კიდე ერთმა პრავასლავნიკმა დაგვანახა 9 აპრილს რეალურად რა მოხდა
ილიას არ უთქვამს თურმე დეიშალეთო და არც ღრუსებს დავურბევართ
ჭურნალისტი ვალერი კვარაცხელია, სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:
"ტრაგედია ტრაგედიის შეუფასებლობისა. ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ოცდაშვიდი წლის წინ ჩაიწერა და ჩაიჭედა საშინელი თარიღი - 9 აპრილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, მიდგომებსა და შეფასებებში არაფერი იცვლება, - ღრმა კრიზისში შესულმა საბჭოთა იმპერიამ საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტებთან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო. ესაა შეფასება, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ტრაგიკულ თარიღს დღემდე აძლევს. ეს შეცდომაა!
1989 წლის 9 აპრილს თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორება საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებულმა ამერიკის ჯაშუშებმა გამართეს, რომელთა მიზანს საბჭოთა კავშირის დაშლა შეადგენდა. ეს სწორია! 1989 წლის 9 აპრილი ტრაგიკული თარიღია არამარტო იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საქართველომ იმ ავბედით დღეს გაიღო, არამედ იმ შედეგების გამოც, რომელიც საქართველოში ამერიკული პოლიტიკის შემოსვლას მოჰყვა.
9 აპრილის გაგრძელებაა საქართველოს ტერიტორიული დაშლა, მისი ეკონომიკური და სულიერი განადგურება. ე ს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი
ა მ ე რ ი კ უ ლ ი პ ო ლ ი ტ ი კ ი ს შ ე დ ე გ ი ა ! ამიტომ, ვიგლოვოთ 9 აპრილის ტრაგედია არა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი ბოროტება, არამედ როგორც ამერიკული იმპერიის მიერ ჩადენილი ბოროტება, რომელიც თავისი დამანგრეველი შედეგებით დღემდე მოჰყვება და ანადგურებს ჩვენს სამშობლოს. ასეთია ტრაგედია ტრაგედიის არასწორი შეფასებისა!"
This post has been edited by guriaaa on 12 Apr 2017, 20:10