ვერ გადამიწყვეტია, რომელს მივცე ხმა.
ინფრატრუქტურა და ტრანსპორტი? - ჩვენგან განსხვავებით ევროპის ქვეყნები დიდძალ თანხებს ხარჯავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ჩქაროსნულ რკინიგზაზე. ევროპელს შეუძლია, იცხოვროს რეგიონში და იმუშაოს დედაქალაქში. ამის გამოა, რომ ბერლინელი ნაგაზი, სახელად გუსტავი ბედნიერი ძაღლია, რადგან ჯერ კიდევ მოეძიება ხე, რომელსაც მიაფსამს.
სოფლის მეურნეობა? - სარწყავ წყალს ვინღა ჩივის, როცა ჩემს სოფელში სასმელი წყალიც კი დიდი იშვიათობაა!
განათლება და კულტურა? - ჩემს ქალაქში რიგიან ბიბლიოთეკასაც კი ვერ იპოვის კაცი.
უსაფრთხოება? - შიდა ქართლში ლეკიანობა ჯერაც არ დამთავრებულა. ჩეჩმაში გასვლა თუ გინდა, ჯერ ვიზა უნდა აიღო.
ვისი ბრალიაო, იკითხა ერთხელ დიდმა დავით მინაშვილმა - ვისი და ცენტრის ამხანაგებო, ცენტრის!
თბილისის გაფუყულ ელიტებს მთელი ქვეყნის მართვა სურთ, როცა ავტომობილის მართვაც კი არ შეუძლიათ ხეირიანად.
ცხვირ-ჩამოშვებულნი თუ ცხვირ-აბზუებულნი - საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ამჩნევენ.
ელოდეთ ბათუმს - ახლა უკვე საქართველოს სხვა ქალაქებში!
This post has been edited by Alfred_Albion on 30 Mar 2017, 02:02
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი