მთლად უმიზეზოდ არა, მაგრამ შერჩევითი სამართლით კი...
მოკლედ მიშას დროა ჯერ კიდევ ნაცების.
2012 წელი ალბათ...
და მეგობარი მირეკავს, აგარაკზე ვარ და ამას და ამას შეეხმიანე და ამოდით ჩემთანო.
საბოლოოდ ისე გადაწყდა რო ჩემს ძმაკაცს უნდა გავუარო, დიღმის მასივში ცხოვრობს.
ამ დროს უბანში პლანი გაიჩითა შინაურებში და სასტავს ვუთხარი კაცურად გამატანეთ, კაი პონტში მივდივარ მეთქი

და არ გვაქვს მაგდენი, თუ გინდა აქ მოწიეო...
საღამოა უკვე.
ხო და მოვწიე და ერთ ძმაკაცს ვეუბნები წამო კაცურად დიღმის მასივში გამიყვანე მეთქი.
წამიყვანა და პოლიციასთან მელოდება ეს ჩემი მეორე ძმაკაცი და მაგის მოპირდაპირე მხარეს გავაჩერებინე, ხო არ დავაკრუგინებდი.
ჩამოვედი და ფეხით გადასასვლელი არის ესე 200 მეტრის იქით, მაიაკოვსკის ძეგლთან და დამეზარა და გადავაჭერი ეგრევე.
პატრულის მანქანაა გაჩერებული პოლიციის წინ, მაგრამ დავიკიდე...
ჩემთან ერთაფ 3-4 კაცი გადმოვიდა გზაზე თან.
ხო და ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მაგის მეგობარი დგანან და ვდგავართ და ვსაუბრობთ, 10 წუთი მაინც.
ამ დროს ერთი გოგო უნდა მოსულიყო კიდე, უნდა წაგვეყვანა და იმან დამირეკა და მოვშორდი ამათ, გავედი გზის პირას და ვუხსნი სად ვდგავართ რო მოვიდეს, ბინდია უკვე.
მოვრჩი საუბარს, მოვტრიალდი და გადმოვიდა პატრული და მეძახის, მოდი აქო...
კინაღამ მოვკვდი, მეთქი დამენძრა...
თან მიკვირს ამ სიბნელეში როგორ შემამჩნია მეთქი და თან იზმენასაც ვიკიდებ, ე.ი. ძაან ცუდად ვარ და სახეზეც მეტყობა ესე შორიდან მეთქი.
ან ვინმე გაბოზდა მეთქი...
ვისთან ერთადაც მოვწიე არ გაბოზდებოდნენ, ვინც მომიყვანა არც ჩემი ძმაკაცი... სხვამ კიდე არ იცის არავინ და უეჭველი ძაან ცუდად ვარ და სახეზე მეტყობა მეთქი...
მივედი ამ პატრულთან და საბუთებიო...
ამოვიღე საფულე და ორჯერ დაივარდა ნერვიულობის ნიადაგზე, პირადობას რო ვიღებდი.
და ეს პატრული მეკითხება, ხო იცი რატომაც დაგიძახეო.
ხმას არ ვიღებ, მაგარ იზმენაში ვარ.
500 ლარი ჯარიმა მაგრად მკიდია, მაგრამ ვფიქრობ რო წამიყვანენ ესენი მოსაფსმელად, მერე სანამ ჯარიმას გამიფორმებენ დროც გავა და პონტს ვმაზავ.
ხო იცი რატომაც დაგიძახეთო, გამიმეორა კითხვა...
ისევ გაჩუმებული ვარ და ვალაგებ ფიქრებს გონებაში.
უკვე უნდა დავიწყო რომ ამ ერთხელ მაპატიეთ, ვმუშაობ, პატიოსანი კაცი ვარ და არ ვეწევი, ამ ერთხელ შევცდი და რამე...
და უკვე რო უდა დავიწყო ბოდიშები და პატიების თხოვნები, აქ გადმოსვლა როგორ შეიძლება, 3 ლარიანი უნდა დაგიწეროო

და წამსკდა ეგრევე სიცილი, ვხარხარებ, ვეღარ ვჩერდები...
გამოYევდა პატრული რა გაცინებსო.
თან სიცილის შეკავება მინდა, არ დავიწვა ამ ბედნიერების ჟამს და თან ვერ ვიკავებ.
ხო და 3 ლარიანის გადახდა მიტყდება და 10-იანი გამომიწერე მეთქი და ვიცინი ისევ

ამ დროს ჩემი ძმაკაციც მოვიდა და იმას ვეუბნები სესხი უნდა ავიღო სამლარიანი ჯარიმის გადასახდელად და თავდებში ხო ჩამიდგები მეთქი...
ეს პატრული მეუბნება თან, ნუ ეხუმრები, თუ დაგავიწყდა 1500 გახდებაო და მაგაზე ვიცინი ისევ...
ჩაჯდა მანქანაში, ნახა ჩემი მონაცემები და შენ არც ფეხით სიარული გცოდნია და არც მანქანითო (მაგარი დალეწილი ვიყავი ავარიაში და ჩანდა)...
ამაზე კიდე ხარხარი და ბოლოს ნუ იცინი, სერიოზულად მიუდექი ჯარიმასო და წავიდა

ხო და რას ვამბობდი, ჩემს გარდა 4 კაცი გადმოვიდა იმ გზაზე და არაფერი უთხრეს.
მერე 10 წუთი იქ ვაბირჯავებდი მაგათ წინ და არაფერი მითხრეს.
და რო გამოვედი 10 მეტრის მოშორებით, მაშინ მოვიდნენ...
უმიზეზოდ დაჯარიმებაა აბა რა არის...
Mens sana in corpore sano...