Shota525მე კიდევ მაგ იუზერის იმპერატიულ ტონში დაწერილ პოსტებზე საპასუხო ვითომარაიმპერატიულ პოსტებზე ვღადაობ ხოლმე.
თან პასუხის პასუხსაც არ გაგცემს

დისკუსიის რეჟიმს უკვე კომფორტის ზონიდან გამოყავს და ასე ურჩევნია, მართლაც იმპერატიულად

რეალურად კი რა ხდება ახლა და ვინ არაა გარტყმაში:
სოსიეტეს გაყიდვისთვის დაახლოებით 1 წელი ემზადებოდა, მაგრამ ბოლო წლის თვალშისაცემი მოგების მიზეზი გასხვისება არ იყო.
ზოგადად ბანკს ქონდა ბოლო 5 წელია საკმაოდ აჩქარებული ზრდის ტემპი და მაღალ მოგებებზე გადიოდნენ, განსკაუთრებით ბოლო
კომერციული დირექტორის მუშაობის პირობებში. ნუ გენ დირექტორმაც თავისი ქნა და ბევრი ახალი რამ დანერგა ბანკში.
გაყიდვამდე 2-3 წლით ადრე ბანკს ქონდა სპეცილაური გაწერილი სტრატეგია, რომელზეც დაიხარჯა უამრავი ფული და დრო
და ამ სტრატეგიის მიხედვით ბანკს ქონდა სერიოზულზე სერიოზული ამბიციები, გათვლები იყო მომდევნო წლებში ბაზრის წილის ზრდაზე
და ძირითადი ორი მოთამაშისთვის (BOG და TBC) როგორც მინიმუმ თანაბარი კონკურენციის გაწევაზე. ბოლო 2 წელში აფართოებდნენ
ფილიალების ქსელს, ქმნიდნენ ახალ სამსახურებს და დეპარტამენტებს... და ამ მოცემულობით, რომელ გაყიდვისთვის დიდი ხნით ადრე მზადებაზეა საუბარი?
HSBC-ის საკითხზე აგერ იუზერმა ასმეტამ ჩამოაყალიბა ზუსტად რა და როგორ იყო.
და პირობითად ერთი დიდი სესხის აზიაში გაკეთებას აქ 100 წვრილის გაცემის მაგივრად - არცერთი ნორმალური ფინანსური ინსტიტუტი არ ამჯობინებს,
ელემენტარული რისკების დივერსიფიკაციის პრინციპის გამო; პერსპექტივაში 100ის გაათასების, ხოლო ერთის ერთად დარჩენის ეფექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
რაც შეეხება პროკრედიტს, თუ გავლენ, გავლენ იმის გამო რომ ბაზარი ბანკის მოლოდინების შესაბამისად ვერ იზრდება და ამ კაპიტალის დაბანდება სხვაგან ჯობს.
და არა იმ მიზეზით, რომ თურმე დამწყები ბიზნესები აღარ იქნება ქვეყანაში :დ
This post has been edited by SCO on 24 Mar 2017, 13:16