გადაჭრა დარეჯანზე იყო დამოკიდებული, ისინი სპეციალურად ეახლნენ თურმე დედოფალს და სთხოვეს მხარი დაეჭირა საქართველოს გაერთიანებისათვის. ,,ქუთათელი და გენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მოუთხრობდეს დედოფალსა იმერეთისა მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა. დედოფალი ბრძანებდა უარსა და იტყოდა ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილიშვილისა ხელთაგან'' (იქვე, გვ. 17).
მეორე თათბირი გამართულა სამი დღის შემდეგ. თათბირზე პირველი ჭაბუა ორბელიანი გამოსულა და კვლავ საქართველოს გაერთიანებისათვის დაუჭერია მხარი. შემდეგ სიტყვა ანტონ მეორე კათალიკოსს უთხოვია და ჭაბუა ორბელიანის პოზიცია დაუცავს. ამის შემდეგ ერეკლეს თავისი მემკვიდრისათვის მიუმართვს: ,,რასა იტყვი, გიორგი, შენ?“ გიორგი ბატონიშვილის, როგორც მომავალი მეფის აზრს უეჭველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადაწყვეტისას. საყურადღებოა, რომ გიორგისაც საქართველოს გაერთიანებისათვის დაუჭერია მხარი და შესანიშნავი ლოგიკურობით დაუსაბუთებია ერთობის აუცილებლობა. ,,ხელმწიფეო ჩემო! – მიუმართავს გიორგის მეფისათვის, – ,,სიტყვა ჩემი ვითარცა ჰხედავ, იქმნება მრავალთათვის წინააღმდეგი და მაინც გავბედე მოგახსენოთ: ,,შეერთება იმერეთისა და ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა, თუ გნებავთ უძლეველობა. არს მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, – იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ისრაელთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად მეფობა სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, – ბრძანებს მაცხოვარი“ (იქვე, გვ. 17). გიორგის სიტყვა დიდად მოიწონეს თურმე თათბირის მონაწილეებმა.
ბოლოს სიტყვა ისევ ჭაბუა ორბელიანს აუღია. ამ უზადო პატრიოტს მდაბლად, მაგრამ მკაფიოდ მოუთხოვია მეფისათვის იმერეთის დესპანის თხოვნის დაკმაყოფილება. მაშინ მეფე წამომდგარა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მოკლედ განუცხადებია: ,,თხოვასა ამას ვერ მივიღებ, მტერი მადგას კარსა, ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიც უნდა იყოს შვილიშვილი ჩემი. იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთისა თანა'' (იქვე, გვ. 17-18).
This post has been edited by WP-Rex on 9 Mar 2017, 12:01
|