მუხლი 20. პირის იდენტიფიკაცია
1. პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა
იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების
განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ
სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა
პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს
პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
მუხლი 19. პირის გამოკითხვა
1. პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის
მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც
შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს
პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა
სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის
განხორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების
უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო
შემთხვევის ადგილზე;
ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის
მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს
თუ პირადობა არ ექნებოდათ მაშინ აქვთ უფლება სურათი გადაგიღონ. ძაან თვითნებობენ. ვისთანაც საჭიროა იმათთან უნდა გაატრაკონ ტიპებმა და ხედავ დავუშვათ ტიპი არის სუფთა წარსულის რაღას უ###ნავ ტვინს გაუშვი გაატარე
This post has been edited by RUDIARIUS on 19 Mar 2017, 21:32