ჯერ ამას უყურეთ
http://rustavi2.com/ka/video/23644?v=2მერე ესეც ნახეთ
„ალეკო ელისაშვილის და „რუსთავი 2“-ის მორიგი პროექტი!“
-+
27 მარტი. 2017. 00:57
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემ P.S.-ში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმა, ადვოკატი ირაკლი ნარმანია დედაქალაქის ცენტრში უკონტროლო მშენებლობებს ლობირებს.
„არცერთ მშენებლობასთან რაზეც საუბარი იყო P.S.-ში კავშირი არ მაქვს. შარშანელი სიუჟეტი გაუშვეს „უნისონთან" დაკავშირებით, ეს სასამართლო დავა ნამდვილად მიმდინარეობს, რომელსაც მე წარმოვადგენ სასამართლოში. სხვა რამე მშენებლობასთან ან ქუჩებთან, რაც დაასახელეს კავშირი არ მაქვს, ეს ტყუილია.
ალეკო ელისაშვილთან არასდრო მქონია რამე შეხება. ელისაშვილი დაკავებულია სიბინძურით და ვიღაცეების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. რასაც ელისაშვილი ამბობს ჩემთან მიმართებაში თავიდან ბოლომდე სიცრუეა. ასევე თქვეს, რომ ჩემი სახელით რაღაც განცხადება შევიდა არქიტექტურის სამსახურში. არასდროს შემიტანია რამე განცხადება არქიტექტურაში, ესეც ტყულია. მაჩვენონ განცხადება, რომელიც მე წარმოვადგინე, სადაც ჩემი პირადი ნომერი, სახელი და გვარი წერია. ასეთი რამე არ არსებობს.
რაც მთავარია, სიუჟეტი ისე მოამზადეს, არავინ დამკავშირებია და არ უკითხავს ჩემთვის, რამდენად სწორი იყო ალეკო ელისაშვილის ინფორმაცია. ეკითხათ და მე ვეტყოდი სიმართლეს. ეს არის „ელისაშვილი - რუსთავი 2"-ის პროექტი", - განაცხადა ირაკლი ნარმანიამ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=40789დესერტად ესეც მიაყოლეთ
http://www.ipress.ge/new/66121-irakli-narm...-narmanias-dzma"არ ვარ დავით ნარმანიას ძმა. შეგიძლიათ ამის გადამოწმება ძალიან მარტივად. ასაკშიც შეუსაბამობაა. გაცილებით პატარა ვარ ირაკლი ნარმანიასთან შედარებით. წარმოშობაც სხვადასხვა გვაქვს. ამის დადგენა უმარტივესია, თუ მოინდომებს ადამიანი",- ამის შესახებ იურისტმა, ირაკლი ნარმანიამ, რომლის მტკიცებით, დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს "აიპრესთან" ბარნოვის 77 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შესახებ "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
სიუჟეტის მიხედვით, ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ხოლო მას დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია ლობირებს. ამის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.
"აიპრესის" ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურში განცხადება შეტანილია ირაკლი ნარმანიას სახელით, იმ გამონაკლისით, რომ უკანასკნელი დავით ნარმანიას ძმა არ არის. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით იურისტ ირაკლი ნარმანიას, რომელმაც განაცხადა, რომ 2013 წელს არქიტექტურის სამსახურში მართლაც შეიტანა განცხადება, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას ეხებოდა.
"გიდასტურებთ მაგას. 2013 წელს, თვე ზუსტად არ მახსოვს, არქიტექტურის სამსახურს აქვს თავისი ვებსაიტი და ხდება ელექტრონული საქმის წარმოება. ამ ვებსაიტის მეშვეობით მე ავტვირთე ერთ-ერთ მიწაზე, ბარნოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე ელექტრონული განაცხადი. ეს საჯარო ინფრმაციაა და ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის თანხმობის გარეშე უბრალოდ პირობების დადგენა გამოითხოვოს.
მერე ეს განაცხადი, მგონი, რაღაც ხარვეზის გამო შეაჩერეს და შარშან დამიკავშირდნენ სამშენებლო კომპანიიდან, რომელიც ახლა ბარნოვის ქუჩაზე აწარმოებს სამუშაოებს. მათი წარმომადგენელი დამიკავშირდა და ჩემივე ნებართვით, ჩემივე გვერდიდან განაახლეს ეს განაცხადი. სულ ეს იყო. გუშინ მე თვითონაც ვუსმენდი "რუსთავი 2"-ზე ამ სიუჟეტს. საერთოდ შეხების წერტილიც კი არ აქვს ამ თემასთან ირაკლი ნარმანიას, დავით ნარმანიას ძმას. ჩემივე გვერდით, რომელზეც დარეგისტრირებული ვარ,
http://tas.ge/-ზე, ჩემივე ხელით არის ატვირთული 2013 წელს ეს განაცხადი. შარშან, დაახლოებით რამდენიმე თვის უკან, არც მახსოვს ზუსტად იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მთხოვეს, რადგან ერთხელ უკვე ატვირთული იყო თქვენი სახელით, განვაახლებთო.
თქვენი პირადი ინტერესი არ არსებობს ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე?
არანაირი პირადი ინტერესი. იმასაც დაგიდასტურებთ, რომ მე ირაკლი ნარმანია არანაირ ნათესაურ კავშირში არ ვარ დავით ნარმანიასთან. არც ძმა ვარ, მით უმეტეს, ქალაქ თბილისის მერის.
თქვენ რა პროფესიის ხართ?
მე ვარ იურისტი და ზუსტად მაგაშია საქმე.
იურისტი ირაკლი ნარმანია, რომელსაც არ გაქვთ ნათესაური კავშირი დავით ნარმანიასთან?
არ ვარ დავით ნარმანიას ძმა. შეგიძლიათ ამის გადამოწმება ძალიან მარტივად. ასაკშიც შეუსაბამობაა. გაცილებით პატარა ვარ ირაკლი ნარმანიასთან შედარებით. წარმოშობაც სხვადასხვა გვაქვს. ამის დადგენა უმარტივესია, თუ მოინდომებს ადამიანი.
გთავაზობთ გადაცემის ბმულს, რომელშიც ნახსენები სიუჟეტი გავიდა.
http://rustavi2.com/ka/video/23644?v=2