21 მარტს თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ყაჩაღობა მოხდა. ბიზნესმენ ლევან შინდელიშვილს იარაღის მუქარით BMW X5 მარკის ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები გასტაცეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული გახსნა. უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.
Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე პოლიციამ ცნობილი იუმორისტის დათო როსტომაშვილის ვაჟი, მსახიობი გიორგი როსტომაშვილი და სახალხო მკურნალის, ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი ნიკა მჭედლიანი დააკავა.
ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ბიზნესმენ შინდელიშვილს მჭედლიანის და როსტომაშვილის მეგობრის ვალი ჰქონდა, რომელსაც არ აბრუნებდა, ამიტომ მას ახალგაზრდებმა ვალის დაბრუნებამდე ავტომობილი წაართვეს. ლევან შინდელიშვილი მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციის გადამოწმება Ambebi.ge-მ დაკავებული მჭედლიანის ბიძასთან,
Advertisement
დათო ასკურავასთან სცადა, თუმცა მან დაკავების ფაქტი უარყო. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, მეორე დაკავებულის, გიორგი როსტომაშვილის მამამ დათო როსტომაშვილმა.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, დაკავებულებს გ.რ.-ს და ნ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა მაისშია ჩანიშნული.
დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ვახტანგ აბესაძე იცავს. Ambebi.ge ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა:
- ჩემი დაცვის მყოფებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. სხვას ვერაფერს გეტყვით.
- რას ამბობენ მომხდართან დაკავშირებით დათო როსტომაშვილი და ბიჭიკო ასკურავა?
- მათთავნ შეხვედრა არ მქონია. მე გიორგი როსტომაშვილის ახლობელმა დამიქირავა ადვოკატად და დაკავებულების უფლებებიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს ვიტყვი.
http://www.ambebi.ge/samartali/196612-rato...ilis-vazhi.html