საანგარიშო წელს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მოქალაქე ს.წ.-ის მიერ თბილისის
ფორუმზე გახსნილმა თემამ, რომლის მიხედვითაც, ის თითქოსდა ამზადებდა თავდასხმას
საქართველოში აშშ-ის ელჩზე. ამ საფუძვლით საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი
წარუდგინა,784 ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ინტერნეტმომხმარებლების უფლება, შექმნან, გამოიყენონ და გაავრცელონ კონტენტი
ინტერნეტის მეშვეობით დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.785 სახელმწიფოს
ვალდებულება უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა ასევე
ინტერნეტმომხმარებლებზეც ვრცელდება786 იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებებისა
და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ვალდებულება მიემართება როგორც ონლაინ, ასევე – ოფლაინ პირობებს.787 მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი შესაძლოა
ეხებოდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ისეთ ლეგიტიმურ საფუძვლებს, როგორიცაა დანაშაულის აღკვეთა, დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუცილებელია სახელმწიფომ დაადასტუროს კონკრეტული
ღონისძიების გატარების აუცილებლობა, პროპორციულობა და პირდაპირი და მყისიერი
კავშირი გამოხატვასა და საფრთხეს შორის.788 ძალადობის და/ან დანაშაულებივი ქმედების
ჩადენის რეალური საფრთხის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოც.789
სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის ს.წ.-ის მიერ გაკეთებული განმარტების
მიხედვით, მის მიზანს წარმოადგენდა ანტიდასავლური განწყობების მქონე ხალხის
გაშარჟება, რაც სხვადასხვა ფორმით აქამდეც არაერთხელ განუხორციელებია. ს.წ.-ის
საქმესთან მიმართებით კი შესაბამისი უწყების მიერ საფრთხის რეალურობის შეფასებისას, ყველა გარემოების გათვალისწინებისა და კონტექსტის გაანალიზების შემთხვევაში, საკითხით დაინტერებისთანავე ცხადი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული
შედეგის დადგომის რეალური საფრთხე არ არსებობდა, რაც თავისთავად გამორიცხავდა
ზემოთ ხსენებული რომელიმე ლეგიტიმური მიზზნის არსებობასაც.
საკითხის სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობას იძლეოდა ს.წ.-ის მიერ გახსნილი
ხსენებული და სხვა თემების გამოხმაურებებით დაინტერესება. ს.წ. ინტერნეტსივრცეში
ცნობილია, როგორც ისეთი შოკისმომგვრელი მესიჯების გამავრცელებელი, რომელიც
მიზნად ისახავს მხოლოდ სხვა მომხმარებელთა საპასუხო რეაქციის გამოწვევას (ე.წ. ტროლინგი). ე.წ. ტროლინგში შეგვიძლია მოვიაზროთ გარკვეულწილად არაადეკვატური, პროვოკაციული ინფორმაციის გამოქვეყნება, ამა თუ იმ თემაზე დისკუსიის წარმართვის, პირის ან ჯგუფის დისკრედიტაციის, დაცინვის ან სხვა მიზნით. ე.წ. ტროლინგის მიზანია, შექმნას იმის ილუზია, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია. თბილისის ფორუმისმომხმარებელთათვის წლების განმავლობაში ს.წ. ცნობილია სწორედ ასეთი ინფორმაციის
გამავრცელებლ გამოცდილ პირად. ს.წ. 2016 წლის 8 მაისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ის დაკავებული იყო 2016 წლის
15 აპრილიდან 8 მაისამდე, აღსანიშნავია, რომ ს.წ.-ის ცნობით, მის მიმართ გამოძიება კვლავ
მიმდინარეობს.
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelo...-2016-weli.page