მუმბაის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთა განყოფილებამ გაყინა Qnet-ის ორი საბანკო ანგარიში 450 მილიონი ინდური რუპით ბალანსზე, ამას გარდა, საქმე Qnet-ის წინანაღმდეგ კიდევ უფრო გართულდება, თუ დაზარალებული ადამიანები იჩივლებენ, ამით მათ საკუთარი ფულის დაბრუნების შანსი მიეცემათ.
"ყველა იმ ადამიანს ვთხოვდი, ვინც ფული დაკარგა ან სხვა პრობლემები შეექმნათ Qnet-ის თაღლითობის გამო, საჩივარი შეეტანათ მუმბაის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთა განყოფილებაში. ბ-ნ გურუპრეტ სინგჰ ანანდს (პირველი ადამიანი, რომელმაც იჩივლა პოლიციაში და მედიაში) სურს დაეხმაროს ნებისმიერს, ვინც საჩივრის შემოტანას აპირებს.“
ამ ანგარიშში ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ Qnet-ის, QuestNet-ის, GoldQuest-ისა და QI ჯგუფის მარკეტინგული სქემის შესახებ, რაც მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით თაღლითობაა. ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ინტერნეტიდანაა ამოღებული და მიღებულია ინდივიდებისგან, რომლებიც მხარს უჭერდნენ თაღლითურ სქემას მუმბაიში. მუმბაის პოლიციამ ასევე დაიწყო Qnet-ის თაღლითობაში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრება.
(http://articles.timesofindia.indiatimes.com/2013-08-18/mumbai/41422291_1_qnet-police-custody-eow).
საპოლიციო პროტოკოლის ასლი:
http://www.scribd.com/doc/126350324/Qnet-P...288381481237582ინდოეთის ყველაზე მსხვილ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია qnet - ის შესახებ.
http://timesofindia.indiatimes.com/busines...ow/21864040.cmsფაქტების გათვალისწინებით Qnet, Questnet, Gold quest და QI ერთი და იგივე ჯგუფია.
QuestNet ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული და ჰონკონგში დარეგისტრირებული კომპანიაა, კომპანიათა კანონის ნაწილი XI-ის თანახმად. QuestNet-ის 80%-ის მფლობელია QI Ltd, კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია, ხოლო 20%-ს ბ-ნი ჯო ფაბერჟე ფლობს. QuestNet ჯგუფის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელის უდიდეს ნაწილს ფლობს QI Ltd. მოპასუხე ბ-ნი რინკი, ბ-ნი ბისმარკი და ბ-ნი ვიჯაირატამი ჯგუფის დამფუძნებლები არიან.
ინდოეთის კორპორატიულ საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან: ის აჩვენებს, რომ “QuestNet”-მა და “GoldQuest”-მა დარღვევები დაუშვეს ყოველწლიური ბრუნვის დაფიქსირებისას, რაც სავალდებულოა ინდოეთის კანონმდებლობით. ამას გარდა, ორივე კომპანიას ერთი და იგივე იურიდიული მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი აქვთ. QuestNet და GoldQuest ერთი და იგივე კომპანიაა, რაც ინდოეთის კანონმდებლობით დარღვევაა. შესაბამისად, ვასკვნით, რომ “QI”, “Qnet”, “QuestNet” და “Goldquest” ერთი და იმავე ჯგუფის მიერაა მართული. Economic times-ის თანახმად, “QI group” უარყოფს კავშირს “QuestNet”-თან.QuestNet” ერთი და იმავე ჯგუფის მიერ იმართება. რამდენადაც GoldQuest-ის თაღლითობა ნათელია, საუკეთესო გზა იქნებოდა“QI”-ს გამოყოფა “Goldquest”-გან.
