პოლპოტირა თქმა უნდა, მაგაში სადაო არც არაფერია.
პრევენციის უფრო უკეთესად გაკეთება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ გაკეთდა ისე როგორც გაკეთდა.
ზიანის შემცირება იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება იმას რომ თურმე ცხინვალის ირგვლივ სიმაღლეები უნდა აგვეხო და გვებათქუნებინა არტილერია, მაგას რუსები მარტივად გადაწყვეტდნენ.
მაგათზე შორმსმროლელი არტილერია არ გვაქვს ნაღდად.
5 ცალი პიონი გვყავდა. ეგ იყო და ეგ
ძველი და საინტერესო თემებია, იქ უფრო დეტალურადაა გაწერილი რა და როგორ.
ჩოხას მიშმაკაკობას ვერ დააბრალებს ვერავინ ნაღდად
კავკასიური გამბიტიფარენგეიტი 8–07გამოგზავნილია: 3 Oct 2008, 12:48 #11068593 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დრო ან მოთმინება თუ არ გაქვთ ბოლომდე წასაკითხად
საერთოდ ნუ წაიკითხავთ და ნურც კომენტარს გაუკეთებთ
ჩოხა.
პრეამბულა
1. წინამდებარე თემა მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის (ანუ ჩემი) მოსაზრებაა და ის ეყრდნობა ობიექტურად არსებული ფაქტების სუბიექტურ ანალიზს.
2. წინამდებარე თემაში არაფერი უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც რუსული აგრესიის გამართლება.
3. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს!
რატომ 7 აგვისტო?!
არაერთი ექსპერტი დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდი ალბათობით 2008 წლისათვის ვარაუდობდა, სეპარატისტულ რეგიონებში შეიარაღებული საბრძოლო მოქმედებების დაიწყებას. უფრო მეტიც, ამ მოქმედებების დაწყების სავარაუდო თარიღად მოიაზრებოდა მაისის თვის მეორე ნახევარი, ამისათვის მზად იყო როგორც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ეკონომიკა, ამისათვის არსებობდა მთელი რიგი ხელსაყრელი პირობებისა, კერძოდ: რუსეთში არჩევნები ახალი ჩატარებული იყო და ორთავიანი (პირდაპირი მნიშვნელობით) იმპერია ჯერ კიდევ სახელისუფლებო გადაადგილებებითა და გავლენის გადანაწილებით იყო დაკავებული (ასეთ დროს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილების მიღება ორმაგად რთულდება), მაისის თვისათვის რუსეთის 58–ე არმია არ იყო მზად ასე სწრაფად მოეხდინა გადაადგილება საქართველოს მიმართულებით, მაისის თვისათვის აფხაზეთში არ იყო აღდგენილი რკინიგზა, ოჩამჩირეში და მთლიანად აფხაზეთში განლაგებული რუსული შეიარაღებული ძალები, მათ შორის სადესანტო ნაწილები იმდენად მცირერიცხოვანი იყო როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე შეიარაღების მხრივ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებდა კოდორის შტურმს და ვერც ენგურს გადმოკვეთდა. შესაბამისად , ცხინვალზე შეტევის შემთხვევაში ქართულ მხარეს დამატებით ექნებოდა ის აუცილებელი, სულ მცირე 36 საათი რაც საჭირო იყო როკი–ჯავის გზაზე გასასვლელად და როკის გვირაბის დასაკავებლად.
და მაინც, მაისში შტურმი არ შედგა!!!
მთელი ივლისის განმავლობაში რუსეთი დაჩქარებული ტემპებით ახდენდა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას საქართველოს საზღვართან, სასწრაფოდ იქნა აღდგენილი რკინიგზა აფხაზეთში, ოჩამჩირეში თავმოყრილი იქნა რუსული სადესანტო ნაწილები, რომლებც უშუალოდ მიმართული იყო ზემო აფხაზეთისაკენ, რუსულმა ავიაციამ მოუხშირა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას და ჰაერიდან დაზვრევას, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ სწორედ აფხაზეთში ღვივდებოდა ნაპერწკალი, მაგრამ ბევრისათვის (მათ შორის ხელისუფლებაში) მოულოდნელად, მაშინც, როცა ნერვების თამაში ზღვრამდე იყო მისული, გასროლა ცხინვალიდან გაისმა. რატომ იყო ეს გასროლა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ითამაშა მან საბედისწერო როლი? დამეთანხმებით ალბათ, ეს ქართული სოფლების დაცხრილვის პირველი შემთხვევა არ იყო, არც როკის გვირაბის გავლით შემოსულა რუსული ტექნიკა პირველად (7 აგვისტოს შემოსული ტექნიკა არ იყო იმ მასშტაბის, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა), შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ უნდა მოეხდინა, აქამდეც ყოფილა რეაქცია და ის ძირითადად სეპარატისტთა საცეცხლე პოზიციების ჩახშობით შემოიფარგლებოდა (თუნდაც ისინი ცხინვალში ყოფილიყვნენ განლაგებული). ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინცადამაიც 7 აგვისტოს გაეცა ადეკვატურრი პასუხი, მაშინ, როცა რუსეთის სამხრეთში განლაგებული თითქმის ყველა საჯარისო შენაერთი სრულ მზადყოფნაში იყო მოყვანილი და 58–ე არმიაც საზღვართან იყო მობილიზებული?!
