სსკ 265 მუხლი, რატოა დრაკონული?
ვეცდები გავცე პასუხი ამ შეკითხვას.
ვინაა ეგ დრაკონი, რატო არ მოწონს კანაფი და რისი გაკეთება შეუძლია ამ დრაკონს, თავისი "მუხლით".
ამ დრაკონის ძიენაში ბევრი საყურადღემო მომენტს მივაგენი. სახელი მცენარისა, რომელიც უხსოვარი დროიდან შესისხორცებულია საქართველოს არსებობასთან და რომელსაც ის ებრძვის არის, ქართულად კალამი (ლერწამი) სუნნელი, (კანაფი ფრანგულიდანაა ნაწარმოები (სუხლან-საბას ლექსიკონი ქართული) ლათინურად Cannabis sativa (კანაფი სასარგებლო)
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%BE%....BD.D0.B8.D1.8F განსაკუთრებით საყურადღებოა მისი სახელი ძველ ებრაულად kaneh bosem.
https://en.wikipedia.org/wiki/Etymology_of_...tic_etymologiesყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეგ დრაკონი გაცილებით ახალგაზრდაა.ვიდრე ე. შევარდნაძე. ის პირველად გამოჩნდა აშშ-ში 1937 წელს, ხოლო ჩვენ ქვეყნამდე ჩამოაღწია 1961 წელს. ნიკიტა ხრუშოვის მეფობის ჟამს როცა დაიწყეს მისი შეზღუდავა, ხოლო გორბაჩოვმა 1987 წლის 22 ივნისს სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა კანაფის დათესვა სსრკ-ს ტერიტორიაზე, ნებისმიერი მიზნით. 5 წლის შემდეგ 1992 წელს სსრკ წყვეტს არსებობას. (ორივე შემთხვევაში 1961 და 1987 წლებში სსრკ-ში კააფის აკრძალვას ითხოვდა აშშ)
საინტერესო აღმოჩენა გახდა ჩემთვის, რომ, თურმე საბჭოთა კავშირში კანაფის ნათესების რაოდენობა სოფლის მეურნეობაში პირველ ადგილზე ყოფილა, ითესებოდა ხორბალზე უფრო მეტი. 1928 წელს კანაფის ნათესების რაოდენობა აღწევდა 966 ათას ჰექტარს, ხოლო 1930 წლიდან საბჭოთა კავშირში იწყება გეგმიური სელექციური სამუშაობი ციმბირისათვის სპეციალური ყინვაგამძლე ჯიშების გამოსაყვანად, რათა მთელი ქვეყანა ყოფილიყო მოჭედილი ამ ფრიად სასარგებლო მცენარით. რომლის ბოჭკოზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება 30%-ით.
გარდა საყოველთაოდ ცნობილი სასარგებლო თვისებებისა, რომელიც ამ მცენარეს გააჩნია,
https://www.youtube.com/watch?v=sRSowj8fEaE მას ახასიათებს ერთი ფრიად საყურადღებო თვისება. კანაფის მამრი მცენარე, არის სხვა მცენარეებისათვის ბუნებრივი პროტექტორი. იცავს მცენარეებს პარაზიტი სოკოებსაგან, მავნე მწერებისაგანს, სოფლის მეურნეობის სხვა პარაზიტებისაგან, კერძოთ მის მიერ გამოსროლილი მტვერი იმდენად მცირეა კონსისტენციაში, რომ უხშობს სასუნთქ ორგანოებს პარაზიტებს და ხოცავს მათ. შესაბამის ბიოპროტექტორის როლს ასრულებს ველურ ბუნებაშიც.
როდის გამოჩნდა დრაკონის კლანჭები და როგორ იმოქმედა ამ დრაკონმა საქართველოზე. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ზემოთ აღნიშნული ბიოპროტექტორის თვისების (კანაფის) მოსპობამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია, სოფლის მეურნეობის მავნებლების რაოდენობის ზრდა, რამაც იძულებული გახადა აგრონომები მავნებლების დახახოცად გამოეყენებიათ პესტიციდები. რომლებმაც სხვათაშორის, მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და გაანადგურეს მავნებლები. მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკვებად ვარგისიანობის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ამ დროიდან საქართველოში არნახულად მატულობს ავთვისებიანი სიმსივნეების, დიაბეტების, ეპილეფსიების, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკვეთრი ზრდა. (ეს იმ ავადმყოფობათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დღევანდელი კვლევებით კურნავს "სამედიცინო მარიხუანა")
1987 წლის "გორბაჩოვის" აკრძალვის შემდეგ საქართველოში გადაშენდა ქართული მინდვრის კიტრი. თავიდან მილიციას ზეპირი ბრძანებაც კი ქონდათ, რათა გლეხებისთვის საბოსტნედ დაეტოვებიათ რამოდენიმე ძირი.
2014 წლიდან ისევე დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით საქართველოში იწყება ველურად მზარდი კანაფის განადგურება. ტრენინგს პოლიციის პირად შემადგენლობას, უშუალოდ ევროკავშირის დამკვირვებლები უტარებენ, როგორ ამოიცნონ და გაანადგურონ ველურ ბუნებაში კანაფი.
https://www.youtube.com/watch?v=LnKRRA6zOU42014 წლიდან პოლიციის მუხჩაუხრელმა "ღვაწლმა" სამ წელში არნახული შედეგი მოგვცა, ველური კანაფის განადგურების შემდეგ, პარაზიტმა სოკომ და მატლებმა გადაჭამეს და განადგურების პირას მიიყვანეს მსოფლიო წითელ წიგნში შეტანიილი კოლხური ბზა.
https://www.youtube.com/watch?v=sDSl3XlkeIwმთავარი მიზანი დრაკონისა:
საქართველოში კანაფის მწეველთა ჯანმრთელობის ზრუნვი ქვეშ შეფუთული, მოსახლეობის ონკოლოგიური გენოციდი მიმდინარეობს.
საქართველოში კანაფის აკძალვის გამო ფაქტიურად გადაშენდა სოფლის მეურნეობის კულტურების მაღალი ხარისხის კულტურები. და ქვეყანა იძლებულია შემოიტანოს გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა, რომელიც შემდგომში სათესლედ აღარ ვარგა. შენი წაგართვეს, თავისას მამასისხლად მოგყიდენ.