აშშ-ის რაიონულმა სასამართლომ QuestNet-ს $ 2,251,185 გადახდა დაავალა თაღლითობისთვის ჯარიმის სახით.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის გაცვლის კომისიის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი
http://www.sec.gov/litigation/complaints/comp17616.htm1998 წლის 29 დეკემბერს QuestNet-მა პრეს-რელიზით დააანონსა $2 მილიონი ღირებულების აქტივების შეძენა Grupo Internet Latinoamericano S.A.-გან ("Grupo"), ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კერძო კომპანიისგან. QuestNet ამტკიცებდა, რომ შეისყიდა ეს აქტივები (ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა) Grupo-გან ჩვეულებრივი და უპირატესი აქციების სანაცვლოდ QuestNet-ში $2 მილიონის ოდენობით. ამ პრეს-რელიზს დაეყრდნო მოპასუხე (QuestNet-ის აღმასრულებელი დირექტორი) პერეირა: „ჩვენ ხელს ვუწყობთ კომპანიის ზრდას სრულად ინტერნეტ-გადაწყვეტებზე დაფუძნებულ კომპანიად და არა მხოლოდ ინტერნეტ-პროვაიდერად, ეს შესყიდვა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით“.
მეორე პრეს-რელიზში 1998 წლის 30 დეკემბერს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, კომპანიამ ისევ ახსენა Grupo ტრანზაქცია და კიდევ ერთი წარმატებული შესყიდვის შესახებ დაიტრაბახა.
ეს პრეს-რელიზები ყალბი და შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან QuestNet/ტრანზაქცია მთლიანად თაღლითობა გამოდგა. Grupo ფიქტიური კომპანია იყო, რომელიც ჩამოაყალიბა მოპასუხემ (QuestNet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა) და აკონტროლებდა QuestNet-ის საბაზრო ფასების თაღლითურ სქემას. მოპასუხემ ჩამოაყალიბა Grupo QuestNet-ის დაფინანსებით და ამ ფაქტის დასამალად Grupo-ის ერთადერთ დირექტორად დანიშნა საკუთარი სიმამრი, დევიდ პლანტი. WebCafe ტრანზაქციის შემთხვევაში მოპასუხემ მიიღო გენერალური მინდობილობა პლანტის ბიზნესზე მთლიანად, Grupo-ის ჩათვლით. ამის შესახებ მოპასუხეს არ განუცხადებია.
ამას გარდა, Grupo ფაქტობრივად არ ფლობდა იმ ტელესაკომუნიკაციო აღჭურვილობას, რაც დასახელებული იყო QuestNet-ის მიერ. აღჭურვილობის დიდი ნაწილი, რომლის შესყიდვაც მოპასუხემ Grupo-გან განახორციელა, სინამდვილეში მესამე პირებს ეკუთვნოდა და რაც უკვე QuestNet-ის საკუთრებაში იყო ამ თაღლითურ შესყიდვამდე.
29 და 30 დეკემბრის QuestNet-ის თაღლითური პრეს-რელიზი ეხებოდა თაღლითურ ოპერაციებს, რის შედეგადაც QuestNet-ის აქციის ფასი 28 დეკემბერს დაფიქსირებული $2.53-დან (26,200 აქცია) $30-მდე გაიზარდა (441,600 აქცია) 5 იანვრის მდგომარეობით.
ვიჯეი ესვარანს საერთაშორისო პოლიცია (ინტერპოლი) ეძებდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.
http://everything.explained.at/Dato_Vijay_Eswaran/ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის მინიშნებამ ვიჯაი ესვარანის დაპატიმრება გამოიწვია ჯაკარტაში.
http://web.archive.org/web/20070512152016/...nesia-Fraud.phpინდონეზიის კანონმდებლობის ხარვეზების გამო ის გაათავისუფლეს.
დაიბეჭდა სტატია გაზეთში “Todayszaman”, QuestNet-ის თაღლითობაზე თურქეთში.
http://www.todayszaman.com/news-240713-qne...llegations.htmlკომპანია ოპერირებს ინდონეზიაში, ფილიპინებში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ტაილანდში, ტაივანში, ვიეტნამში, საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, კოტ-დივუარში და რუანდაში, ფრანჩაიზინგული კომპანიებით ინდოეთსა და თურქეთში, ირანში, ნეპალში,რუანდაში,შრი-ლანკაში,სუდანში, სირიაში
GoldQuest-ისა და QuestNet-ის სახელით კომპანია თავდაპირველად ყიდიდა ოქროს საკოლექციო მონეტებს, ინვესტიციის სახით.
