iosebovich
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 19774
წევრი No.: 128990
რეგისტრ.: 20-March 11
|
#50113729 · 10 Mar 2017, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე
788 დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად: "ჰე მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად. 789 ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". 790 რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. 791 წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქბენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. "სიყვარული აღგვამაღლებს", ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! 792 ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. 793 რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვდინების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების! 794 რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა! 795 არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. 796 რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად. 797 მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა? ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. 798 არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა! 799 რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! 800 ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 801 მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად. 802 თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, - მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან. 803 მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. 804 რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად. 805 ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის, არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! 806 გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, - ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, - ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა. 807 გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!" 808 მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა, უთხრა: "ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა". მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.
--------------------
არაფერში ბედი რომ არ გვაქვს! ძლივს რუსეთთან ურთიერთობა დავალაგეთ და რაღა ახლა უნდა დაიპყრონ მაინცდამაინც!
|