დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს
20:43 09-03-2017
დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ხელმეორედ დანიშნეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ, დაძლიეს რა პოლონეთის წინააღმდეგობა“, - წერს სააგენტო.
ცნობილია, რომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.
4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.
////////
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. განცხადება უკვე გაიგზავნა ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანა მალტაში.
4 მარტს სარიუშ-ვოლსკი საკუთარი პარტიიდან, სამოქალაქო პლატფორმიდან გარიცხეს, რადგან პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დონალდ ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა. პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო პლატფორმიდან მისი გარიცხვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ვოლსკი ევროპის სახალხო პარტიიდანაც გაირიცხება, რადგან სამოქალაქო პლატფორმა ამ პარტიის შემადგენლობაში შედის.
3 მარტს სარიუშ-ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სანამ არ გაირკვევა რუსთავი 2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. მისი თქმით, "ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ".
ნაცებოო

არა და ვთქვი აქ, მოიქესტა ტექნიკურად-თქო და საერთო ყიჟინის ფონზე არავინ მომისმინა

Сам Сариуш-Вольский заявил, что выступил против бывшего главы своей партии, так как «не поддерживает доносов на собственную страну и введение против нее санкций». Впрочем, теперь это уже не его партия — действующий глава «Гражданской платформы» Гжегож Схетина сообщил, что Сариуш-Вольского единогласно исключили.
«От величия до шута один шаг», — отметил он.
http://www.parmapress.ru/russia-and-the-wo...lo-v-evrosovet/ This post has been edited by Lаki on 9 Mar 2017, 20:59
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3