Amezcua Bio Disc (ბიოდისკი) კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტია. QNet ამტკიცებს, რომ ბიოდისკს შეუძლია „წყლის ენერგიის ხელახალი განსაზღვრა და ჰარმონიზაცია, მაქსიმალურად ზრდის მის დადებით ადებით გავლენას ადამიანზე“.მრავალმა მეცნიერმა, მედია კომენტატორმა და ცენზორმა ამისთვის კომპანიას თაღლითობაში დასდო ბრალი.კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის განცხადება ფსევდომეცნიერულ კონცეფციებს ემყარება, როგორიცაა ექვსკუთხა წყალი და არ არის დასაბუთებული.
2000 წელს Qnet სიდნეის ოლიმპიური თამაშების სამახსოვრო მონეტების ოფიციალური დისტრიბუტორი იყო და აგრეთვე, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშებსა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.კომპანიამ დაიწყო ოპერირება დუბაიში, ინდოეთში, ინდონეზიაში და ტაილანდში 2001 წელს. Qnet-მა 2002 წელს წარმოადგინა ტურისტული პროდუქტი QVI კლუბთან პარტნიორობის ფარგლებში. ამ დროის განმავლობაში, კომპანია 2002 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მონეტების ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა და შევიდა ევროპის, ავსტრალიისა და შრი-ლანკას ბაზარზე.2009-2012 წლებში, Qnet აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური სპონსორი იყო AFC ჩემპიონთან ლიგაში. 2010 წელს კომპანიამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა Virgin Racing-თან. 2013 წელს Qnet-მა განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ გადაეტანა საკუთარი საწარმოო ოპერაციები ინდოეთში და გაეხსნა ოფისი რუსეთში.კომპანიის QI ცათამბჯენი მალაიზიაში 2013 წელს დაჯილდოვდა სამშენებლო უფლებამოსილი ორგანოს (BCA) მწვანე ნიშნის ოქროთი.2014 წელს Qnet-მა სამწლიანი პარტნიორობის შეთანხმება დადო ფეხბურთის კლუბ მანჩესტერ სიტისთან და მისი ოფიციალური პირდაპირი გაყიდვების პარტნიორი გახდა.
დავები
ავსტრალიელმა პოლიტიკოსმა კამერონ ტომპსონმა, ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შრი-ლანკას ცენტრალურმა ბანკმა და ირანის ხელისუფლებამ GoldQuest-ს პირამიდული სქემა უწოდეს. 2002 წელს ავსტრალიის მომხმარებელთა და ბიზნესმენთა კავშირმა კომპანია 61 პირამიდულ სქემაში შეიყვანეს.ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალა კომპანიის საქმიანობა ნეპალში 2003 წელს, ხოლო ბაადურ მანანარმა ნეპალის ტასტრა ბანკის უცხოური ვალუტის გაცვლის დეპარტამენტის უფროსმა, GoldQuest-ს „100% თაღლითობა უწოდა“.შრი-ლანკას ხელისუფლებამ აკრძალა GoldQuest 2005 წელს, ამტკიცებდა რა, რომ კომპანიის გამო 15 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან.2005 წელს ირანის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა GoldQuest, მას შემდეგ რაც პროკურორებმა კომპანიის საქმიანობის შედეგად ნახევარი მილიარდი დოლარი გავიდა ქვეყნიდან.
2008 წელს დაახლოებით 3000 ადამიანმა მოაწყო საპროტესტო აქცია ქაბულში პრეზიდენტის სასახლესთან ხელისუფლების მიერ QuestNet-ის ლიცენზიის დროებით გამოთხოვების წინააღმდეგ ავღანეთში, სადაც 2006 წელს 600 დამოუკიდებელი წარმომადგენელი ოპერირებდა, რომელთა რიცხვი 21,000-მდე გაიზარდა, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით შეეჩერებინა კომპანიის საქმიანობა საოეპრაციო წესების ხელახლა გადასაწერად.
