#50297005 · 4 Apr 2017, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც გავხსენი თემა და ახლაც მინდა გავშალოთ, რადგა უკვე იმდენად ხილულია, ბრმა უნდა იყო რომ ვერ შეამჩნიო
მედია ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად რიგი მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციების გაშუქებას მიმართავენ, რასაც რა თქმა უნდა, მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ხშირად მცდარ ინფორმაციებთან გვაქვს საქმე, რასაც არაერთი მიზეზი აქვს: სენსაციებზე დევნა, იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული ფაქტორები, პოლიტიკური ყველაზე მოხშირებული
ერთი სიტყვით, ცრუ ინფორმაციები გარკვეულწილად ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს იმავე ცნობის გამქარწყლებელი ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება.
ცრუ ინფორმაციის გავრცელაბაში დამნაშავე,პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ონლაინ-გამოცემებია.მარტო ინტერნეტ მედიის დადანაშაულებაც არაა სწორი. ამ მხრივ სცოდავენ ტელეარხებიც.
ინფორმაციები სოციალურ ქსელში ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, გამავრცელებელის მიერ მცდარი ინფორმაციის უარყოფა კი ნაკლები ადამიანის ყურადღებას იპყრობს.
სხვათა შორის, მოთხოვნილებიდან გამომდინარე გაჩნდა რამდენიმე ისეთი პორტალიც, (FactCheck და Politifact), რომლებიც მკითხველს, ასე ვთქვათ, თვალს აუხელს და ინფორმაციის სიზუსტეზე, მის რეალობაზე თუ სიყალბეზე გარკვეული დოზით მიანიშნებს.
არის ასეც, რომ საქმე გვაქვს დაუფარავ პროპაგანდასთან, რომელსაც ორი ან მეტი მხარე გარკვეული ინფორმაციით მოწინააღმდეგისთვის ჩირქის მოსაცხებად იყენებს.
ფორუმზეც ხშირად შეხვდებით ცრუ ინფორმაციას და მის გამავრცელებლებს. პარტაქტივს, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ
აღარაფერს ვამბობ ჩემს ოჯახზე. ხან რომ ბიცოლა "გვაჩუქა" და ხან ახალი უცნობი "ნათესავი" და ერთი იდიოტი უიზერი ჩემი რჩევის მიუხედავად ურცხვად ავრცელებდა
როგორც მრავალჯერ ითქვა, ფაკე ნიუსები არის რუსული სპეცების ერთერთი ძირითადი სამუშაო მიმართულება და აქტიურად იყენებენ მოწინააღმდეგე ქვეყნის და პოლიტიკოსების საწინააღმდეგოდ. უამრავი ინტერნეტტროლების დახმარებით. და რა საოცარიც არ უნდა იყოს, საქართველოში რუსულ მეთოდს აქტიური მიმდევარ-მომხმარებლებიც ჰყავს.
როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა და რა უნდა გაკეთდეს მის საწინააღმდეგოდ? არც მოდერები რეგირებენ ასეთ სიბინძურეზე, იქნებ ჩვენ ვიმოქმედოთ რამე?
--------------------
მხოლოდ მთებშია თავისუფლება^^
სვანეთის მთები ჩემი სახლია^^
მაზოხისტ მოდერს, სადისტი იუზერი მოუღებს ბოლოს ^^
|