#51076021 · 2 Aug 2017, 22:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაც შეეხება ღამის კლუბ ''ბასიანს'' (იმჰო)
სპეციალისტის სტატუს არ ვიჩემებ. დიდი ხანია ვცხოვრობ ამსტერდამში. ასე თუ ისე შეხება მაქვს ღამის კლუბებთან. მცოდნეები დამეთანხმებიან, რომ ამსტერდამის კლუბები განთქმულნი არიან თანამედროვე ელექტრონული მუსიკის უმაღლესი დონით, როგორც შემსრულებლებით, ასევე - ზოდაგაგ ''პალაჟენიით'' რაც ამ კლუბებში სუფევს. ხანდახან ვსტუმრონ პარიზის, ბერლინისა თუ ბრიუსელის კლუბებსაც....
სამიოდე კვირის წინ ვესტუმრე ''ბასიანს''
პირველ ყოვლისა გავითვალისწინე დ.ევროპის ქვეყნებში გამოქვეყნებული რეცენზიები და მეგობართა რჩევები, რამაც არ დავმალავ და გამაოცა, რადგანაც ისეთი დადებითი კომენტარები მოვისმინე, რომ სიმართლე ვთქვა არც მეჯერა.
ონლაინ ბილეთის შესაძენად მომთხოვეს ფეისბუკის გვერდი, რომ ენახათ რას წარმოვადგენდი.... ორიგინალურია... თუმცა გაღიზიანებას ადგილი არ ქონია. შემოწმეის დროს რაღაც არ მოეწონათ და შემომითვალეს, რომ ადგილზე გამესაუბრებოდნენ. ( შვილმა და მის მეგობარმა თანხმობა 5 წუთში მიიღეს ონლაინით.)
ადგილზე გამაოცა დაცვის რაოდენობამ. თუმცა ამან უფრო დადებითი რეაქცია გამოიწვია. გასაუბრება დიდი არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ ამათვალიერ ჩამათვალიერეს. მერე გაირკვა, რომ ჩემი ფეისბუკი საჯარო არ იყო და ამიტომ გაუჭირდათ იგივეს გაკეთება ონლაინით.
ერთი სიტყვით, მოვხვდი კლუბში და ......
საღოლ ძმაო! არ ველოდი. არც არაფერს ვაჭარბებ და არც ვაზვიადებ.
სფერო, სიტუაცია, მუსიკა, განათენა, პუბლიკა...... საოცრება!!!
ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი და შეიძლება ითქვას აღფრთოვანებულიც დავრჩი.
აწი პირველ რიგში რაც მომენატრება საქართველოში, ეს ''ბასიანია''
--------------------
ქართველ ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების წინააღმდეგნი არინ:
რუსები, სომხები, ბურუნდელები, კომორის კუნძულელები, კუბელები, ჩრდილოეთ კორეელები, ლაოსელები, მიანმარელები, ნაურუელები, ნიკარაგუელები, სუდანელები, სირიელები, ვენესუელელები, ვიეტნამელები, ზიმბაბველები, ბელორუსები.
|