რუანდის ფინანსთა სამინისტრომ აკრძალა QuestNet 2009 წელს კომპანიის მიერ საგადასახადო კანონების დარღვევისთვის, მას შემდეგ, რაც რუანდას ეროვნულმა ბანკმა კომპანიას პირამიდული სქემა უწოდა. Questnet-მა გაასაჩივრა და გამართლებულ იქნა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა ქვეყნის კანონებს.
2009 წელს სუდანის ხელისუფლებამ აკრძალა QuestNet პროდუქტის დაბალ ხარისხთან და პროდუქტების მიუღებლობასთან დაკავშირებით.კომპანიის გასვლის შემდეგ, Questnet-მა ისევ სცადა კონტრაქტის განახლება სუდანში, მაგრამ ხელისუფლებამ უარი უთხრა. იმავე წელს სირიის ეკონომიკის სამინისტრომ QuestNet-ის საქმიანობა აკრძალა კომერციული რეგულაციების დარღვევისთვის.სირიის ეკონომიკის სამინისტროს ვაჭრობის სტიმულირებისა და ეფექტურობის დირექტორმა რამზი ასავდამ განაცხადა, რომ QuestNet პირამიდული სქემა იყო, რომელმაც მილიარდობით სირიული ფუნტის ქვეყნიდან გადინება გამოიწვია და გადაიხადა მწირი გადასახადები სანაცვლოდ.
2010 წელს Questnet გაიხსნა თურქეთში 150 დისტრიბუტორით, რომელთაგან 80 პოლიციამ დააკავა, 42 უსამართლო ოდენობით უპირატესობის მიღებისთვის.2011 წელს თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ QNet-ს დასდო ბრალი Questnet რებრენდინგისთვის. 2011 წელს QI ჯგუფმა აღადგინა ოპერაციები თურქეთში, შეისყიდა რა სასტუმრო დოგანი ანტალიაში
ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ინდონეზიისა და ინდოეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდეს QNet-ს პირამიდული სქემით ოპერირებაში.2012 წელს ეგვიპტეში კომპანიის საქმიანობა ისლამური კანონის თანახმად აკრძალულად გამოაცხადეს, რომელიც ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.2010 წელს საუდის არაბეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ აკრძალა Qnet, დააბრალა რა კომპანიას ქურდობა, ფალსიფიკაცია და გააფრთხილა მოქალაქეები, თავი აერიდებინათ მის თაღლითურ სქემებში მონაწილეობისგან.
2013 წლის აგვისტოში ინდოეთის გამოძიებათა ცენტრალური ბიუროს ეკონომიკურ დანაშაულთა განყოფილებამ (EOW) 2008 წელს დააპატიმრა კომპანიის წევრები თაღლითობისთვის. EOW-მა გააგზავნა რაზმები ბანგალორსა და ჩენაიში ვიჯაი ესვარანთან დაკავშირებული თაღლითობის გამოსაძიებლად. Qnet-ის ექვსი საბანკო ანგარიში გაყინეს საქმის მსვლელობისას.QNet-მა მტკიცებულებად მოიყვანა ინდოეთის მრავალდონიანი მარკეტინგული კომპანიების რეგულაციები და გაასაჩივრა კომპანიის საქმიანობის, როგორც პირამიდული სქემის აკრძალვა ინდოეთში
ფორბსში აზიის ბიზნესზე კონცენტრირებულმა დონალდ ფრაზიერმა განაცხადა 2012 წელს, რომ ბრალდებები Qnet-ის წინააღმდეგ „არასაკმარისი, ანონიმური წყაროებიდან მომდინარეობდა“.2014 წელს მუმბაის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთა განყოფილებამ (EOW) პირველი საინფორმაციო ანგარიში წარმოადგინა QNet-ის და ინდოეთში მისი სუბსიდიარი კომპანიის ვიაანის წინააღმდეგ და აკრძალა მათი საქმიანობა
This post has been edited by Tokarzewski on 1 Apr 2017, 05:03