ისე მაგარი ხისთავიანი პოლიციელები არიან გორში.
ავარია რო მომივიდა, 2009-ში, ახალი გამოწერილი ვარ საავადმყოფოდან და ტელეფონზე მირეკავენ, გორის პოლიციიდან ვართ და უნდა ჩამოხვიდე დაკითხვაზეო (ქვიშხეთთან მომივიდა ავარია).
მეთქი რა ჩამოვიდე, სახლში ვწევარ, ვერ დავდივარ მეთქი.
ორი კვირა ყოველდღე მირეკავდნენ, უნდა ჩამოხვიდე ჩვენება დაწეროო.
მეთქი არაფერი არ მახსოვს, ამნეზია მქონდა, სამედიცინო ჩანაწერებშიც დაფიქსირებულია მეთქი (მართლა მქონდა, დღესაც არ მახსოვს ავარიის დღე, ამოვარდნილია ჩემი მახსოვრობიდან)...
არა, უნდა ჩამოხვიდეო.
ესე სამი კვირის შემდეგ ფეხზე რო ავდექი ძლივს და ხელჩაკიდებულს მატარებდნენ, ძმაკაცს ვუთხარი წამო ჩამიყვანე გორში, აღარ შემიძლია, ტვინი მომე###ა მეთქი.
ჩავედით გორში, მივედი განყოფილებაში და დამხვდა ეს გამომძიებელი, ორ კვირაზე მეტი ტვინს რო მი###ავს და უნდა დაგკითხოო, შემიუვანა ოთხში და აბა მოყევი როგორ მოხდა ავარიაო.
არაფერი არ მახსოვს მეთქი და კაიო და თავისუფალი ხარო

მეთქი შე დედამო###ულო, ორი კვირაა ტელეფონზე მირეკავ და გეუბნები არ მახსოვს და რატო ჩამომიყვანე ამხელა გზაზე, ხო ხედავ ხელი თუ არ მომაშველეს ვერ დავდივარ მეთქი.
წესია ეგეთიო, პირადად უნდა დამეკითხეო

ბარემ ავარიაზე ვლაპარაკობ და კიდე მოვყვები პატრულის Y-ეობას ამ ამბავზე.
ეს ავარია აპრილში მომივიდა და ივლისში მირეკავენ, სასამართლოზე გამოცხადდიო, შენი საქმე იხილებაო...
გავიკითხე და მანდ დასწრება ნებაყოფლობითიაო და არ წავედი, მაინც გამამტყუნებდნენ, არავინ დამჯახებია, მე თვითონ გადავვარდი მტკვრის არხში, ფხიზელი...
ხო და რამდენიმე დღის მერე მირეკავენ, გაგამტყუნეთ ავარიაზე და 150 ლარი ჯარიმა დაგეკისრაო, კურიერი მოგიტანთ და სახლში დავხდიო.
მეთქი მარტო ვარ (ოჯახის წვრები ზღვაზე იყვნენ) და სადმე დატოვეთ მეთქი...
ორჯერ დამირეკეს კიდე, ერთი კვირის გამოტოვებით და არ ვიყავი სახლში, სამსახურში ვიყავი.
და მესამე კვირას მეუბნებიან ფოსტაში დავტოვეთო და აიღეო.
ჩავედი 3-4 დღის მერე ფოსტაში და რო არ მოხვედი უკან გავატანეთო და დავიკიდე ეს ჯარიმა.
ვიცი რომ ჩაბარებული არ მაქვს და მკიდია...
და სექტემბერში საკაიფოდ მოვიგე ფული ტოტალიზატორში და ვიფიქრე მაინც გადასახდელი მაქვს ეგ ჯარიმა და ბარემ ფული როცა მაქვს ეხლა გადავიხდი მეთქი.
ჩემი თანამშრომელი გავიყოლე, ყოფილი პროკურორი.
მივედით ამ მე-12 ოთახში და ჯარიმა უნდა გადავიხადო მეთქი და რო ნახეს ჩემი მონაცემები, კინაღამ ბორკილები დამადეს, 5 თვე გაქვს გადაცილება, რა 150 ლარიო, ჯარიმაც უნდა გადაიხადოო.
მეთქი რა ჯარიმა, არ მაქვს ჩაბარებული მეთქი და როგორ არა, რამდენჯერმე მოიტანეს და ფოსტაშიც დაგიტოვესო...
ამ ჩემმა თანამშრომელმა თქვენ შიგ ხო არ გაქვთო, მოძებნეთ კარგადო, იქ ვიღაცა ნაცნობს გადაურეკა და გაირკვა ბოლო-ბოლო...
თორე მაგარ შარში ვიყავი, 22 წლის ბიჭი, დავიბენი მაგრად რო მაწვებოდნენ მაინც ჯარიმა გაქვს გადასახდელიო...
კაი ბილეთი იყო ისე, 5 "ლაბავოი" "ნიჩია" დავსვი, 400 კუში, ორი თუმანი მედაო

აი ბილეთიც, FB-ზე მაქვს ატვირთული სქრინი, ვამაყობდი ამ ბილეთით
This post has been edited by Frankens†ein on 15 Mar 2017, 22:06
მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...