ქართული მხარის სასარგებლოდ ერთადერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი (გნებავთ ვერსია) შემდეგია: რუსული არმია ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად, საქართველომ დაასწრო!
უნდოდა თუ არა რუსეთს საქართველოსთან ომი?!
–არა!
რუსეთს საქართველოსთან ომი (მითუმეტეს ასეთი საერთაშორისო რეზონანსით) არანაირად არ აძლევდა ხელს; მაგრამ პუტინი რუსეთი არაა, ისევე როგორც მედვედევი არაა რუსეთის პრეზიდენტი. ეს ამბიციური, იმპერიული და ნაციონალისტური იდეებით გაჟღენთილი ჩია კაცი ომით მოვიდა ხელისუფლებაში, ომით განიმტკიცა სავარძელი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც საომარი და აგრესიული რიტორიკის გარეშე წარმოუდგენელია. მისთვის აუტანლად მტკივნეული იყო საქართველოს ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის მხრიდან დემონსტრაციულად გადადგმული არაერთი შეურაწმყოფელი ნაბიჯი, მან ეს პირად შეურაწყოფად მიიღო (გავიხსენოთ რუსი ჯაშუშების დაკავება) და ყველანაირად ცდილობდა შურისძიებას (რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ასეთი მცდელობების მაგალითი მრავლადაა), სააკაშვილი პუტინის პირად მტრად იქცა და სწორედ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა ორივემ, პუტინმაც და სააკაშვილმაც, არავინ იცის ეს შეცდომა წინასწარ დაიგეგმა თუ სპონტანურად მოხდა, მაგრამ ფაქტია – ეს შეცდომა ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული საჭირო დროს მათ მიერ, ვინც პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და აქედან გამომდინარე მის სავარაუდო რეაქციებს დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ აანალიზებდა!
დავუბრუნდეთ კითხვას – რატომ არ აწყობდა რუსეთს ეს ომი?
აი ყველასათვის თვალნათელი და უდავო პასუხები:
1. დიდი ხნით გაფუჭდა რუსეთის იმიჯი მსოფლიოში. (ნურავინ მეტყვის, რომ რუსეთს ეს არ ანაღვლებს)
2. უდიდესი მატერიალური ზარალი (არა მარტო საფონდო ბირჟის კრახი, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და უახლოეს წლებში ეს აისბერგი მთელი სიმაღლით წამოიმართება აქედან გამომდინარე მეტად მძიმე შედეგებით რუსული ეკონომიკისათვის)
3. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის თუ არა, ბოიკოტის რეალური საფრთხე.
4. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი სამუდამოდ დასამარდა.
5. ევროპაში ძალიან დიდი ხნით შეირყა რუსეთის, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის სახელი (ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ლაპარაკის ეტაპიდან, მოქმედების ეტაპზე გადავიდა).
6. პერსპექტივაში უდიდესი საფრთხე ფედერაციის ერთიანობისათვის, რაც აფხაზეთისა და კოკოითის კანტორის აღიარებით გამოიწვია.
7. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რუსეთმა მთლიანად და საბოლოოდ დაკარგა „დასავლეთ ფრონტი“ და „სამხრეთის ფრონტი“, თუ აქამდე კიდევ არსებობდა მცირე შანსი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რუსული – „უფროსი და მზრუნველი ძმის“ პოლიტიკის წარმოებისა, ეს შანსი აგვისტოში საბოლოოდ დასამარდა, რუსეთმა ყველა დააშინა, მაგრამ ეს შიში მორჩილების საწინდარი კი არა, წინააღმდეგობის გარანტიაა.
ალბათ კიდევ არაერთი „წვრილი“ თუ „მსხვილი“ მიზეზი არსებობს, რის გამოც რუსეთს ეს ომი არ აწყობდა, თუმცა ჩემი აზით ჩემოთვლილი 6 ყველაზე მნიშვნელოვანია.
