გარემოვაჭრეები 29 აპრილს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენთბილისში, პარლამენტის შენობასთან შაბათს, 29 აპრილს, 12.00 საათზე, გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს “ახმეტელის” მეტროსთან, გარემოვაჭრეების აქციაზე განუცხადა, აქციაზე მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას გააპროტესტებენ და მოითხოვენ, პარლამენტმა განაახლოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც გარევაჭრობას უკავშირდება.
“ხელისუფლება ნაწილ-ნაწილ უჭერს გარემოვაჭრეებს, ერთიანად ვერ ბედავს, დღეს შევიკრიბეთ ”ახმეტელის” მეტროსთან. გარემოვაჭრეები არ შეეგუებიან შიმშილს და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გარევაჭრობა იყოს მოწესრიგებული, ევროპული სახით. შესაბამისი კანონპროექტიც მაქვს შეტანილი პარლამენტში, რომელიც გარევაჭრობის დარეგულირებას ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენ შაბათს, 12:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გარემოვაჭრეებთან ერთად მოვითხოვთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს და ეს პრობლემა გადაიჭრას”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
გარემოვაჭრეების აქცია მეტროსადგურ “ახმეტელთან” გრძელდება. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან სესხების გადავადებას მოითხოვენ.
“ჩვენ გვაქვს სესხები, გვაქვს ბევრი პრობლემები და ყოველდღიურად აქ დგომით და წვალებით ვცდილობდით ამ პრობლემების მოგვარებას. ხელისუფლებამ ჩაგვაგდო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებასაც და პარლამენტსაც, რომ მოგვაქციონ ყურადღება, ჩვენ გვთავაზობენ ალტერნატიულ ფართებს ბაზრობებზე, თუმცა იქ ვერ ვივაჭრებთ, რადგან ძალიან ცუდია ის ადგილები, სადაც ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქციები გაგრძელდება”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amarthaven.htmlვაი უფლებადამცველი.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo