#50118330 · 11 Mar 2017, 15:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტატია თავისებურად საინტერესოა და ავლენს ამერიკული იდეოლოგიის სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მკაფიოდ იკვეთება ასევე დიდი დაბნეულობა მართვის სისტემის-სისტემების სერიოზული ნაკლოვანებების ანალიზსა და ჯანსაღ შეფასებებში, რაც ასევე ავლენს არსებული სისტემების სისუსტეს --- გადაწყვიტოს და მოაგვაროს საზოგადოებრივი თანაცხოვრების ხელისშემშლელი წინაღობანი, რასაც იწვევდა-იწვევს მართებული იერარქიის შექმნის აუცილებლობის გაუცნობიერებლობა და არსებულთა კრიზისულ ჩიხში ყოფნიდან მართებულად გამოსვლის ან უცოდინრობა, ანდაც შეგნებული თვალ-გონის დახუჭვა ელიტარულ უმცირესობათა ძალადობებზე უმრავლესობისადმი, რისი მტკიცებულებაც აშკარად მრავალია სოციალური უთანასწორობათა მძიმე ფონზე.
საექსპერიმენტოდ შერჩეულ ქვეყნებში ჩატარებული სოციალ-ეკონომიკური ცდების შედეგები უმრავლეს შემთხვევებში არამართებულად გამოიყენება და მიზნობრივია უმრავლესობათა მართვების დასახვეწად და ერთგვარად ეშმაკურად დასაბოლებელ-მოსატყუებლად.
არსებული მართვის სისტემები ფრიად ეშმაკურადაა შეფუთული და უმთავრესი ზრუნვის ცენტრად ვითომდა მოიაზრებენ ადამიანს და რეალურად ადამიანებად თვლიან არა უმრავლესობას, არამედ, ელიტარულ უმცირესობებს და მათ ხარბ ინტერესებს.
ამბობენ ერთს, ფიქრობენ მეორეს, მიზნად ისახავენ მესამეს, აპიარებენ მეოთხეს, გეგმავენ მეხუთეს, ოცნებობენ მეექვსეზე და აკეთებენ მეშვიდეს უკუღმართულად... წაღმად გამოცხადებებით. ეს ეშმაკურ-აფიორული სისტემები დგას ერთ საფუძველზე: დაყავი და იბატონეზე, რადგანაც მართვების იაფი და დიდ მოგებებზე გათვლილი --- მცირე წინააღმდეგობების მომცველი მანქანაა, რომელიც ასევე მიზნობრივად ცხადდება-პიარდება უმრავლესობის ნება-სურვილების შემსრულებლად, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს საფუძველშივე, როგორც უმცირესობის პროექტი-პროექტები და ქმნის უდაბლესი დონის მართვის სიტემებს, რაც მუდმივად წარმოშობს მოთხოვნებს სისტემურ სიახლეებზე და ასე მიეწოდებათ ძველი ახალი შეფუთვებით --- ვითომდა უმრავლესობაზე ზრუნვის გამოხატულებანი.
მაქსიმალურად იზღუდება, იმალება, ცილისწამებათა ნიაღვრებში ინთქმება მართლაცდა მართებული და არსება ადამიანის მსახური სისტემის პროექტები და მართებული იდეოლოგია-რწმუნებანი სახელის გატეხის და ერთი ტალახიანი ღორის მიერ ყველას გასვრის გათვლილი იდეოლოგიებით.
უბრალო მაგალითი ავიღოთ --- ყბადაღებულ შეთქმულების თეორიები. თეორია იყო, განხორციელდა, შემოწმდა,შედეგებიც დაიდო და მაინც მავანნი ომახიანად გაჰყვირიან რომ ეს ჯერ ისევ შეთქმულების თეორიაა და ლუსტრირდებიან საბოლოოდ, რომ თავად არიან შეთქმულები და შეთქმულების მონაწილენი.
სარწმუნო- ებრივად --- ესაა ის პოლიტიკა, როდესაც ყოველივე, კარგიც, საშუალოც, ცუდიც --- ბრალდება მხოლოდ შემომქმედს და სატანა ცინიკურად აცხადებს თავს ღვთისქმნილ მთავარანგელოზად და მან, როგორც ქმნილებამ, სიკეთის და ბოროტების არსნი თავად ღმერთისგან ისწავლა, რადგან ყველაფერი მხოლოდ ღმერთმა შექმნა და მათ შორის ბოროტებაც. ასე რომ --- შურიან ცილისწამებებს და გადაბრალებებს მიმართავს მხოლოდ შემომქმედისადმი და თავს მისი ნების აღმსრულებლად აცხადებს. ამ სიცრუეთა სათავე ქმნის სწორედ საერო-სასულიერო ელიტებში მხოლოდ ,,თავიანთების" კარიერულ წინსვლებს და მართვის ბერკეტების ულმობელ მართვებს. მკვლელობათა დახვეწილი მეთოდები იოლად მრავლდება უღვთო, იგივ ფსევდოღირებულებებით გაჟღენთილ მასებში, რომლებსაც მლიქვლენურად-საქებრად ერთფეროვნად საზოგადოებას უწოდებენ, რომელიც სინამდვილეში მრავალფეროვანია გინდ იდეურად და გინდაც მიზნობრივად, რადგან ძირითადად ინდივიდებისგან შედგებიან. დათითოება კი მხოლოდ ერთობით მთავრდება და ერთობაც ორგვარად ყალიბდება რეალურ სამგვაროვნებაში. გლობალიზმი.საერთოდ ერთგვაროვნებას ისახავს მიზნად --- ღვთაებრივ-სატანური ელიტარული სათავით.... საიდუმლოა, რომ --- სიცოცხლისათვის უცხო და მიუღებელია სიკვდილი და არსებობისათვის არაარსებობა? და ასე შემდეგ....
This post has been edited by triumpi on 11 Mar 2017, 16:05
|