დასკვნა კი ასეთია, ობიექტურად ეს ომი რუსეთს, როგორც სახელმწიფოს ,არანაირად არ სჭირდებოდა, აი რაც შეეხება პუტინს, მის გენერალიტეტსა და ობივატელ ვანიას ეს ომი უნდოდათ, დიდი ხანია მათ შოვინისტურ ხახას ჟანგი მოედო და ახალი სისხლი სჭირდებოდათ, თუნდაც საქართველოზე ბუტაფორიული და არაფრისმომტანი გამარჯვების ხარჯზე.
უნდოდა თუ არა ომი საქართველოს?
– არა!
მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ეს ომი არ უნდოდა, ჩვენ უბრალოდ გვჭირდებოდა ის!! გვჭირდებოდა, რათა დაკარგული ტერიტორიები დაგვებრუნებინა, დამატებითი მოტივაციები (დამატებითი საფრთხეების პარალელურად) ჰქონდა ხელისუფლებასაც, თუმცა ალბათ დღესაც ბევრი გაოგნებულია თვით ხელისუფლებაში და დღემდე ვერ იჯერებენ, რომ საქართველომ რუსეთთან იომა!
გავუსწოროთ თვალი სიმართლეს – ჩვენ ომი წავაგეთ. რა დავკარგეთ ამ წაგების შედეგად?
1. ნაწილობრივ დანგრეული სამხედრო ინფრასტრუქტურა.
2. რამდენიმე ერთეული მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.
3. „ქართული ფლოტის“ თითქმის ნახევარი.
4. ზემო აფხაზეთი
5. ახალგორის რაიონი (ნაწილობრივ და ისიც ძალიან ცოტა ხნით, დარწმუნებული ვარ)
6. გადამწვარი და დარბეული ქართული სოფლები სამაჩაბლოში.
7. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო – რამდენიმე ასეული ქართველის სიცოცხლე.
ვთქვათ პირდაპირ, ხელისუფლებას რომ გარკვეული გარანტიები არ ჰქონოდა ის ომს არ დაიწყებდა!!! ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პენტაგონმა და თეთრმა სახლმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სპეცოპერაციის დაწყების შესახებ 7 აგვისტოს, რუსთავი2–ის ეთერით გენერალ ყურაშვილისაგან შეიტყვეს. თეთრი სახლი, რომელმაც მილიარდები ჩადო კავკასიურ პროექტში არანაირად არ მოსწყდებოდა პროცესების მართვის პულტს და ნურავინ იფიქრებს, რომ ასე ადვილად აუნთებდა რუსეთს ან საქართველოს მწვანე შუქს კავკასიაში ომის დასაწყებად,
მაგრამ................................................
ვინ მოიგო ომი?!
არაერთხელ მსმენია მოსაზრება, რომ დასავლეთს კავკასიაში სტაბილურობა აძლევს ხელს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თეთრი სახლი არ მისცემს ნებას ძალისმიერი გზით დაიბრუნოს ტერიტორიები, რომ ნავთობსადენი უსაფრთხოების გარანტიაა და ა.შ. ამ მოსაზრებების ტყვეობაში არამარტო საზოგადოება, თვით ხელისუფლების ბევრი (თუ ყველა არა) წარმომადგენელი იყო. მოდით ისიც ვთქვათ, ვის ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში „დასავლეთში“?
რა თქმა უნდა არა ევროპას და რა თქმა უნდა უშუალოდ შეერთებულ შტატებს! ევროპა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და ნაკლებად ერთიანია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი შემტევი და „აგრესიული“ პოლიტიკა აწარმოოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მითუმეტეს რუსეთის წინააღმდეგ. ევროპაში არ უყვართ ამერიკელები, მაგრამ ძალიან ეშინიათ რუსების, მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ რუსული ჩექმის კვალი და ახსოვთ ამერიკული დახმარება, რისი თქმა მსურს ალბათ მიხვდით – რაც არ უნდა დამოკიდებული იყოს ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე ის ყოველთვის, უფრო მეტად ამერიკულ თამაშს ითამაშებს, ვიდრე რუსეთს გაუხდება თანამოაზრე მის ხისტ, სპონტანურ და ევროპისათვის ხშირ შემთხვევაში პრინციპულად მიუღებელი პოლიტიკის წარმოებაში.
