ბათუმში ვარ და ჩემი თვალით ვნახე რაც მოხდა და ხდება, რის შესახებ დაწერასაც ვაპირებ ახლა
.წავედი აქციაზე სწორედ იმიტომ რომ საკუთარი თვალით მენახა და მომესმინა რა ხდებოდა,
ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რაც ვნახე,

საპატრულო პოლიციის შენობის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე შეიკრიბა ხალხი, რომლებიც ითხოვდნენ დაკავებულების გამოშვებას,
თავიდანვე გამაკვირვა იმას, რომ გამზირი ძალიან დიდი მანძილზე გადაკეტილი იყო, არადა არ იყო არანაირად ამის საჭიროება.მოშორებით იდგა ორი სატვირთო და რამდენიმე ჯიპი სამხედრო პოლიციის,,
აქციის მონაწილეები თითქმის 100 პროცენტი მამაკაცები იყვნენ,
მოგეხსენებათ ბათუმში ხალხი ერთმანეთს კარგად იცნობს, ამიტომ ჩემს შეკითხვაზე, ვინ იყვნენ შეკრებილები და იყვნენ თუ არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ამომწურავი პასუხიები მივიღე-ზოგი თავადაც ვიცანი,, იქ იყვნენ მოქალაქეები, მათ შორის რასაკვირველია რაღაც პარტიული კუთვნილებითაც, იყვნენ ქოცნების ყოფილი და მოქმედი აქტივისტებიც, ერთი საკრებულოს წევრიც,და რამდენიმე ენმ აქტივისტიც დავინახე,-ეს მათ გასაგონად, ვინც ცდილობს ენმ-ს არარსებულ როლზე ზღაპრების შეთხზვას,.. და იყო ბეევრი სუსის თანამშრომელი, ძალიან ძალიან ბევრი

დამანახეს სუსის ოპერატორი კამერით და მითხრეს, რომ რამდენიმეჯერ პლასტმასის ბოთლი ისროლეს ეზოსკენ, სადაც სპეცრაზმი იყო და ეს ბოთლები სუსის თანამშრომლებმა ისროლეს-ცხადია, ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია,
ხალხი რასაკვირველია ხმაურობდა, პერიოდულად სკანდირებდნენ-"ბათუმი, ბათუმი" და "გადადექი". როგორც ამიხსნეს, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვდნენ,
პოლიციის შენობაში შევიდნენ წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად და ხალხი მათ გამოსვლას ელოდებოდა, დაპირებული 10 წუთის მაგივრად ორი საათი ელოდნენ პასუხს,
ერთხელ სცადეს ნამდვილად ეზოში შესვლა და სპეცრაზმმა წინააღმდეგობა გაუწია და უკან გამობრუნდნენ,,
ის მომენტი, როდესაც სპეცრაზმი დაიძრა ეზოდან, იყო სრულიად მოულოდნელი!!:სიმშვიდე იყო და ტელეფონში მესიჯის წერა დავიწყე და ამ დროს გავიგონე ბრახუნი და ხალხის მასაც დამეჯახა, თავი ავწიე და დავინახე სპეცრაზმი ფარებზე ხელკეტის ბრახუნით როგორ გამოდიოდა ეზოდან, თითქმის მაშინვე დაიწყეს რეზინის ტყვიების სროლა და ბუნებრივია ყველა გამოვერიდეთ,, ბევრი გაიქცა,,იმდენად არაადექვატური და მოულოდნელი იყო ეს შეტევა, რომ აზრზე გვიან მოვედი, როცა ცხვირი და თვალები ამეწვა და მივხვდი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ამ დროს გავიგონე ვიღაცამ როგორ დაიძახა ქვები ვესროლოთო და სავარაუდოდ ესროლეს კიდევაც სპეცრაზმს ქვები. ნუ რასაკვირველია ქოცდეპუტატი ჭეიშვილი კომენტარში ზღაპრებს ყვება როცა ამბობს საათობით ისროდნენ ქვებსო

ჯერ ჭავჭავაძეზე სადაა ამდენი ქვა და მეორეც, ნამდვილად მას მერე ისროლეს ქვები რაც პატრული თავს დაესხა მშვიდობიან საპროტესტო აქციას,
ახლა რაც ხდება ბათუმის ქუჩებში- ესაა კოშმარი,
ახალგაზრდები წვავენ მანქანებს და არბევენ ქუჩებს,
ესაა მშრალი ფაქტები, მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე,
დასკვნა :
1.სრულიად გამოვრიცხავ იმის საფუძველზე, რაც ვნახე და იმის გამო რომ თავად წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ საპროტესტო აქციას რაიმე პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა და აქვს,
2. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა საპროტესტო აქციის ასეთი სასტიკი დარბევა- აშკარად ძალის გადამატებით.
"ხელისუფლებას" ეშინია საკუთარი ხალხის, ეშინია თავისუფალი სიტყვის, ეშინია საპროტესტო მშვიდობიანი აქციების,
და მთავარი დასკვნა- ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება,,
მოკლედ
1. საპროტესტო აქცია მიზეზებისგან და მიზნებისგან დამოუკიდებლად ღამის ათ საათამდე იყო სრულიად მშვიდობიანი!
2. სპეცრაზმის არაადექვატურმა ქმედებამ მოახდინა იმის პროვოცირება რაც ახლა ბათუმის ქუჩებში ხდება, ვანდალიზმი და ქაოსი, რაც ყოვლად დაუშვებელია,
ხელისუფლება ახლაც არაადექვატურია,
3. პროვოკატორების, მეისრეების და დაბალი ღობეების ძებნა არ გამოგივათ და უარეს შედეგამდე მიგიყვანთ ქოცხელისუფლება!!!
პ.ს.
არ ვაპირებდი ამ საკითხზე აქცენტის გაკეთებას , მაგრამ კვირიკაშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ გადავიფიქრე,
ვიყავი აქციაზე და ვხედავ რაც ხდება ბათუმის ქუჩებში,
კარგად ვიცნობ აჭარლებს და მათ ტემპერამენტსაც,
ჰოდა ის რაც ახლა ხდება, არის მართული!!!~
ვუყურებ კადრებს და ეს ხალხი არ იყო აქციაზე საპატრულო პოლიციის შენობასთან !!!
ქოცხელისუფლება!!!
არც კი გაბედო პოლიტიკურ ძალებთან ამ ქაოსის დაკავშირება!!
გეყოფათ ხალხის დაცინვა!!!
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare