დაახლოებით 2 თვის წინ ვიყავი ოფისში, ახალ აშენებულ კორპუსში დიდი ბაითი ქონდათ ნაქირავები, მიმიყვანა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა...
თავიდან არც მითხრა რა თემაზე მივყავდი, უბრალოდ გამომყევიო...
სიტუაცია ისეთი მქონდა რო მართლა არ მეცალა, ფული მჭირდებოდა 1400 $ და დავრბოდი ამ ფულის საშოვნელად...
ამ მეგობარსაც ვთხოვე ხომ არ შეგიძლია სადმე მაშოვნინოთქო და ნუ არაო მარა წამოდიო და მაგარ თემაში გაგაძრობო...
გავყევი...
ოფისში აი ყველა ისე თბილად შემხვდა, ჩაი ყავა ნამცხვარი ხილი; ერთადერთი მინუსი სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა შიგნით

)))))
გასაუბრებაზე ნუ მაბოლა აღარ ქვია, ისეთ ###ობას მეუბნებოდა ტიპი 2 კითხვა დავუსვი და გაიჭედა, ნუ გაიჭედა რა თემა შეცვალა სხვა მხრიდან შემომიტია...
პირდაპირ მითხრეს ტიპებმა რო შენნაირ როჟას ვეძებთო, ძაან ბევრი ვალი უნდა გქონდესო და გამოსავალს ვერ პოულობდე ამ ვალებიდან ამოსასვლელადო...
ნუ კაი რაღაცეები გავატარე, ბოლოს თემა მივიდა ფულზე, ფულს ცვეთში ვერ ვიშოვითქო დღესაც მჭირდებათქო 1400$ მარა ნუ შანსი არ მაქვსთქო...
ყველაზე მაგარი რაც შემომთავაზეს ბანკიდან გამოიტანეო ან მევახშესთან მიდიო

))))))))) გულში ვპიქრობ თQვენ დედას #####ნავთქო

)))))))
ნუ ავუხსენი გაშავებული ვართქო და მევახშესთან ჩასადები კიდე არაფერი მაქვსთქო... რამე უნდა ქნაო რა უეჭველიო, ეხლა ბონუსები გაზრდილიაო და 2 დღეში თუ დარეგისტრირდიო 200$ მაგივრად 600 $ დაგერიცხებაო ...
წამოვედი იასნად არც მიჩალიჩია ფულზე, მეორე დღეს მირეკავს ისევ ის ჩემი მეგობარი და მეუბნება, ახლობელი მევახშე გავაძრეო ხოდა 1600 $ გვაძლევსო 1 თვითო 8%, ხოდა 200 $ დამატება გიწევსო მარტოო...
ამას ვეუბნები 1 თვეში საიდან დავუბრუნოთქო ეგ ფული, ღადაობო 1 თვეში მაგის ფულს უეჭველი ამოიღებო...
ანუ გუშინ მე რო ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად ფული ვთხოვე ტიპს ვერსაიდან ვერ "იჩალიჩა" და ამისთვის 1 დღეში გააძრო...
ჩემ მეგობარს ვეუბნები მეთქი დავაი ეგ გამოვართვათ ხოდა 200 $ გაძრობას რაღა უნდათქო...
გამოვართვი ეს ფული ოღონდ 1400 $, მეტი არ მინდათქო 400 $ ხვალ მიგზავნიან და რატომ ვიხადო ზედმეტი პროცენტითქო, კი დაეჭვდა მარა ისნად ვერაფერი მითხრა ...
გადავიხადე ჩემი ვალები, ამას ვუთხარი აღარ გამომიგზავნეს ის ფულითქო, ნუ ამან მე შენთვის კარგი მიდოდაო და ა.შ პროსტა იცოდეო ის ფული 1 თვეში უეჭველი დასაბრუნებელიაო...
გავიდა ის 1 თვეც, მანამდე არცერთი ზარი მისგან ჩემს მობილურზე, მირეკავს ფული ხო გააძრეო, ხოდა მეთქი ამხელა ბიზნესში ხარ 1400 $ გაგიჭირდა გადაიხადე და ცოტა ხანში მოგცემთქო...
აი მანდ გასკდა რო არანაირი მევახშე არ ყოფილა და ერთ-ერთი ოფისის უფროსი თუ რაც ქვიათ იმას მიუცია ეგ ფული

))))))
ძალიან გრძელი და ცუდი ლაპარაკის შემდეგ მივედით აღიარებამდე რომ, თვითონ ძალიან გაიჭედა 2 ოჯახის წევრი დაარეგისტრირა ვალებით და ეხლა ვეღარ იხდის ამ ვალებს და ყველაფერზე მიდიოდა რომ ვიღაცეები გაეწევრიანებინა...
მანდ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობაც

)))
<<<F.C. Dinamo Tbilisi >>>
<<THANK YOU FERGIE>>