ზემოთ აღვნიშნე, რომ თეთრი სახლი აუცილებლად წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, პენტაგონში სრული ინფორმაცია ჰქონდათ როგორც რუსული არმიის, ასევე შავი ზღვის ფლოტისა თუ ავიაციის მზადყოფნის შესახებ, ჰქონდათ ინფორმაცია ქართული არმიის მანევრების შესახებაც. ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ლეგიტიმურია კითხვა – რატომ ვერ (არ!!) შეძლო ვაშინგტონმა კონფლიქტის თავიდან აცილება?! შევთანხმდეთ, რომ რაოდენ დასუსტებულადაც არ უნდა გვეჩვენოს დღეს ბუშის ადმინისტრაცია, მას აუცილებლად შესწევდა და შესწევს ძალა თავიდან აეცილებინა ეს ომი............რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოინდომებდა! გაიხსენეთ რა თქვა პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე მისი და ბუშის შეხვედრის შესახებ, ცხინვალში მოსალოდნელი კონფლიქტის თაობაზე ბუშის შეფასება ამ სიტყვებით შემოიფარგლა : „ომი არავის უნდა“?! ამ შემთხვევაში მე მჯერა პუტინის, პუტინმა კი ამ ორაზროვანი ფრაზიდან დაიჯერა ის, რაც თავად სურდა – „რაც გინდათ ის ქენით“ და ბუშმაც მშვენივრად იცოდა, რომ პუტინი სწორედ ამ დასკვნას გამოიტანდა მისი სიტყვებიდან, ზემოთ აღვნიშნე, რომ ვაშინგტონში პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი დეტალურად ჰქონდათ და აქვთ შესწავლილი, ისიც კარგად უწყიან ვის უდევს რუსეთში დღეს თითი ჩახმახზე და ისიც, თუ როგორ უნდა მოახდინონ გასროლის (თუნდაც ფუჭის) პროვოცირება. გაიხსენეთ, როდის გაისმა ვაშინგტონიდან პირველად მკაცრი შეფასებები და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ კავკასია ამერიკის ინტერესის სფეროა და რუსეთს მოუწევს შეჩერება.......თუ ვინმეს არ გახსოვთ, მე შეგახსენებთ – მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო შენაერთებმა თბილისისკენ დაიხიეს უკან და რუსული არმია იგოეთს მოუახლოვდა!!! „კავბოიმ“ მხოლოდ მაშინ ამოიღო „კოლტი“, როცა დათვი ორივე თათით გაება ხაფანგში – ქართულ ხაფანგში!!! ამ მომენტიდან დასავლეთმა ერთიანი ფრონტით გაილაშქრა რუსული საფრთხის წინააღმდეგ, ა.შ.შ.–მ კი უკვე საყვედურის ტონით დაუწყო საუბარი იმ „ურჩ“ ევროპელ ლიდერებს, რომელთაც საქართველოსთვის აპრილში მაპ–ი ვერ გაიმეტეს!!!
მონადირე, მსხვერპლი და სატყუარა
რატომ უნდოდა ვაშინგტონს ომი რუსეთ–საქართველოს შორის?
თუ იმ მიზეზებს არ ჩავთვლით რატომაც არ აწყობდა რუსეთს ომი (რუსული ეკონომიკის კოლაფსი, რუსული გავლენის შემცირება და რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე და ა.შ.) ვაშინგტონმა ამ ომიდან უამრავი სარგებელი ნახა, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგახსენებთ:
1. ბოლო დროს აშკარად შესუსტებული პოზიციების და გავლენის აღდგენა ევროპაზე.
2. ნატოს აღმოსავლეთისაკენ გაფართოების კიდევ უფრო მყარი არგუმენტები.
3. ა.შ.შ.–ს როგორც მსოფლიოში ერთადერთი მშვიდობისმყოფელის როლის განმტკიცება (სულ ტყუილად ჰგონია სარკოზს რომ ომი მან შეაჩერა, ომი ა.შ.შ.–ს მოქმედებაში მოყვანილმა სამხედრო ფლოტმა და თავდაცვის მინისტრის მიერ ჰუმანიტარულ!!!! დახმარებაზე პასუხისმგებლობის აღებამ შეწყვიტა)
4. ამერიკა ძალიან დიდ ხანს გამოიყენებს რუსულ – ქართულ ომს იმ ბურთის სახით, რომელსაც მაშინ ჩასჩრის რუსეთს ხახაში, როცა საჭიროდ ჩათვლის და წინააღდეგობის საშუალებას მოუსპობს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
5. ევროპული პროექტი „დემოკრატიული რუსეთ“ ჩავარდა – იწყება ამერიკული პროექტი „დასუსტებული ან სულაც დაშლილი რუსეთი“!!!
ჩემთვის ძალიან ძნელია ყველა იმ სარგებელზე საუბარი, რაც ვაშინგტონმა ამ ომით მიიღო, ასევე ძნელია ყველა იმ ზიანის ჩამოთვლა, რაც რუსეთმა განიცადა და მომავალში განიცდის, ერთი კი ნამდვილად ვიცი, სატყუარა ამ შემთხვევაში გადარჩა და იმედია მეორედ აღარ შეძვრება სხვის ხაფანგში.
პატივისცემით,
თქვენი ჩოხა
This post has been edited by choxa79 on 3 Oct 2008, 12:51
This post has been edited by A10 on 6 Apr 2017, 15:37