"სადღეგრძელო" მასხრად ასაგდებ სიტყვად რომ აქცია ზოგმა, იმის ბრალია, რომ ის ქართულ კულტურას პატივს არ სცემენ.
ამათში მოიაზრებიან ნეოლიბერალები, "ჩემი დედა" ტიპები და ხიხოები.
ეს სამივე კატეგორია ერთნაირად მტრობენ ქართულ კულტურას, პირველი კატეგორია შეგნებულად. რატომღაც მგონია, რომ საქმე საქმეზე თუ მივიდა, ერთმანეთის მხარდამჭერებად მოგვევლინებიან კიდეც

ყველაზე სდასაცილო ისაა, რომ ჩვენ, კონსერვატორ ქართველებს გვაყვედრიან სამივე ერთმანეთის არსებობას.
ნეოლიბერალების აზრით ხიხოების და "ჩემი დედა" ტიპების არსებობა ჩვენი ბრალია. ხიხოების აზრით დანარჩენი ორის არსებობაა ჩვენი ბრალი და ასე შემდეგ.
ჩემი დამოკიდებულება სამივეს მისამართით ცნობილია აქ და ხელახლა არ მოვყვები.
რაც შეეხება ქართულ სუფრას, ის ნამდვილად აკადემიაა. ვყოფილვარ ისეთ სუფრაზე, სადაც სრულად მიგრძვნია ეგ.
ქართული სუფრა სრულად ექვემდებარება თამადას და თამადას ყოველთვის ირჩევდენ გაწონასწორებულ, მშვიდ და ზრდილობიან კაცს.
თამადა სადღეგრძელოს ამბობს მოკლედ, ორი სიტყვით და გადასცემს სადღეგრძელოს ზომიერად გაშლის საშუალებას პირს, ვისთანაც გადავა "ალავერდს".
ალავერდს გადადის რიგრიგობით და სუფრის ყველა წევრი ხდება "ალავერდის" მინიმუმ ერთხელ მიმღები. ალავერდს ვისთანაც გადავა თამადა, ის უფრო სრულყოფილად, ისე, რომ მომაბეზრებელი არ იყოს, გაშლის სადღეგრძელოს. დანარჩენი სუფრის წევრები მოკლე წამოძახილით დაეთანხმებიან სადღეგრძელოს შინაარს და დალევენ. არ იწყებენ იგივეს გამეორებას.
ილევა უმეტესად 12-14 სადღეგრძელო. სადღეგრძელოები თავისთავად გაზეპირებული გამოდის და შინაარსი ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებას ეხება.
ილევა მშვიდობის, უფლის სადიდებელი, სუფრის მიზეზის, მისი ნათესავების, მეზობლების, მეგობრების, დაღუპულთა, უმში წასულების, სიცოცხლის სადღეგრძელოები და რამე ახალს ვერ მოიგონებენ.
გაზეპირებულიო, რომ ამბობენ, აბა რა ვქნათ?
გუშინ ვადღეგრძელეთ მშობლები და დღეს უცხოელი სტუდენტები ვადღეგრძელოთ თუ ხვალ იდენტობას ამოფარებული ფაშისტები?