ერთხელ მახსოვს ერთ კორპუსში კლიენტთან მონტაჟზე ავდიოდი და დავინახე სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. დავრეკე სახანძროში და 5 წუთში მოვიდნენ. 5 წუთის მანძილზე მთელი სამეზობლო დავიარე იმ სართულზე და ყველა გამოვყარე გარეთ. მე ვერ ვბედავდი წყლის მისხმას ბოლო ბოლო შუქი ჩართული იყო იმ მომენტში. რო მოვიდა სახანძრო და მალევე გათიშეს კორპუსში შუქი და ჩააქვრეს ცეცხლის კერა. მაგრამ მეზობლებმა ზოგმა ჩხუბი დამიწყო

ამის გამო რატო გამაღვიძეო და რამე

ვინ ავიდოდა 8 სართულზე მთელი დღის მანძილზე?! გადარჩნენ საწყლები რო შევესწარი თორე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის. მაგრამ კაციშვილს სამეზობლოდან მეხანძრის გარდა მადლობა არ უთქვია.