კაცო, ამ იევროპების სურათებს რო დებთ...დაინტერესებულხართ რა და როგორ ხდება?

მე დამჭირდა და სულ მისხალ-მისახალ გამოვარკვიე:
ქალაქის მმართველობები სპეციალურად გამოყოფილ დღეებში და საათებში, კვირაში ერთხელ (ვთქვათ კვირა დღეს, დილის 9-დან დღის 4 საათამდე), რამდენიმე სპეციალურ ადგილზე გასცემს ნებართვას მაგ გარევაჭრობების, რაც თავისი აზრით საკვირაო ბაზრობას წარმოადგენს და მათთან ასწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციაა. გლეხები ჩამოდიან ირგვლივ მდებარე სოფლებიდან და თავის საქონელს ყიდიან, ხელოვანები თავიანთ ნამუსევრებს და ა.შ.
მე კონკრეტულად გერმანიაზე დამჭირდა და გავრკვიე (მითხრეს, რომ ჰოლანდიაში და სკანდინავიაშიც ასეა).
საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვთ (ჩვენთან შედარებით, თორე ისე არაფერია მკაცრი):
1. პირველ რიგში ეს არაა უფასო. დაკავებული ფართის მიხედვით იხდი ფარკვეულ საფასურს. ვთქვათ კვადრატულ მეტრზე 8 ევროს (სხვადასხვა ქალაქს თავისი ფასი აქვს, რა თქმა უნდა).
2. კატეგორიულად აკრძალულია ბრენდირებული ნაწარმის გაყიდვა, რომელიც სხვაგანაც იყიდება ანუ ვიღაც გადამყიდველებმა სადღაც საბითუმოდ რაღაც იყიდონ და ის გაყიდონ, აკრძალულია. მხოლოდ საკუთარ ნაწარმს ყიდის იქ ხალხი ან საკუთარ ნახმარ ძველ ნივთებს.
3. კონსტრუქციები (დახლი, სკამი, ფანჩატური და ა.შ.) თავად გარემოვაჭრეებს მიაქვთ, თუმცა ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაღაც რკინის ჯოხებზე ლურჯ კლიონკას არავინ გაგაჭიმინებს.
4. სავაჭრო ადგილს განსაზღვრავს ქალაქის ხელისუფლება და არა მოვაჭრე თვითნებურად, მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში შეუძლიათ დადგნენ/დასხდნენ და არა ფარაონის სამარხის წყევლასავით მოედონ ყველაზე ხალხმრავალი ადგილების ყველა ამოსასვლელ-ჩასასვლელ-გასასვლელს.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey