დიახ, დაუშვებელია...
განვითარება კულტურასთან დაცილების გზით,
იწვევს დისპროპორციებს,
დაგროვილი კულტურული ღირებულებების დაცემას,
კულტურის კრიზისს,
ადამიანების დეგრადირებას,
აქედან გამომდინარე ათასგვარ უბედურებას!
კულტურა ხომ ზოგადსაკაცობრიობო სულიერი ფასეულობების პრაქტიკული რეალიზაციაა,
პოზიტიური გამოცდილება,ცოდნა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის,ასიმილირებული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში,
ეს პოლიტიკაა,ხელოვნება,
განათლება,მეცნიერება,
მშენებლობა,არქიტექტურა,სპორტი და ა.შ.
მოკლედ,დიდი პრობლემაა უკულტურობა!
უკაცრავად შეხსენებისთვის!
საინტერესოა,თუ არსებობს კულტურის განვითარების კონცეფცია,კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა ამ ქვეყანაში?!
იმედია,მთავრობის,კულტურის სამინისტროს მოქმედება მხოლოდ დაფინანსების,ხელფას/პრემია/დანამატების გაზრდა/შემცირებით არ შემოიფარგლება?!
რაც შეეხება ზურა ყიფშიძეს...
მისი შესრულებით თითქმის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი...
ბოლოს,"ემიგრანტები"ვნახე,ათიოდე წლის წინ...
ყოველთვის შთამბეჭდავი,თავისი ინდივიდუალური სტილით,მანერით...
მოვისმინე ყველა მისი ინტერვიუ,რაც აღმოვაჩინე იუტუბ-ზე,
ყველგან საინტერესოა!
"თუ ადამიანს შევაფასებთ ისეთად, როგორიცაა სინამდვილეში, ჩვენ მას მხოლოდ უარესს ვხდით.
მაგრამ თუ ვიქნებით იდეალისტები და გადავაჭარბებთ, მივცემთ მაღალ შეფასებას ადამიანს,შევხედავთ მას სხვა ადგილიდან, საიდანაც უკეთესი ჩანს,ვიდრე სინამდვილეშია,
იცით რა ხდება?
ჩვენ ხელს ვუწყობთ გახდეს ის ისეთი,როგორიც მართლა შეიძლება იყოს.
ამიტომ უნდა ვიყოთ ცოტათი იდეალისტები,საბოლოოდ ნამდვილი რეალისტები გავხდებით.
რადგან თუ ადამიანს განვიხილავთ ისეთად, როგორიც ვალდებულია იყოს, ვუსპობთ შესაძლებლობას გახდეს ისეთი,
როგორიც შეიძლება გამხდარიყო.
ეს ჩემი სიტყვები არ არის.ეს თქვა დიდმა გოეთემ!" ვიქტორ ფრანკლი-
გერმანელი ფსიქიატრი,ფსიქოლოგი,ნევროლოგი,
ლოგოთერაპიის-ეგზისტენციალური ფსიქოანალიზის მეთოდის ავტორი!
Jane Fonda: Life's third act
ttps://www.youtube.com/watch?v=IHyR7p6_hn0