თან 3,333 ლარიც არ აქვს რეალურად 2,666 ლარია ხელზე.
მე შევდივარ მაგ კატეგორიაში და ვიხდი კერძო დაზღვევას მაგრამ საშინელი პაკეტი მაქვს. იმიტომ რომ სულ 7 ადამიანი დავეზღვიეთ სამსახურიდან რადგან სხვებს მცირე შემოსავალი აქვთ და საყოველთაო ურჩევნიათ
ჩემ მეუღლეს აქვს შემოსავალი მაგრამ არც ისე დიდი, თვეში 500 ლარით ბებიებს ვეხმარები და რეალურად ვცხოვრობ ისე რომ არ მშია, გამიმართლა რომ ბინა მაინც არ მაქვს საყიდელი თორემ მერე მართლა ქამრის შემოჭერა მომიწევდა.
სახელმწიფომ ჯანდაცვის კუთხით უნდა მიიღოს შემდეგი ზომები:
1) თუ კომპანიას დასაქმებული ყავს 15 ან მეტი ადამიანი დამსაქმებელი დაავალდებულოს რომ დააზღვიოს თანამშრომლები
2) კლინიკებს აუკრძალოს სხვადასხვა საფასო პოლიტიკის გატარება დაფინანსების წყაროს მიხედვით, მე რომ მივდივარ კლინიკაში და დაზღვევა თუ არ მიფარავს ხარჯს 2-ჯერ მეტს მახდევინებენ ვიდრე სადაზღვევოს. ანუ ქეშ პაციენტებს რომ გვწეწავენ ყველაზე მეტად ვინც ყველაზე დაუცველი გამოვდივართ.
3) აიკრძალოს ოჯახის ექიმების კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებზე ან პროგრამებზე მიბმა (უმეტესად ფაქტიურად დაზღვევის თანამშრომლები არიან და სადაზღვევოს ინტერესებს ატარებენ პაციენტის ხარჯზე)
4) სავალდებულო გახდეს კლინიკებსა და სადაზღვევოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება იმ ნაწილში მაინც სადაც ტარიფებია მითითებული.
დღეს როცა დაზღვევით მაქვს თანაგადახდა ვთქვათ 40%, კლინიკა მახდევინებს საცალო ტარიფის 40%-ს. ანუ თუ პროცედურა ღირს 100 ლარი 40 ლარს, დანარჩენს ფარავს დაზღვევა.
რეალურად დაზღვევას აქვს კლინიკისგან ოფერი რომ იგივე პროცედურა სადაზღვევოსთვის ღირს როგორც წესი 40-50%-ით ნაკლები
ანუ მე ვიხდი 40 ლარს და დაზღვევა მაქსიმუმ 20 ლარს (რადგან დისქაუნთიანი ფასია 60 ლარი რომლიდანაც 40 მე დავფარე).
რეალურად სადაზღვევო და კლინიკა მე მაბოლებს და 40% თანაგადახდის ნაცვლად მაქვს 67%-იანი რაც მე თუ მკითხავთ თაღლითობაა და მეტი არაფერი. რადგან პოლისით მაქვს 40%-იანი თანაგადახდა და ვიხდი 67%-ს (არსად არ არის მითითებული რომ კლინიკის საცალო ფასებიდან მაქვს მე თანაგადახდა)
რეალურად სადაზღვევოები დღევანდელ სისტემაში გრიმიტობენ.
იურისტებთან მაქვს კითხვა ეს სქემა საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება თუ არა დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული?
This post has been edited by FinEx on 4 May 2017, 14:35
არაა ეგრე, პოლიტ ელიტაა მტერი, ზოგადად დასავლეთის. ტრამპთან დაკავშირებით იმედები იყო, რომ რევოლუციონერი გამოდგებოდა (როგორც სააკაშვილი), მაგრამ, როგორც ჩანს და ისეთი პირი უჩანს, რომ გახედრეს @ ქოცი არ არის მაგრამ